საქართველოში იმიტომ არ მიყვარს ჩასვლა რომ მერე გული მიკვდება წამოსვლისას, მიუხედავად იმისა რომ ვიცი მანდ ჩემი ადგილი არაა.
დღეს ჩამოვედით სახლში, ჩემებმა გამომაცილეს. ასე მგონია რომ მხოლოდ საქართველოშია მგზავრზე მეტი გამცილებელი აეროპორტში :) გაგეღიმება ადამიანს :). ძნელია საკუთარი ნათესავების დატოვება, მაგრამ არ დატოვება უფრო კიდევ ძნელია და საერთოდ სიგიჟეა!
5 comments:
ბედნიერი ერთი რამით ვარ, რომ ჩამოვედი და ბოლო ტესტის შედეგი დამხვდა გული ამიფრთხიალდა :)
გილოცავ ^_^
მე ჯერ არ გამომიცდია ეს გრძნობა...:)
მესმის შენი.. უფრო, შენი გამცილებლების – მათ როლში ვყოფილვარ და სევდიანი ამბავია :)
Post a Comment