Aug 25, 2010

ქაართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების სერტიფიცირების მარგალიტები

პირწიგნაკზე დადო Marine Xucishvili Sunday, 22 August 2010 at 19:07.

ქაართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების სერტიფიცირების მარგალიტები (2010)

ხოდა შემეცოდნენ აბიტურიენტებიც და მოსწავლეებიც. კი მართალია მარტო წვრთნა რას უშველის თუ ბუნებამაც არ უშველა (მაგალითად ჩემ შემთხვევაში რადგან უსაშინლესი მართლწერა მაქვს) მაგრამ მასწავლებელს მაინც უფრო მეტი მოეთხოვება. ვოტ!

აბა დავიწყოთ :)

***რატომ იწერება ერთად ლაქლაქი? პასუხი: ზოგიერთმა პიროვნებამ ბევრი ლაქლაქი იცის.

*** გამოკვლევა "აღქმა" არის სწორი, მაგრამ თანხმოვნის შეცვლა ცვლის აზრს. პარალომია ეწოდება აღთქმა.

*** სიტყვათა წყვილს უწოდებთ "აღქმა", რათა აღთქმას არ უწოდებთ წყვილს.

*** აღქმა ხდება პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის გონებით. აღთქმა _ პიროვნების მიერ ამა თუ იმ მოვლენის სიტყვიერად.

*** დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა. მას (ანუ მოსწავლეს) უწერია "აქ კარგად ჩანს". უნდა ეწეროს "ტექსტში ან პოემაში კარგად ჩანს".

*** ნიკა, გირჩევ კარგად ისწავლო ნაწარმოების ტექსტი, რათა არ გაგიჭირდეს ციტირება.

*** მოძებნე შეცდომა და გაასწორე: არასამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლა მოახდინა. პასუხები (მასწავლებლების გაცემული) I. უნდა იყოს: სამთავრობო ორგანიზაციამ შესწავლა მოახდინა.II. უნდა იყოს: არა სამთავრობო ორგანიზაციამ. . . III. შეცდომაა შესწავლა მოახდინა. შესწავლა და მოხდენა ერთი და იგივე შინაარსისაა. IV. აქ გვაქვს არსებითი სახელი, კონკრეტული ადამიანის აზრის შესწავლასთანაა საქმე. V. აზრის შესწავლა არ შეიძლება, აზრის გაგებაა შესაძლებელი.

*** "დაჭრილი ლომი ღრიალებს". ლომი ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა.

*** მერცხლები ქვემდებარეა. ისინი დამოკიდებულია გაზაფხულზე, ამიტომ არის ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება.

*** ვასწავლი ქვემდებარულ დამოკიდებულ წინადადებას და ქვემდებარულ დამოუკიდებელსაც.

*** აზრი ზუსტად არის გადმოცემული, მაგრამ ლექსიკა მწირია. . .არ ჩანს საიდან გამოაქვს დასკვნები მოსწავლეს. არ ჩანს "მორალური კოდექსის" და კანონების მოშველიება. (ლაპარაკია აკაკის "გამზრდელზე")

*** ღამე "მგზავრის წერილებში" არის ბნელი ადგილი.

*** მან მიატია ქმარი, შვილები. (ლაპარაკია შუშანიკზე)

*** ამას ისიც დაემატა, რომ ერთი შვილი მტკვარში დაეხრჩო პირველი პურობის დროს. (ფაქტის დამახინჯება შუშანიკთან) *** მერე გავაიგავებ აბოსთან.

*** ღამემ დალია ილია ერთ-ერთ სადგურში.

*** ღამით იწყება ბრძოლის უნარის შერწყმა ადამიანურ მეში.

*** შემოღამება შემოქმედთა საბოლოო ადგილის სიმბოლოა.

*** მთაწმინდაზე წმინდანი ადამიანები განისვენებენ და ტკბებიან მთაწმინდის ღამით, ზემოდან გადასცქერიან თავის ქვეყანას.

*** ვიცით, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილს სულიერად შემოუღამდა. მას ამ დროს თანაუგრძნობს თავისი მეგობარი მთაწმინდა.

