Aug 2, 2010

დაკრძალვებზე რატომ ატარებენ შავებს?!

დღეს ჩემი ქმრის ბებიის დაკრძალვა იყო. ჩვენ მისი ოჯახის წევრები როგორც წესი და რიგია შავებში ჩაცმულები ვიყავით, მანდილოსნები შავი ფეხსაცმლით და ტანსაცმლით, მამაკაცები კი შარვალ-კოსტუმით, შავი ”ჰალსტუხით” და თეთრი პერანგით. ყველაფერ ეს უპრობლემო იქნებოდა და ამ პოსტსაც არ დავწერდი რომ არა 35 გრადუსიანი სიცხე.

ხოდა მთელი დღეა მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობ - ქრისტიანულ სამყაროში საიდან მოდის დაკრძალვებზე შავის ტარების ტრადიცია?! თქვენ თუ გსმენიათ რამე ძალინ გთხოვთ მეც მითხარით.

პ.ს. ბებიას სარკის მონასტრიდან წამოღებული ხატი ჩავატანეთ საფლავში. მას წამოვუღეთ საქართველოდან, გვინდოდა მიგვეცა მაგრამ სამწუხაროდ ცოცხალს ვერ ჩამოვუსწარით. :(

9 comments:

Clown said...

:(

სამგლოვიარო ფერია და იმიტომ :შ

ჩორვენი¹³ said...

ძაძები ჰქვია შავ სამგლოვიარო ტანსაცმელს, გლოვის ნიშნანია შავი ქსოვილი - დროშა ტანსაცმელი, ლენტი

Toma said...

ხოდა რატომ შავი? აი ეგაა კითხვა.

შავი ელეგანტობის ფერიცაა მოდის სამყაროში. არა მარტო გლოვის.

ჩორვენი¹³ said...

გაიხსენე ინი და იანი : )
თეთრი სიკეთეა რომელშიც სიბოროტეცაა ერთი წვეთი შავის სახით და პირიქით : )
რატომ არის რომ ეგ ორი ფერი პალიტრის ორ სხვადასხვა მხარესაა
ორი უკიდურესობა და უბრალოდ შავი არის დამთრგუნველი, უხალისო და ძალიან ბნელი : ) ხოლო რაც არ გვიყვარს ყველაფერი ასეთ ემოციებთანაა კავშირში
მარტივად არ აქვს მაგას მეტად აზრიანი ახსნა : )

vasasi said...

სხვადასხვა ქვეყანაში სამგლოვიარო ფერი სხვადასხვაა..

აღმოსავლეთში სამგლოვიარო ფერი თეთრია, ზოგან წითელი..

კატიე said...

როგორც ჩანს ქრისტიანებს შავი ფერი არ უყვარდათ განსაკუთრებით და თვითგვემის/გლოვის გამოსახატად ეს აირჩიეს.
ინდოელებს ხომ თეთრი აქვთ? მაგრამ იმათ რომ შავი ჩაიცვან, შეიწვებიან მზეზე. მთლად მასეთი თვითგვემაც არ უყვარს ცოცხლად დარჩენილ ჭირისუფალს. საგვემად გარდაცვლილი ბატონების ცოლები და მოსამსახურეებიც ჰყავდათ :))

Keti said...

როგორც ვიცი, ქრისტიანულმა ეკლესიამ შავი ფერის ტანსაცმელი გლოვის ნიშნად V საუკუნიდან შემოიღო. თუმცა, სხვადასხვა ერებს სხვადასხვა ტრადიციები აქვთ.
მაგრამ გლოვას მგონი შავი უფრო შეეფერება, რა ვიცი. მოდურ ტენდენციებს რაც შეეხება, მოდური შავი ფერის სამოსი განსხვავდება გლოვის ნიშნად ჩაცმული შავისგან თუნდაც სტილით, ან აქსესუარების დართვით. ტრაურის შავი გამორჩეულია ხოლმე.. ნუ, საქართველოში, სადაც შავი ასე პოპულარულია, ტრაურისა და მოდისთვის ჩაცმულს მაინც ადვილად გაარჩევ :)

Toma said...

ქეთი ჩვენთან კი განსხვავდება, ანუ როგორც ჩორვენმა თქვა ძაძებია, მაგრამ მაგალითად გუშინ დაკრძლვაზე აბსოლიტურად ჩვეულებრივი შავი ტანსაცმელი ეცვათ. მეც ჩვეულებრივი შარვალი და პერანგი. პერანგი კიდე მართლა მოდური ვიყიდე, სამწუხაროდ სხვა შავი ფერი ვერსად ვიპოვე და დიდი თანხის გადაყრა მომიწია ფერის გამო.

Keti said...

თუმცა ტრადიციას მაინც იცავენ – ფერს და არ მგონია, ეს შეიცვალოს თუნდაც რომელიმე სხვა ფერით..