Aug 1, 2010

Geirnager - part III :)

ვაგრძელებ პოსტების წერას გეირანგერის შესახებ. ჩასვლიდან მეორე დილას 6 საათზე უკვე დაჭყეტილი მქონდა თვალები და ვფიქრობდი სად წავსულიყავით. ძალიან ძნელია როცა გარშემო ასეთი სილამაზე გაქვს, ყველაფერის ნახვა გინდა ერთდროულად არადა ”ღობე-ყორეს” მიდება კარგის არაფრის მომტანია.

სასტუმროში დიდებული სკანდინავიური საუზმის დროს გადავწყვიტეთ რომ ლოკალური პარკი მოგვენახულებინა, მისი ადგილმდებარეობა ვარაუდის დონეზე ვიცოდი რადგან მაქანიდან მოვკარი თვალი. ჩავალაგეთ ზურგჩანთა და გულმოდგინედ ავუყევით გზასა. გზაზე პაწაწუნა ლამაზი სახლუკები შეგხვდა, აი ერთ ერთი მათგანი. სახურავზე მცენარეულობა სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, ეგ კი არა რამოდენიმეჯერ მთიბავიც კი ვნახე :D :D
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ ვიპოვეთ პარკი. გადავიხადეთ ბილეთის საფასური და დიდი მოლოდინით შევაბიჯეთ. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რომ მოლოდინი გაგვიცრუვდებოდა რადგან პარკში სულ 4-5 ძალიან მოკლე სასიარულო ბილიკი იყო, არცერთ მათგანს ავყავდით მთაში ან სადმე სხვაგან საინტერესო ადგილას. ერთი პლიუსი მხოლოდ ის იყო, რომ პარკის დეკორაცია იყო ლამაზი - ტროლის და ცხოველების ფიგურებით გაწყობილი.
ცხელ გულზე პარკიდან მალე წამოვედით, თან ბილეთებში არც მეტი არც ნაკლები 2 ნაყინის ფული (6 ევრო) გადავიხადეთ და რისთვის?! ჩავედით ადგილობრივ ფიორდ ცენტრში და ვიპოვეთ რამოდენიმე ”საძრომიალო ” გზა, სირთულეც სხვადასხვა - მწვანე - ადვილი, შავი - ძალიან ძნელი, ამ უკანასკნელზე მხოლოდ კომპასით და რუქით შეიძლებოდა მოძრაობა.

ბოლო ორი მიმართულების გარდა ყველგან ვიყავით, შესაბამისად გთავაზობთ სურათებს. იმედია მოგეწონებათ.

ხედი ერთი მთიდან მეორე მთაზე, ადგილი საიდანაც სურათია გადარებული დაახლობით 250 მეტრია ზღვის დონიდან.
ჩანჩქერი ერთ ერთი გზის ბოლოს. სურათზე ჩანს რომ ხალხს შეუძლია ჩანჩქერის შიგნით შესვლა. კი ძალიან სისველეა, ძალიან ხმაურია მაგრამ საშილად მაგარი გამოცდილებაა - იყო კლდეში რომელზეც ასეთი სიძლიერის წყალი გადმოდის.
აი ასეთი გზაა ქვევით ჩასასვლელად.
ზემოტ ხსენებული ჩანჩქერი ზღვის დონიდან 400 მეტრზე მდებარეობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ გზა გაგვერგრძელებინდა და უფრო ზევით ავსულიყავით, ზევით იქ საიდანაც ეს ჩანჩქერი იღებს სათავეს. დავიწყეთ ასვლა და მიხვდით რა მოუმზადებლები ვიყავით. ყველგან წყალი იყო. ხავსი და წყალი. დაავადგავდით სადმე ფეხს და წყლიან ხავსში ვიფლობოდით. ფეხები სულ დაგვისველდა :D მაგრამ ამ სილამაზედ მაინც ღირდა. გვერდით ხედავთ მდინარეს რომელიც ჩანჩქერად იქცევა. ამ ჩანჩქერის სურათები კი ზემოთ დავდე. თეთრი რარები რომ მოჩანს ფოტოებზე, ეგ ყველა ჩანჩქერებია.

ამ უკაცრიელ ადგილას გზაზედ შეგვხვდა ერთი ფერმა, ყელზე ზარგამობმული ცხვრები ბედნიერად ბალახობდნენ და ჩვენ არაფრად გვაგდებდნენ.
სამწუხაროდ ამ გზის ბოლომდე ვერ მივედით, ჩემ ქმარს მუხლი ეტკინა და გარდა ამისა სპეციალური ფეხსაცმელის გარეშე გზის გაგრძელება სისულელე იყო. მაგრამ არაუშავს, მომავალ წელს მომზადებული ვიქნები მსგავსი ადგილებისათვის, ახლა უკვე ვიცი რა არის საჭირო.

5 comments:

Clown said...

როგორი სიმწვანეა ^_^

<3

nino ch said...

es qochriani saxlebi ra sakvarlebi arian!

ჩორვენი¹³ said...

ieeeeeeeeeeeex ♥♥

უბრალოდ said...

მაგარი ადგილია!
მანდ კარგი ფოტოაპარატის არ ქონა პირდაპირ საცოდაობაა :(

Keti said...

რა ლამაზია...