Aug 25, 2010

იმუნიტეტი რთული და სტრესული სამსახურის მიმართ

დღეს შევიტყვე რომ ჩემი ორი ჯგუფელი აღარ აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ერთი პროფესიას შეიცვლის და აერობიკის მწვრთნელი გახდება, მეორე კიდე მუშაობას აპირებს.

თითქოს დიდი არაფერი, ყველას აქვს არჩევანის უფლება მაგრამ მაინც გამიკვირდა. ისეთი მძიმე წლის შემდეგ როგორიც გასული წელი იყო ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?! მითუმეტეს როცა ეს წელი წარმატებით დაასრულე. იმას არ ვამბობ რომ მუშაობა ცუდია პირიქით, მაგრამ როცა შეიძლება სწავლა და მუშაობა რატომ არ ღირს ცდა და ცოტა თავის შეწუხება, განსაკუთრებით როცა ახალგაზრდა ადამიანებზეა საუბარი. ასაკთან ერთად ადამიანის უნარი ახლის შეთვისებისა ნელდება, უფრო დიდი დრო სჭირდება, გარდა ამისა მერე ოჯახი, შვილები უფრო და უფრო რთულდება ყველაფერი და თუ აინტერესებს ადამიანს ხომ ჯობია თავიდანვე დაუსვას წერტილი განათლებას?!

იმიტომ ვამბობ აინტერესებსთქო რომ ერთი წელი იმის გაძლება რასაც ჩვენ გავუძელით შეუძლებელი იქნებოდა რომ არა ინტერესი. როგორც ასევე გავიგე მიზეზი ანატომია ყოფილა. ჩემ ჯგუფში ოთხი კაცი გატეხა ანატომიამ. ორმა მეორე სემესტრში დაანება თავი, ორმაც ახლა და ასე მგონია რაც დრო გავა მით უფრო ცოტა დავრჩებით, რადგან თითოეული მომდევნო სემესტრი წინაზე უფრო რთული და შრომატევადი ჩანს.

ხანდახან მგონია რომ ეს მძიმე სწავლა და სტუდენტების გაწურვა სასარგებლოა, დარვინისებური ვარიანტია, სელექცია ოღონდ უნივერსიტეტზე ადაპტირებული - ვინც შეითვისებს, გაუძლებს და ბოლომდე გასტანს მოგებული დარჩება, რაღაცნაირ იმუნიტეტს გამოიმუშავებს მომავალი ძალიან რთული და სტრესული სამსახურის მიმართ.

5 comments:

Keti said...

მეც მგონია, რომ სელექცია აუცილებელია
თორემ ჩვენთან რომ ყველა ერთნაირად მიდის ბოლომდე, იმიტომ გვყავს პროფესიონალები.
სწავლა რთული უნდა იყოს, თუ შეძლებს ადამიანი – მაღალი იქნება მისი ინტერესი და სურვილი+შეთვისების უნარი, ბოლომდე დარჩება.
სამაგიეროდ, მერე აღარ შეგეშინდება ჯანმრთელობა (და ა.შ.) მიანდო ასეთს...
:)

Ladybird said...

getanxmebi tomushka, tu daicye unda daaboloo kidec. evropashi universitetshi scavla araa ioli saqme, tan paralelurad unda imushao kidec, aba tavi xom unda irchino... hoda, mec bevrjer mifikria gamocdebistvis gamenatevs, mivayri micas yvelafers da gavatan cyals amden shromas metki... magram mainc shevzeli movikribe dzalebi da bolomde miviyvane... mixaira rom nervebs ar avyevi da ar mivatove yvelaferi. magram amave dros imatic mesmis, vinc scavlas cyvets, martla rtulia scavla da paralelurad mushaoba...

Anonymous said...

romel kursze xar ?

Toma said...

meoreze.

buddha said...

rogor minda chventanac aseti simkacre iyos ganatlebis sferoshi :(