Jul 28, 2010

Geiranger - სილამაზე სუნთქვის შეკვრამდე.

წინა პოსტში დავდე რამოდენიმე სურათი ერთი პაწაწუნა სოფლისა, რომელსაც ჰქვია Geiranger და ნორვეგიაში მდებარეობს. ადგილის მთელი ღირებულება არის ხელშეუხლებელი ბუნება, რომლის სილამაზესაც ადამიანის დამუნჯება შეუძლია. ეს არის წყლის, მთის და კლდის ნაზავი, რომელიც ქმნის სრულ ჰარმონიას და რომელიც აფიქრებინებს ადამიანს რომ ჰარმონია ნამდვილად არსებობს.

სოფელში სულ 250 ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანი ტურიზმითაა დაკავებული. ტურისტები კი ზამთარ ზაფხულ სულ ჩადიან. ზაფხულში ხასხასა სიმწვანის სანახავდ და ზამთარში თეთრი ლანდშაფტით დასატკბობად. აქ მოხვედრა შესალებელია გემებით - ოსლოდან სამდღიანი ტურია, ასევე მანქანით. გემი უკეთესია ალბათ მაგრამ იმდენად ძვირია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი ეგრევე მანქანას ამჯობინებ, თან ხომ წარმოგიდგენიათ რა პეიზაჟია მანქანის ფანჯრებიდან.

რას სთავაზობს გეირანგერი დამსვენებელს? ძალიან ბევრ რამეს, ველოტურებს, კაიაკს, სასიარუო ტურებს, ასევე ტურებს სხვადასხვა ფერმების მოსანახულებლად, სათევზაო ტურებს. ღამის კლუბები როგორც ვიცი არ არის, ან რატომ უნდა იყოს, ადამიანები ვინც ამ პატარა სოფელს სტუმრობენ სიმშივდეს და ბუნებასთან ჰარმოანიას ეძებენ.



4 comments:

Clown said...

რა მაგარია ^_^

უბრალოდ said...

მივხვდი რომ ნორვეგია იქნებოდა :*
ლამაზია ძალიან
იოტუნჰაიმენს გავს, ახლოს ხომ არაა?

ჩორვენი¹³ said...

uaah!! ara ra me unda vnaxo skandinavia mtliaad ♥

magram am cels svanets davjerdebi ^_^

Keti said...

პირველადი სახით შენარჩუნებული ბუნება უკვე ისე იშვიათი ხდება, რომ..

ველი ფოტოებს! კარგ დასვენებას გისურვებ :)