Aug 15, 2010

მულტინაციონალური ბაზრობა ქალაქის ცენტრში :)

დღესა წავედით სანაპიროზე სასეირნოდ. ტრამვაიდან რომ ჩამოვედით დავინახეთ რომ ქალაქის ერთ ერთ ცენტრალურ მოედანზე დიდი ბაზრობა იყო გამართული. ცნობისმოყვარეობამ წამძლია და წავედით დასათვალიერებლად. ხოდა ახლა გთავაზობთ პაწაწინა ფოტორეპორტაჟს თუ რისი ყიდვა შეიძლებოდა ამ ბაზრობაზე :)

ბაზრობაზე რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის დანია, გერმანია,საფრანგეთი, თურქეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. მოდით დავიწყოთ ბრიტანეთით. მათ წარმოდგენილი ქონდათ ძირითადად ძალიან უგემური ჯემები (დავაგემოვნე ეს ჯემები), ჩაის სერვისი და რაღაც იდიოტური ტკბილეული, ყველა მაღაზიაში რომ იყიდი ისეთი :)

ესეც შტერობა ტკბილეული :D ფასი დაახლობით 3 ევრო 100 გრამზე.
ბრიტანული სტენდიდან გადავინაცვლეთ ფრანგულ სტენდებისაკენ. მათი პეჩენიები არც ისე ძალიან მომეწონა
აი ყველი კიიიიიიიიი, უგემრიელესი იყო :) ფასი დაახლობით 13 ევრო კილოგრამზე.
ფრანგული სტენდებიდან გავწიეთ იტალიური სტენდებისაკენ :)
არ ვიცი მითქვია თუ არა რომ იტალიურ ტკბილეულს ყველაზე დიდ პატივს ვცემ, ამ ხალხმა ნამდვილად იცის თავის საქმე :)
და ესეც შოკოლადისაგან მომზადებული ტკბილეული
იტალიელებისავით გემრიელი ტკბილეული აქვთ თურქებსაც. ძირითადად იყენებდენ თხილეულს.
გარდა ასეთის ავაჭრო სტენდებისა, ბაზრობაზე ბლომად ცოცხალი სტენდები იყო, ანუ მზარეულები ადგილზევე ამზადებდნენ კერძებს :)
აი მაგალითად ესენი ფრანგულ ბლინებს ამზადებენ :)
ესენი კი პაწაწუნა დანიურ ბლიენებს, რომლებსაც შემდგომ შაქარს აყრიან და სიროფს ასხავნ :)
საბოლოო ჯამში კარგი გასეირნება გამოვიდა. ყიდვით არაფერი გვიყიდია, მაგრამ დავაგემოვნე ყველაფერი რისი გასინჯვაც შეიძლებოდა :D :D

5 comments:

Clown said...

მმმ.. ნერწყვი მომადგა :შ

:უსერ: <3

ჩორვენი¹³ said...

tkbileuloba aah vaime ♥♥
me miyvars aseti bazroba gamofenebi risic ar unda iyos igi ♥

nick_el_son said...

კარგია ესეთი რამეები როდესაც ეწყობა :)))
ბევრ ახალს აღმოაჩენ ან დააგემოვნებ საჭმელების პონტში... უბრალოდ ტკბილეულის გარდა რამე ნორმალური საჭმელიც უნდა იყოს, ბიფშტექსები, სენდვიჩები და ა.შ. ეხლა ბაყაყის ბარკლების სოუსის მოხარშვას იქ არავინ ითხოვს :)

ჰო, პახოდუ გლობალიზაციის სულსაც ეზიარები ლოლ :D

Keti said...

ჰო, თურქულ ტკბილეულს აქებენ.
მე კი ბოლო დროს რატომღაც აღარ მიყვარს ტკბილეული, აუღელვებლად ვუვლი გვერდს

ყველს გავსინჯავდი :)

კატიე said...

არ გიყიდია, აბა უფასოდ გაგასინჯეს ყველაფერი? :OOO

ფრანგების ნაწარმი როგორ დაიწუნე, თუ ნამცხვრეული არ ჰქონდათ, ფრანგული კრუასანი და ვანილის ეკლერი ჩემი ფავორიტია ♥

თურქული თხილეულ-ჩირეულ-ტყლაპეულ-ჩურჩხელეულიც განუმეორებელია, იტალიურს სამწუხაროდ ქართულ-გერმანული მარკეტებიდან ვიცნობ მარტო :/

ინგლისელების გემოვნება არ გაიშვა :D

ბელგია-შვეიცარია სად იყო?