Aug 3, 2010

რა კავშირია კბილის ექიმსა და წითელ ”წკაპუნებს” შორის?! :D

ერთადერთი თუ რატომ არ მიყვარს ბუდაპეშტში ჩამოსვლა არის - აუცილებელი ვიზიტი კბილის ექიმთან. ასეთ სტრესს გემოცდების დროსაც კი არ ვღებულობ ხოლმე. ვიცი რომ ჩემი ექიმი ძალიან კარგია, იცის როგორ მოექცეს ფსიქოფატ პაციენტებს რომლებსაც კბილის ექიმის ფობია აქვს, მაგრამ მაინც მეშინია. ჩემდა დამოუკიდებლად გზაშივე ვიწყებ კანკალს, ცრემლები მდის თავისით და გულის რევის შეგრძნებებით ძლივს ვაღწევ კლინიკამდე. სტომატოლოგის სკამზე რა მომდის ეგ კიდე სხვა ისტორიაა. კუნთის სპაზმები მემართება, როცა ექიმი მორჩება ხოლმე თავის საქმეს ამოსუნთქული გამოვდივარ და დებილი ბავშვივით ვიკრიჭები.

ჩემი ექიმი ამბობს რომ ეს ფობია ბავშვობიდან მოდის. შეიძლება მართალიცაა მაგრამ მე ვერ ვიხსენებ ამ ამბებს, ალბათ ისეთი ძლიერი სტრესი მივიღე რომ დამავიწყდა სრულიად.

დღევანდელი ვიზიტის შემდეგ ახალი პრობლემები არ აღმომაჩნდა, სამაგიეროდ ძველები რთულდება და მითხრა რომ რაც შეიძლება მალე უნდა გავაკთოთ გირგვინიო. ვიცი რომ მართალია მაგრამ ამ შიშს ვერ ვძლევ, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი დაზღვევის გამოყენება და გვირგვინის გაკეთებამდე 2-3 თვით ადრე კოგნიტურ ბიჰევიორალურ თერაპიაზე სიარული :D.

რატომ მიყვარს აქ ჩამოსვლა?! ძალიან ბევრი რამის გამო და მათ შორის ფეხსაცმლის მაღაზიები. ფეხსაცმელი ჩემი სისუტეა. ერთი ჯინსით ვივლი მთელი წელიწადი, მაგრამ ფეხსაცმელი თუ მომეწონა გულგრილად ვერ ჩავუვლი ხოლმე. საბედნიეროდ იქით არაფერი მომწონს, აი აქ რომ ჩამოვდივარ ფული რომ მქონდეს ერთ ჯერზე 10 წყვილ ფეხსაცმელს მაინც ვიყიდიდი (რა ბედნიერებაა ფული რომ არ მაქვს). დღესაც კბილის ექიმიდან წამოსულმა, თავს საჩუქარი გავუკეთე და აი ეს ფეხსაცმელი ვიყიდე. დავინახე თუ არა ეგრევე მოვიხიბლე. ნეტა ქალისაა თუ მამაკაცის?!
ჩემი ქმარი ამბობს რომ მამაკაცისაა. მე ვფიქრობ რომ უნისექსია. რაც არ უნდა იყოს არ მადერდებს, ჯინსის შარვალზე და ჩემ წითელ,ნარინჯისფერ და ბორდოსფერ მაისურებზე კარგად წავა.

კიდევ ბევრი სხვა ფეხსაცმელი მომეწონა, მათ შორის ისეთებიც რომლებსაც ვერასდროს ჩავიცმევდი მაღალი ქუსლების გამო, მაგრამ უხაბედად გაჩენილმა დანაშაულის გრძნობამ გადაარჩინა ჩემი ქმარის საფულე.

10 comments:

Keti said...

მეც არ მიყვარს კბილის ექიმი, მაგრამ ყოველთვის გადაუდებლად მივდივარ, თუ მჭირდება, რადგან ცუდი და დაზიანებული კბილები კიდევ უფრო არ მიყვარს :)


ფეხსაცმელი ძალიან ლამაზია! ფერიც და დიზაინიც :) მგონი უნისექსი უნდა იყოს.

მარი said...

მე კი იმდენად მეშინია კბილების გაფუჭების, რომ ლამის ყოველ კვირა ვიარო სტომატოლოგთან.ლამაზი კბილები არ მაქვს და ჯანმრთელი მაინც იყოს :D

Toma said...

Keti - კიიი, მასეა ნამდვილად მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს. რამოდენიმე წელი ტკივილი მქონდა ნათმენი იმდენად მეშინოდა. ბოლოს კიდევ ამოსაღები გამოხდა :(

მარი - მშურს შენი, სერიოზულად მშურს.

Clown said...

ბავშვობაში ვმართავდი ისტერიკებს :D :D
ეხლა რეაქცია არ მაქვს, პროსტა ვღმუივარ ან რაღაც ეგეთი :D

ხოდა ლამაზი ფეხსაცმელია, კაციც ჩაიცმევს და ქალიც ^_^

Toma said...

ღმუილი რეაქცია არაა? :D :D :D

all about me said...

Mec maqvs kbilis eqimis fobia, guliscasvlande:) cinascar vnerviulob da skanze Rom vzivar pexebs ver vasveneb. Magram exla chemi mezobelia pirdapir kbilis ekimi da amascinebze mivedi ,dzalian mtkioda kbili, Tan orsulad var da metki albat ver mishveli tko Mara mishvela da agarc fobia makvs da agarc kbilis tkivili :))))

Toma said...

all about me რა კარგია რომ დაგეხმარა.

Clown said...

@თომა
რეაქციაა, მაგრამ ადრე, პატარა რომ ვიყავი კრუნჩხვებამდე მივდიოდი ისე ვტიროდი, სანიტარი ცალკე მიჭერდა, მედდა ცალკე :უსერ:

რკინის თითიტ მიღებდნენ პირს, რომ არ მეკბინა :|

:D :D

tjorven said...

mec mgonia rom fexsacmeli kacisaa magram magas ar aqvs gadamcyveti mnishvneloba me miyvars kacis fexsacmelebi bevrad lamazia xolme :D

xoda isa kbilis eqimebis ar meshinia me dantistis burgis meshiania rom bzuis da kbilze shexebisas mburzglavs :D

Anonymous said...

tjorven - xoooooooo, ai dzaalian autaneli procesia. faqtiurad tvins giburgaven ra :D :D