Jul 29, 2010

Geiranger I - გზა და სასტუმრო :)

მინდა დავიწყო პოსტების წერა გეირანგერისა და მიმდებარე ტერიტორიის შესახებ, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო. ამიტომ ალბათ საუკეთესო იქნება თუ სულ თავიდან მგზავრობიდან დავიწყებ.

გზაზე ერთ -ერთი კაფე

რადგანაც ადგილზე ჩასვლა ექვს საათამდე გვსურდა ამიტომ სახლიდან გასვლა დილის 3-4 საათს შორის გადავწყვიტეთ. ასეც მოვიქეცით, ჩავალაგეთ ბარგი, კარი დავკეტეთ და შევუდექით გზასა. გაგვიმართლა და გზაში არც უწვიმია და ამინდიც მშვენიერი იყო +16 გრადუსი.

მანქანიდან გადაღებული ფოტო :)

გზაზე არ ვიცი რა დავწერო, სიმართლე რომ გითხრათ საკმაოდ უღიმღამო და უინტერესო გზაა აქედან ოსლომდე და შემდეგ 250 კილომეტრი. ნორვეგიაში გზების მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან დამღლელი იყო, ჭიანჭველსავით მოძრაობა როცა ისეთ ადგილზე მივდიოდით როგორც გეირანგერია.

ასეთი დასასვენებელი ადგილზები ძალიან ბევრია როგორც ნორვეგიაში ასევე შვედეთში. თუ მძღოლი გრძნობს რომ ეძინება შეუძლია გააჩეროს და დაიძინოს :ჵ
მივდივართ და მე ვზივარ ეკლებზე, ველოდები როდის გამოჩნდებიან მთები, ნამდვილი მთები თორემ პაწაწუნა გორაკები ყველგან იყო. ხოდა სადგაც 650 კილომეტრი რომ გვქონდა გავლილი, შევნიშნე დიიიდიი, თეთრთავიანი ბუმბერაზები :)

ხოდა გამოჩნდნენ მეთები და მეც გამოვფხიზლდი (არ მითქვამს ხომ რომ მანამდე მთელი გზა მეყვინთებოდა :D ) ახლა უკვე არ ვიცოდი რისთვის მეყურებინდა და ჩვენ სასტუმროში მისვლა, რომელიც მთის ძირში მდებარეობდა სულაც არ მინდოდა :ჵ. ან რატომ მოგინდებოდა ასეთი სილამაზის დატოვება?!
ბოლოს მივხვდით რომ უკვე გვიანდებოდა, და შევიდექით გზას. გზა კი დაახლოებით იგივე ვარიანტია რაც რიკოთის უღელტეხილი, ოღონდ კიდევ უფრო ვიწრო, ორი მანქანა რომ ძლივს უვლის ერთმანეთს გვერდს . 12 საათიანი და 780 კილომეტრიანი გზის ბოლო აი ეს სასტუმრო იყო - Grand Fjord Hotel - გაღმა ნაპირიდან.

სასტუმრო ჩვეულებრივი ოთახების გარდა, დასვენებელს სთავაზობდა დასვენებას კარვებში, პატარა სახულკებში და მანქანა სახლებში. ეს უკანასკნელნი ძალიან ბევრი იყო, ფაქტიურად ოჯახებისათვის ძალიან მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა :)

ესეც სასტუმრო ახლოდან.
სასტუმრო პორტიდან 2 კილომენტრში მდებარეობდა, გვერდით ძალიან ხმაურიანი და მხიარული ჩანჩქერი ქონდა. სამწუხაროდ გარე გარე იმდენი ვიბოდიალეთ რომ წამოსვლის წინა დღეს აღმოვაჩინე რომ თუ მოვინდომებდით ჩანჩქერზე ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ არაუშავს, იმდენი ჩანჩქერები ვნახეთ ამ ერთის არნახვას გადავიტან როგორმე :)

6 comments:

Deepak Acharya said...

beautiful ! beautiful !

Toma said...

Deepak - this is just a beginning :P :P

ჩორვენი¹³ said...

vaime me gavgijdi pirvel kafeze romelsac saxuravze balaxi amosdis!!

♥♥♥♥ vai ra magariaa

Keti said...

თბილისშიც გვქვს ასეთი საცხოვრებელი სახლი, რომლის სახურავზეც ბალახი ბიბინებს :))


ლამაზი ადგილია, ტბა მომეწონა :)

Toma said...

ბალახიანი სახურავი ძალიან ტრადიციული რამაა სკანდინავიაში. როგორც წესი ფერმებს ქონდათ(აქვთ) ასეთი სახურავები და თხები და ცხვრები ასრულებდნენ ბალახისმჭრელის ფუნქციას. ახლა ბევრს არ ყავს თხა და თავად ჭრიან ხოლმე :D

Keti said...

:))))

თბილისში ერთ ძველ სახლზე ვნახე, სოლოლაკში, ბუნებრივად ამოსული..