Aug 29, 2010

ორი შავი კატა ჩემი წარსულიდან

ბავშვობის რამოდენიმე წელიწადი სოფელში გავატარე. არ მახსოვს როდის ჩაგვიყვანეს მე და ჩემი და მაგრამ როცა წამოგვიყვანეს მე მეოთხე კლასში ვიყავი გადასული ჩემი და კი მესამეში. სწორედ სოფელში გატარებულ ამ პერიოდს უკავშირდება ისტორია ჩემ უსაყვარლეს შავ კატაზე.

კატას სახელი არ ერქვა, უბრალოდ კატა იყო, დიდი შავი მამალი კატა. მისი და მისი ჭრელი ძმის პატრონი კი სულ შემთხვევით გავხდით, მეზობლის კატამ გადაწყვიტა კნუტების ჩვენ სახლში გაჩენა, ბებიაჩემმაც შეიცოდა კნუტები და დაგვატოვებინა. ამის შემდეგ სალხში გვყავდა ორი კატა და მათი დედა რომელიც კვლავ აგრძელებდა კნუტების ჩენას მეზობლებთან. მე და ჩემმა დამ თავიდანვე გავიყავით კნუტები, ჭრელი მისი იყო შავი კი ჩემი. ის მას ეთამაშებოდა მე კი ჩემს. ამასობაში წამოგვიყვანეს სოფლიდან და უკვე გაზრდილი კატები ბებიასთან დარჩნენ. კარგად მახსოვს ყოველთვის როცა სოფელში ჩავდიოდი ჩემი შავი კატა სახლის შესასვლელთან მხვდებოდა, ასევე კარგად მახსოვს ბებიას სიტყვები - შენ რომ ჩამოდიხარ მხოლოდ მაშინ მოდის კატაო. ერთ წელსაც ჩავედი და კატა აღარ შემეგება :(

მეორე კატის, ასევე შავის ისტორია კი უკვე თბილისში დაიწყო. ჩემმა მეოგობარმა მითხრა რომ მისი ნაცნობის კატამ სრულიად შავი კნუტები დაყარა და მკითხა ერთი თუ მინდოდა. რათქმაუნდა მინდოდა! წავედით და წამოვიყვანეთ - სანდრო. ძალიან საყვარელი და ცელქი კნუტი იყო. ჩემთან ეძინა, თავზე მეწვა და ერთხელ თავზეც კი დამაფსა. ცოტა რომ წამოიზარდა სოფელში წავიყვანე. მიზეზი ის იყო რომ იმ პერიოდში დღის პირველ ნახევარში ვსწავლობდი, მეორე ნახევარში კი ვმუშაობდი, 9 საათზე გასული ღამის 11-12 საათზე შემოვდიოდი სახლში ფაქტიურად კატისთვის ვერ ვიცლიდი. მოკლეთ წავიყვანეთ კნუტი და სანდროც (რომელიც დედალი აღმოჩნდა :D :D ) ძალიან ბედნიერი იყო ახალი გარემოთი. გიჟივით დარბოდა სახლსა თუ ეზოში, დასდევდა ჩიტებს, თაგვებს და ბაყაყებს.

სოფელში ჩაყვანდიდან რამონიმე თვეში სანდრო მეზობლემა მომიწამლეს ...

8 comments:

Keti said...

ჩემი ფისო გამახსენდა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი... თავისით მოვიდა ჩემთან, შეიძლება ითქვას – მოცოცდა :) 2-3 კვირის, ძალიან პატარა. კატები მაინც და მაინც არ მიყვარდა და მან სრულიად შემიცვალა წარმოდგენა. ძალიან თბილი და საინტერესო ცხოველია, გამოკვეთილი ხასიათით...

Toma said...

ნამდვილად ეგრეა :)
მოცოცებაც იციან კატებმა.
ადრე ერთი ქალის ძაღლს ვასეირნებდი ხოდა იმ უბანში მხვდებოდა ჭრელი კატა.ძაღლივით მომსდევდა ხოლმე :) რამოდენიმეჯერ ავტობუსის გაჩერებამდეც კი გამომყვა :)

Toma said...

სად არის ახლა შენი კატა?

Anonymous said...

მეც მიყვარს კატები.
ბავშვბაში ერთი პატარა კნუტი ვნახე ქუჩაში, საცოდავად კნაოდა, სახლში წავიყვანე და ისე შემიყვარდა. მერე დიდი გაიზარდა და ცუდიც გახდა, ცოტა არ იყოს, წუწკი და თან მერე შვილებიც გააჩინა და ჩემებმა გააქრეს :(...
მგონია კატებსაც მოვწონვარ, მომიცუცქდებიან ხლმე :)
და მეც კატას ვგავარ ცოტცოტა :))))

Toma said...

Anonymous - ცხოველეს (ამ შემთხვევაში კატას) თუ მოსწონხარ ესეიგი დადებითი ადამიანი ხარ!

ჩემი ჟელეზნაია ლოგიკა!

Anonymous said...

მართლა? რა მაგარია, გამახარე :)
და ზარლებსაც მოვწონვარ და....
მართლა, მთელი სერიოზულობით ვამბობ. მეც არ მეშინია მათი და ისინიც ეტყობა ხვდებიან.
ამ ზაფხულს სტუმრად ვიყავი და ერთი საცოდავი მოხუცი, ბრმა ძაღლი ყავდათ და მთელი დღე მე დამდევდა. თან მიკვირდა ბრმა რანაირად მოძრაობდა ან რატომ მე მაინცდამაინც... საცოდავი იყო...

Toma said...

xoda mashin martla dadebiti adamiani xar.

Clown said...

ჩემი ლუსიც ცელლქი და საყვარელია ^_^

უბრალოდ სახლში ვერ ეგუებიან ჯერ :|

პ.ს ესეც სულ შავია <3