დღესა გთავაზობთ ერთ კერძს რომელიც მზადდება ქათმის ფილესაგან მზეზე გამხმარი და შემდეგ ზეითუნის ზეთში ჩაწყობილი პომიდვრებისაგან ან კიდევ შებოლილი ყველისაგან, ბეკონისაგან ან ვიჩინის თხელი ნაჭრებისაგან. ეს კერძი პირველად ჩემი ქრის მშობლებთან გავსინჯე. ძალიან მომეწონა, თუმცა ეგრევე ვიგრძენო რომ რაღაც აკლდა, და ეს რაღაც ჩამოვედი თუ არა თავად დავამატე.
დავიწყოთ მზადება :)
ავითოთ 4 ფილე (ან გაყინული იყიდეთ, ან გაუყინავი. ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება). გავჭრათ სიგანეზე ისე რომ მთლად ორი ნაწილი არ გამოვიდეს, არამედ ისე როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები.საწებელის მომზადება : ჩავასხათ პატარა ქვაბში 3-4 კოვზი ზეთი და დავაყაროთ 2 წვრილად დაჭრილი ხახვი, 4 ფურცელი წვრილად დაჭრილი ბეკონი ან ვიჩინა, ვშუშოთ ნელ ცეცხზე, დავამატოთ 7-8 ცალი მსხვილად დაჭრილი სოკო, 250 მლ. არაჟანი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გადმოვდგათ ცეცხლიდან.
როცა ჩვენი ხორცი უკვე მზად იქნება, ავიღოთ საწებელა და მოვასხათ, შევდგათ ღუმელში და დავტოვოთ 10 წუთი.
გარნირად მოვამზადოთ ბრინჯი ან კარტოფილი, მოვასხათ ცოტა საწებელა - ძირითადად მშრალი მასა სოკოების სახით. და დავალაგოთ ხორცუკები (მე რულეტად დავჭერი და ისე დავალაგე)
11 comments:
გემრიელი იქნება ^_^
<3
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ქათმის ხორცი საერთოდ არ მიყვარს რადგან გემო არ აქვს, ეს კერძი უგემრიელესია.
:)
გემრიელი ჩანს :)
მე მიყვარს ქათმის ხორცი :)
ქეთი ალბათ იმიტომ რომ ჩვენთან ქათამს გემო აქვს.აქ ვერ გაიგებ რას ჭამ. ეკოლოგიურ ქათამასაც კი არ აქვს გემო.
უნგრეთში საერთოდ რაღა ქათამის ხორცი და რაღა რეზინა. ხორცი რომ იქნება ხოლმე (კუნთის უჯრედები გამო) ისეც კი არ შვება იმდენად ერთგვაროვანი მასაა.
წეღან ჩამაფიქრა, გემოზე რომ წავიკითხე და მერე კი ვიფიქრე, შეიძლება მანდ არის ასე–მეთქი.. სწორედ გამჩენია ეჭვი. ალბათ საკვების გამო – რასაც აძლევენ ქათამს. ჩვენშიც ხომ განასხვავებენ სოფლის ქათამსა და კვერცხს ფერმების პროდუქტებისგან. სულ სხვა გემო აქვს ხოლმე
კარგი ჩანს მაგრამ ძალიან მსუყე იქნება ეჭვი მაქვს : )
ბეკონი ყველი და კიდე არაჟნიანი სოკო ოჰოჰოო რა ბომბია : )))
ჩორვენი¹³ - არაა მსუყე :)
არაჟანი არის 10% :)
გარდა ამისა ქათამს საერთოდ არ აქვს ცხიმი და ბეკონი უბრალოდ გემოს აძლევს :)
უკვე შემწვარი რომ აწყვია ტაფაზე ნახე, ცხიმი არის საერთოდ? :) არ არის :)
მნიაააამ
ნერწყვი გამეჩხირა
ტომუშკა რა მაგის პასუხია ,მაგრამ სულ მავიწყდება რომ გითხრა. "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" რომ წერია, სიტყვები ერთმანეთზე არის გადამჯდარი. გაასწორე
ბრაუზერის ბრალი იქნება ეგ გადაჯდომა, იმიტომ რომ ფაიერფოხ-ზე ჩვეულებრივად არის.
რომც არ იყოს ვერ შევცვლი იმიტომ რომ ტემპლეიტი აწყობს ასე. მაშინ ტემპლეიტი უნდა შევცვალო.
Post a Comment