Aug 11, 2010

About one Cave in Budapest :)

ის რომ უნგრეთში ბევრი კარსტული მღვიმეა მთელი თავისი აღჭურვილობით ვიცოდი, ის რომ ეს კარსტული მღვიმეები ქვეყნის საზღვრებთან მდებარეობდა ეგეც ვიცოდი, მაგრამ თავად ბუდაპეშტში მღივმეთა სისტემა თუ არსებობდა არ ვიცოდი ნამდვილად.

წუხელ საღამოს ასე 20 წლის წინანდელ სურათებს ვათვალიერებდით. რათქმაუნდა ჩემი ყურადღება მაშინათვე მიიქცია ამ სილამაზემ. ჩემი ქმრის მამამ სულ ახლოაო სახლიდანო და თუ გინდა წავიდეთო. ხოდა მეც მეტი რა მინდოდა, მუზეუმებს და გამოფენებს ბუნებრივი გამოფენა მირჩევნია, ხოდა დღეს დილას წავედით კიდევაც.

მოდით დავიწყოთ რუქით. ქვემოთ სურათზე მოცემულია მღვიმეთა სისტემა. ფერების მიხედვით მიხვდებით რომელ წლებში რომელი მღვიმეები იქნა აღმოჩენილი.
როგორც ექსკურსიამძღილმა გვითხრა, ეს მღვინე 18 კილომეტრი იყო, მაგრამ მხოლოდ 500 მეტრი იყო ტურისტებისათვის ადაპტირებული, დანარჩენ ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელი ყოფილა მოძრაობა. მღვიმე სამ დონიანი იყო, და დაახლობით 100 მეტრი იყო სხვაობა უმაღლეს და უდაბლეს წერტილს შორის. მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა 10 გრადუსს წარმოადგენს, ტენიანობა კი თითქმის 90%. ეს კი იდეალური ადგილია მათთვის ვისაც ასთმა აწუხებს.
ასევე ექსკურსიამძღოლმა გვითრა რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამ მღვიმეებს ბევრი ადამიანი აფარებდა თავს, როგორც უნგრელები ასევე რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.
ადრე ამ ადგილებში თერმული წყლები ყოფილა, და მღვიმის ხასიათი ფაქტიურად ამ წყლების ქიმიური ხასიათისაგან არის ჩამოყალიბებული.
ამჟამად თბილი თერმული წყლები აღარაა, მაგრამ პაწაწუნა ტბორები მაინც იყო ორ ადგილას. ეს ტბორები ნახეთ ზემოთ და ქვემოთ სურათებზე.

მღვიმეში სხვადასხვა ფერის მინერალები იყო, გიდმა თქვა რომ ზოგი მათგანი კვარცს შეიცავს, ზოგი რკინას და ა.შ. ვნახე ძალიან ბევრი პატარა მთის კრისტალი, ცთუნებამაც წამძლია ერთი მომეტეხა მაგრამ მერე სინდისმა შემაწუხა და გადავიფიქრე :D

ბუნებისაგან შექმნილი ”ორღანი” :)
ეს პრიალა ზედაპირი ძალიან მომეწონა და სურათიც ამიტომ გადავიღე :)
ესეც უნგრული ჩურჩხელები :)
რა არის ამ პოსტის მიზანი? მხოლოდ ერთი, თუ ბუდაპეშტში მოხვდებით ცნობილი ადგილების - პარლამენთის, მარგრიტის კუნძულის, მეთევზის ბასტიონის და ა.შ. გარდა, აუცილებლად, აი აუცილებლად მოინახულეთ ეს მღვიმეები. დამიჯრეთ ძალიან ისიამოვნებთ და ფრიად გაკვირვებულები დარჩებით თუ რა შეიძლება იმალებოდეს დიდი ქალაქის გულში :)

7 comments:

ჩორვენი¹³ said...

engreti mgvimeebi chven cimdeni gvaqvs rom ravic :D me nanaxi rac maqvs aris cyaltuboshi sofel yumistavshi : ) mgvime saxelad melouri

nu au ulamaze da udidesi tavisi sifnebita da shavi darbazebit, stalaqtitebit da stalagmitebit da ravic kidev ramdeni ramit daje mgvimis sokoebit :D mokled shen aq ramdenia sanaxavi ar ici ara tu budapeshtshi )))

Toma said...

მაგ მღვიმის შესახებ არც კი გამიგია. სათაფლიაში და ნავენახარში კი ვყოფილვარ.

ამ მღვიმის ყველაზე დიდი ხიბლი ისაა რომ ქალაქი ცენტრშია და არ გჭირდება შორს წასვლა.

ასევე უნგრეთში მდებაორეობს ევროპაში მეორე სიდიდით ტექტონიკური მღვიმე, მაგრამ 300 კმ ია ბუდაპეშტიდან და არ ვყოფილვართ.

ჩვენთან ბევრი რამეა სანახავი, მაგრამ სულ ვწერ და კიდევ დავწერ რომ არ გვაქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა რომ წავიდეთ და დავათვალიეროთ.

Toma said...

მელოურზე წერენ რომ გამოცდილი ხალხისთვისაა. მე გავრისკავდი მაგალითად მაგრამ ჩემი ქმარი არ წამომყვებოდა.

Clown said...

ლამაზია ^_^

ჩორვენი¹³ said...

melourishi nebismiers sheuzlia chasvla magram gamyolit : ) ubralod isaa rom 16 saati xar qvemot tavidan bolomde sveli da gatixuli magram namdvilad girs mag yvelafris naxva : )
ulamazesi sifonebi da mgvimis bolos topkze gasazromi napralit : ) mokled umagresia dakidev cyaltuboshi aris turistuli mgvimec sadac asfaltia da ganatebebi da chadixar gaiserineb da ukanve mshralad brundebi :D

ჩორვენი¹³ said...

ar unda infrastruqturas ganvitareba naxva gindodes da ... : )

Toma said...

ჩორვენი¹³ - ვერ დაგეთანხმები. გამყოლსაც ცოდნა უნდა. ასე მისვლით აბა ვის გცალიათ გამომევითთქო ვერ გავყვები ვინმეს.