Aug 3, 2010

Geiranger - part IV

მეორე ძალიან დამღლელი და ემოციურად დატვირთული დღის შემდეგ, გადავწყვითეთ ცოტა მანქანით გაგვეარა და წავსულიყაით მთა Dalsnibba ზე, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. მთაზე მცენარეულობა ძალიან მწირია, სამაგიეროდ არის უხვად პატარა ტბები, გაყინული თოვლი, კლდეები და ადამიანების მიერ აშენებული ”მთებუკები”.

დალსნიბა გეირანგერიდან 35 კილომეტრში მდებარეობს და ძალიან პოპულარული ადგილია რადგან ფიორდი 380 გრადუსზე ყველაფერი ჩანს :)
ხედი დალსნიბიდან, თუ კარგად დააკვირდებით ბოტოს მარცხენა ზედა კუთეში დაინახავთ პორტს და გეირანგერს.
ესეც ყინულიანი მწვერვალები (რომლებიც დასაწყის აძლებენ უამრავ პატარა მდინარესა თუ ჩანჩქერს)და პატარა მთებუკები რომლებსაც ტურისტები აშენებენ კლდის ნამტვრევებიდან.

ამ ფოტოზე კიდევ უფრო კარგად ჩანს არქიტექტურული შედევრები :)

პატარა ტბა დალსნიბაზე. წყალი ძალიან ცივი და ძალიან სუფთა იყო (ქვებს ვისვრი წყალში და არ შეიმჩნიოთ :D )

ესეც დალსნიბიდან რომ ჩამოვედით. მთის ზირში ერთი ძალიან დიდი ტბაა. ამ ტბაში მთებიდან ჩამოსული მდინარეები ჩაედინება და მერე იმდენად დიდი ზდება რომ მოზრდილი მდინარის ფორმას იღებს უკვე ოსლოსაკენ.
ამ ჯერად სულ ესააა, გაგრძელება იქნება :)

3 comments:

ჩორვენი¹³ said...

egre akokolavebuli qvebi saqartveloshic bevria sxvadasxva samto trasebze da nishnavs rom gzas scorad miyvebi da am adgilas namdvilad aris gasavleli biliki :D

Toma said...

:D :D ჩვენთან აშკარად ფრო ჭკვიანად იყენებენ აკოკოლავებული ქვების იდეას.
აქ ვერ დაეყრდნოოდი რადგან კიდეებზეც კი იყო ეს ნაგებობები :D

Keti said...

ლამაზია მთის ტბები :)