სამწუხაროდ მოცვზე მეტი ტკიპები ”მოვკრიფე” ტყიდან, მაგრამ ერთი დადებითი მხარე მაინც ქონდა ამ გასეირნებას - ბევრი სოკო ვნახე შხამიანი თუ უშხამო. პირველ ცხოვრებაში ვნახე ტყის ოქროდ წოდებული კანტარელები და რათქმაუნდა მოვკრიფე :)
აი ესენია კანტარელები :)
ასევე ვნახე ეს პაწაწუნა სოკო რომელიც ძალიან გემრიელია :) სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ვიპოვე :)
ესენი კი ეგრეთ წოდებული მუხამორები არიან :) ისე ლამაზად გამოიყურება რომ ფიქრობ ადამიანი კარგი სოკოაო, მაგრამ გარეგნობამ არ მოგატყუილოთ :)
ესეც ”ბეიბი” მუხამორი :)
ხოდა მოცვს რაც შეეხება ასე 50-40 გრამამდე მოვაგროვე. ამდენივე მალინა და მაყვალი ვიპოვე. ეს ნაერთი გავრეცხე, გავაშრე, ჩავყარე ბანკაში და დავაყარე პიტნა, შემდეგ კი დავასხი ბაკარდი. წესით ესენციასმაგვარი რაღაც უნდა მივიღო. ვნახოთ რა გამოვა.ნამცხვრების რეცეპტებს დავდებ როგორც კი გამოვაცხობ :)
7 comments:
სოკოების გამოცნობა არ მეხერხება, ისე კი ძალიან მიყვარს.
არც მე ვარ პროფი.
მხოლოდ 3 სახეობას ვცნობ :)
ორი მათგანის სურათი დავდე, ერთი რომელიც ყველაზე კარგად ვიცნობ არ შემხვდა :)
მეც ძალიან მიყვარს :)
ისე ხომ შიძლება შხამიანი იყოს ტომუშკა! არ გეშინია?! შხამიანი სოკოები ხომ ძალიან გვანან უშხამოებს
im yvitels ar yavs shxamiani oreuli, amitom ar meshinia :)
სოკოს მოკრეფის მეშინია, ვერ ვცნობ
მირთმევა კი მიყვარს :)
პირველი და მესამე ლამაზია :)
ვგიჟდები სოკოზე, ეხლა ვჭამე ხის სოკო პიტნით. (მმ) ხოდა სოკოს რაც შეეხება თავად ვიცი, მელაკუდას, ქამა სოკოს, წითელქუდა, დათვა სოკოს, ხის სოკოს, მჭადას და კიდევ რამდენიმე სოკოს ცნობა. ნუ ძირითადად ეგენი იჭმევა.
Taknatuna - auuuuuu, pitnit arc ki momsvlia azrad! maswavle rogor unda vqna raaaa.
Post a Comment