Aug 9, 2010

რამ გამაკვირვა ნორეგიაში?!

ფასებმათქო? არა, ფასებს ნამდვილად არ გავუკვირვებივარ, ცეცხლის კიდება რომ იყო ნამდვილად ვიცოდი მაგრამ ასე სიძვირეც თუ იქნებოდა არ მეგონა. მიკვირს ეს ქვეყანა რგორ არ წითლდება სირცხვილისაგან :D :D

თეთრი დათვის ტყავმა გამაკვირვა. ერთ ერთ მაღაზიაში ყიდიდნენ საკმაოდ მაღალ ფასად. დავიჯერო დათვის ტყავის გაყიდვა ლეგალურია?!
ძალიან გამაკვირა ტრანსპორტმა. ერთის მხირვ თანამედროვე ჩქარმა და სპორტულმა მანქანებმა, მაგალითად მსგავსმა პორშეებმა რომლებიც უხვად იყო მთაში,
მეორეს მხრივ კი ამ პატარა და ძველმა მაქნანებმა, ჩემამდე არ დადის ესენი როგორ მოძრაობდნენ, ან პატრონები რას აკეთებდნენ უცაბედად სერვისი თუ დასჭირდებოდათ?!
და ესეც ორი ჩერეპახა :)
კიდე გამაკვირვა აი ამ ცხოველმა. დიახ მეგობრებო ესაა ლამა, რომელიც რაღაც საიდუმლო გზებით ნორვეგიაში აღმოჩნდა, დაწვა მდელოზე და ასე ბედნიერი სახით დაიწო ცოხნა :)
ძალიან გამაკვირვა ურქებო ძრხებმა :) რქებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ სამაგიეროდ ასეთი ლამაზი ქოჩორი აქვთ :D

ამ საგზაო ნიშანს არ გავუკვირვებივარ, გამიკვირდა ის რომ გაფრთხილებისდა მიუხედავად ხარირმები არსად გვინახავს :) ნიშანზე - ”ხარირემთა დიდი საშიშროება”
და კიდე აი ეს პაბი რომ არ დავდო არ შემიძლია. სადღაც მიყრუებულ სოფელში, შერლოკ ჰოლმსის სახელობის პაბი ქონდათ :)

5 comments:

Lord Vader said...

ფასები შეიძლება გასაკვირი არაა, მაგრამ ტურისტისთვის უსიამოვნოა :)

ჰოლმსი კი... რა გასაკვირია. ნორვეგიელები ერთ-ერთი ყველაზე წიგნის მოყვარული ხალხია და კარგი გემოვნება აქვთ ზოგადად.

Clown said...

აუ პირველ სურათზე რა საცოდავად არიან გათხლაშულები :|
...საწყლები :\


ხოდა ლამა რა მაგარია ^_^

კატიე said...

მინდა ისეთი მანქანა :)))

უბრალოდ said...

ai am yvelafris gamo kide ufro miyvars eg qveyana :)

Keti said...

ვერ ვიტან ფიტულებს, ცხოველების ტყავებს და ნატურალურ ქურქს

არ მესმის, რატომ უნდა იყიდო ეს და დააფინო სახლში.