*** ღამეს ბარათაშვილის ნაწარმოებში აქვს მეგობრის სახე. როგორც ქალი მოხუც მამას ეალერსება.

*** ჰოი ბნელო ღამევ, მეჯავრები მეშენ. ამბობს ჭავჭავაძე "კაცია ადამიანში" (ფაქტის დამახინჯება).

*** რომანტიკოსისთვის სილაღე იწყება მარტოობითა და ღამით, ილია კი ებრძვის სიბნელეს, რამაც დააჩლუნგა ქართველები. *** ბარათაშვილი რომანტიზმს ეძებს ამ ლექსში და იპოვა კიდეც. ილია კი თერგდალეულია და ამბობს, როგორ შევეყრებიო. აქედან გამომდინარე, ღამის მიერ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.

*** 1959 წელს მოხდა კახეთის აჯანყება. ეს თავისებურად მნიშვნელოვანია. შაჰ-აბასმა დაიპყრო კახეთი. ცუდ მდგომარეობაშია კახეთი.

*** შეცდომაა: მთელი საუკუნის შემდეგ. საუკუნე ისედაც მთელს ნიშნავს, ამიტომ "მთელის" ხმარება მიზანშეწონილი არ არის.

*** შეცდომაა: ერთ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. უნდა იყოს _ ერთ საკითხზე ემთხვევა.

*** შეცდომაა: ერთ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. უნდა იყოს: ერთ საკითხში ემთხვევა, რადგან ერთმანეთთან თანხვედრას ნიშნავს დამთხვევა. I აბზაცში არის გამოყენებული ტავტოლოგია: მსაჯულია_სატანჯველია, ყველაზე_მკაცრი და ძალიან_უდიდესი.

*** ბავშვი საღად მოაზროვნეა, ჰუმანურია. იგი ავტორს ადანაშაულებს სიკვდილის დასჯის გამოყენების გამო, სჩანს, რომ ბავშვმა კარგად იცის ტექსტი (ლაპარაკია აკაკის "გამზრდელზე")

*** შეცდომაა ინანიებს. უნდა იყოს ნანობს. ეხლანდელი დროის ფორმა არის ნანობს, ხოლო ინანიებს მომავალი დროის ფორმის "მოინანიებს" არასწორი გაფორმება.

*** შეცდომაა: ყველაზე მკაცრი. ყველაზე აქ ზედმეტია. მკაცრი ისედაც აღნიშნავს სიმკაცრეს და აღმატება აღარ სჭირდება. *** შეცდომაა: დასაჯონ იგი. მესამე პირის ზმნაა და შესაბამისად პირის ნიშანს უნდა დაირთავდეს. "ნ" კი არცერთი პირის ნიშანი არ არის.

*** შეცდომაა: როგორიც. უნდა იყოს როგორც. აქ არის მიზეზისა და მიზნის ნაცვალსახელების აღრევა.

*** ზმნისწინის გაყოფა და მასში ასოს მოქცევა არ შეიძლება.

*** შეცდომაა: ბათუს აზრით. უნდა იყოს _ ბათუას აზრით.

*** იაკობ ცურტაველის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომ იგი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია.

