ფიორდი - (ამ შემთხვევაში ნორვეგიული) არის გეოგრაფიული ტერიტორია ვიწრო, ხმელეთში ღრმად შესული ყურეებით და ნაპირებზე კლდეებით. ფიორდის სიგანე როგორც წესი პატარაა, მაგრამ მისი სიგრძე ძალიან დიდია. ასევე მაღალია კლდოვანი მთები.
მთებში სიარულის შემდეგ გადავწყვიტეთ გემით გვესარგებლა და მეზობლ სოფელში - ჰელესილტში წავსულიყავით .გეირანგერისაგან განსხვავებით, ჰელესილტი მხოლოდ ტურისტული სოფელი არააა. ამ მდებარეობს პაწაწუნა ქარხანა რომელიც ტრადიცულ შალის ტანსაცმელს ამზადებს.
გემი, რომელსაც მგზავრები და ტრანსპორტი გადაყავს გეირანგერიდან ჰელესილტამდე. ამ გემუკას, პირი ეღება და გავს დიიიიიიიიდ ზვიგენს რომელიც ყლაპავს ყველაფერს რაც მასში შედის :D

გზაზე ძალიან, ძალიან ლამაზი ჩანჩქერები და კლდეები იყო, ჩანჩქერებზე შემდგომში დავწერ ერთ პოსტს, აი ერთ ერთი კლდის სურათს კი დავდებ აქა :)
კლდეებზე ძალიან ბევრი ფერმები იყო. ბევრი მათგანი მიტოვებული სასმელი წყლის არ ქონის და სახიფათო ზონის გამო. თურმე უფრო დნება ყინული მით უფრო იშლება კლდეები. ეს ერთი ფერმა კი ოკუპირებული იყო ხალხის მიერ, თუმცა ასე მგონია ესენი მხოლოდ ზაფხულობით არიან აქა და საყვირებით გემებზე მყოფ ტურისტებს ართობენ.როგორც აგვიხსნენს ეს ადგილი ძალიან ნაყოფიერი ყოფილა. ერთი ხიდან 60-70კგ. ვაშლი, ქლიავი და ატამი მოდისო.

დაახლობით ერთ საათიანი მოგზაურობის შემდეგ მივადექით ჰელესილტს. პირველი რამაც ჩვენი ყურადღება მიიბყრო იყო ხმაური, ჩანჩქერის ხმაური რომელიც შუა ქალაქში ჩამოედინებოდა.

ესეც ხედი პაწაწუნა სოფელზე, ყურესა და კლდეებზე :)
ჰელესილტში მთელი დღე გვინდოდა დავრჩენილიყავით, მთაში ასვლაც ვცადეთ, მაგრამ პირველივე მეტრებზე წყლიან ხავსში ჩავიძირე და დავსველდი. ამიტომ იძულებულები გავხდით გეირანგერში დავბრუნებულიყავით.
4 comments:
როგორი კონტრასტია – ზღვა და მთა
ძალიან ლამაზი ყურეა!
სახლები როგორ საშიშ ადგილებზეა :შ
თან რა ლამაზია ^_^
ძალიან ლამაზი ხედია...კლდის ყურებისას კი რატომღაც კაცის სახე დავინახე?! -აბა დააკვირდით. ამ სახლებს, რომ ვუყურებ,ვოცნებობ:"ნეტავ ერთხელ ცხოვრებაში, წამიყვანა ასე მყუდრო ადგილას და განმარტოვებით მამყოფა...
http://www.vasassi.com/ თომუშკა, მისამართი შევცვალე და ჩაასწორე რა შენს ლისტებში.. :))
Post a Comment