
ამ ხალხს აქვს სახელი, აქვს ფული, აქვს რეპუტაცია და ზეგავლენა ხოდა რატომ იფუჭებენ თავს ნარკოტიკებით როცა შეუძლიათ უამრავი კარგი რამ გააკეთონ და იმით ისიამოვნონ, კეთილი საქმით მიიღონ სიამოვნება და სიყვარული ხალხისა. ბევრი იტყვის რომ სუსტები არიან და ”პოპულარობას” ვერ უძლებენო. ზოგი შეიძლება არის სუსტი, მაგალითად იგივე პარის ჰილტონი რომელსაც ხელიც არ გაუნძრევია და ყველაფერი მემკვიდრეობით აქვს, მაგრამ სპორტსმენები, მსახიობები, მუსიკოსები და ა.შ. იმდენს მუშაობენ, სუსტი ადამიანი ვერ გააკეთებს ამდენს, სუსტი ადამიანი ვერც კი გაბედავს ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენას, ოცნებას და ამ ოცნებისათვის ბრძოლას. მაშ რა ხდება რატომ იფუჭებენ თავს ნარკოტიკებით?!
5 comments:
რა ვიცი, თამუ, ხომ გახსოვს, სიკვდილის ინსტიქტი გვამოძრავებსო...
ერთფეროვნება ბეზრდებათ და იმიტომ :\
მაგრამ მაიც ვერ წარმომიდგენია, რატომ აკეთებენ ამას :|
ჟორჟ ბერნანოსი : "თანამედროვე მსოფლიოს სჭირდება პატიოსნება,ღირსება. სწორედ პატიოსნება,ღირსება აკლია მსოფლიოს.მსოფლიოს აქვს ყველაფერი რაც სჭირდება და ვერაფრით ვერ ტკბება იმიტომ რომ მას აკლია პატიოსნება,ღირსება" (ჟორჟ ბერნანოსი, დიდი სასაფლაოები მთვარის ქვეშ).
imitom ifucheben tavs, rom narkotikis daxmarebit sul sxva samyaroshi xvdebian. ik yvelaferi zustad isea rogorc imat uswordebat. da am samyaroshi miuxedavad bevri fulisa da popularobisa yvelaferi idealurad veraa. ragaceebze mainc nerviuloben, ganicdian. ik ki es yvelaferi ar arsebobs. tavidan yvelaferi kargadaa da mere ukve xdebian damokidebulni da miuxedavad imisa, rom mtlad iseti idealuri vegaraa is meore samyaro, tavs mainc ver agweven :(
თავს კი არ იფუჭებენ, სხვებს აფუჭებენ და მილიონებს შოულობენ. რა გგონია, რაზეა მთელი შოუ–ბიზნესი აგებული? სექსი=ნარკოტიკები=ცანცარობა :დ
Post a Comment