Aug 23, 2010

უნივერსიტეტის აურა

მზიანი დილა იმდენად დიდი იშვიათობაა, რომ როცა მზე მაღვიძებს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, მაშინაც კი როცა ძალიან ადრიანი დილაა ან როცა ვიცი რომ მძიმე დღე მელის წინ. ერთდროულად ტოროლა და ბუ ვარ ბუნებით, თუმცა სხვა რამეზე ვაპირებ წერას.

გასულ პარასკევს უნივერსიტეტში წავედი ძველი ტესტების სანახავად. დილაც მართლაც რომ შესაფერისი იყო, ლამაზი მზიანი ცოტა სუსხი რომ დაკრავს მაგრამ მხოლოდ დილის სუსხი. გავრისკე, რომში ნაყიდი კაბა ჩავიცვი, ცისფერი ხელით მოხატული შარფი გავიკეთე და სახლიდან გავედი. ულამაზესი დღე იყო, ყველას ვუღიმოდი და ყველა მიღიმოდა. ასეთი რამ იშვიათად მემართება, იმიტომ რომ უჟმური ამინდი უჟმურ ხასიათზე მაყენებს.

მოკლეთ რაც უფრო ვუახლოვნებოდი უნივერსიტეტის შენობას, მით უფრო ცუდად ვიგრძენი თავი, ხასიათი წამიხდა და დეპრესიული გამიხდა. ერთადერთი იმას ვფიქრობდ როგორ არ მინდა იქ წასვლა. ძლივს შევაღწიე შენობაში, კითხვები ამოვწერე და სასწრაფოდ გამევედი გარეთ.

ამ ფაქტმა ძალიან დამაფიქრა, რეალურად მთელი გასული წლის განმავლობაში თავი კარგად არასდროს მიგძვნია უნივერსიტეტის ჩვენს შენობაში (უნივერის სხვა შენობებში არ მემართება ასე მაგ. ბიომედიცინის, ეკონომიკის და ა.შ. ). მომწონს საგნები რასაც ვსწავლობ(დიახ, ანატომიაც თორემ რომ არ მომწონდეს აქამდე ხომ ჩავაბარებდი?! :D ), ხალხიც კარგია მაგრამ მაინც რაღაც არაა ისე როგორც უნდა იყოს, და ეს რაღაც წმინდა ემოციურ დონეზე მეძლევა.

p.s. ადრე შენობაში ბავშვთა საავადმყოფო იყო, მერე საავადმყოფო გადაიტანეს და ეს სამედიცინო აკდემიის ერთ ერთ შენობად აქციეს.

2 comments:

Keti said...

ჰო, შენობების აურა...
ხშირად ხდება ხოლმე – ვერ ხვდები რატომ, მაგრამ ცუდად მოქმედებს. ბინებიც ასე – სადღაც კარგად ხარ, სადღაც არ გსიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი გულღიაა..

ისე, შეიძლება იმ გამოცდაზე რომ ფიქრობ, ამიტომ :)

Clown said...

ჩემზეც მოქმედებს ხოლმე შენობები, უფრო სწორედ შენობების სუნი :შ