*** მუცალი ალუდამ მოკვლამდე იცნო, სიზმარში ყავდა ნანახი და ამიტომ ის მისი მტერი არ იქნებოდა.

*** სიმბოლისტები ეტრფიან სამშობლოს და სწამთ სულისა და ხორცის ერთად არსებობა.

*** სიმბოლისტი არის ი. ჭავჭავაძე და მისი "გლახის ნაამბობის" ხიდჩატეხილობა.

*** სიმბოლიზმის ერთ-ერთი ნიშანია ყვავილის ტარება პიჯაკის ჯიბით.

*** სიმბოლიზმისათვის დამახასიათებელიკა რითმის გამო უცხო სიტყვების გამოყენება: მაგ., იყო შარლ ბოდლერი, კანტი, ჰეგელეი და მიკაკუნებს (ტ. ტაბიძე). ანუ ბოდლერი, კანტი და ჰეგელი უცხო სიტყვები ყოფილა

*** სიმბოლიზმი ძნელად შესაცნობია, თითქმის შეუცნობელია მისი შეცნობა.

*** სიმბოლისტებს გულზე დასობილი ჰქონდათ მიხაკები.

11 comments:

ნინო said...

მეც ვნახე ამდაგვარი მარგალიტები გამოცდებზე,მაგრამ ისინი იცი საიდან იყვნენ. სამხრეთ ოსეთის რომელიღაც სოფლიდან, ანუ კონფლიქტის ზონიდან და რა უნდა მოთხოვო მაგ გაუბედურებულ ხალხს მითხარი!

Toma said...

nino - esni ar vici saidan arian. sadac chatarda es atestacia albat iqidan. tumca meechveba rom igve situacia gindac raionebshi da gindac tbilishi ucxoa.

ertma kargad dacera forumze - amswavlebloba imdenad arashemosavliani da araprioritetuli profesia gaxda rom mxolod neudachnikebi abarebeno. da vertanxmebi sxvatashoris.

nino said...

ki martalia, egrea da cudia

nino said...

ki martalia, egrea da cudia

gijmaj said...

აბა ჭკვიანებო და ძალიან ჭკვიანებო, დადეთ ამ მარგალიტების შეწორებული ვარიენტი :D

პ.ს. "ქაართულ" ენას როდის აქეთ ასწავლიან? :D შეასწორე სათაური :)

Toma said...

gijmaj - sxvatashiris cehmid acerili ara eg satauri, rogorc iyo ise gadmoviwer. shesabamisad ar sehvasworeb.

Keti said...

ar mikvirs.
hoda darCnen kargebi.
mTlad masec araa - neudaCnikebze. kargi specialistebic gvyavs.

Toma said...

Ketი- როგორ არ გვყავს.
კარგი ყოველთვის არის, საქმე ისაა ვინ ჭარბობს.

მაგალითად ჩემი ქართულის მასწავლებელი, უმაგრესი ქალი იყო თინა ონიანი, მერე კი სხვა გვყავდა მგრამ ისიც კარგად მეჩვენებოდა გინდაც იმიტომ რომ კალიგრაფიის გამო ნიშანს არ მაკლებდა :D :D

Ladybird said...

dzalian kargia, rom atestacia chatarda, mivesalmebi... es aqamdec unda gaketebuliyo... da is faqti, rom vigac konflikturi regionidanaa da amitom epatieba, yovelmxriv gaumartleblad mimachnia...
tumcaga, darcmunebuli var, rom sxva regionebsa da qalaqebshi bevrad uketesi situacia araa... ;)
ramodenime kviris cin kutaisis ceretlis universitetis reqtortan interview-s movusmine da ise iblukuna kacma da iseti absurdi ilaparaka, gamikvirda, nutu es universitetis reqtoria metki... yvelaze metad im faqtma gamaoca, rom turme universitetis yvelaze axalgazrda professori 25 clis yofila... neta rodis moascro amdeni?

Sophie Golden said...

ტომა, ცოტა სირცხვილია შენს ბლოგზე ამ "მარგალიტების" დადება, როცა თვითონ შენს ბლოგზე ბევრი მსგავსი შეცდომაა ხოლმე.

Toma said...

Sophie Golden - ნეტა შენ სოფი სხვისი გრამატიკული შეცდომების დევნის მეტი რომ არ გაქვს :) მშურს მართლა.

მე მასწავლებელი არ ვარ, შესაბამისად არ მრცხვენია.