Jul 30, 2010

Geiranager II - the village :)

წინა პოსტში Geiranger I გზა და სასტუმრო ვწერდი თუ როგორ ჩავედით ამ მშვენიერ ადგილას. ახლა კი მინდა დავწერო თავად სოფელზე. როგორც ველოდით სოფელი ძალიან პატარაა, მაგრამ სავსეა ტურისტებით. ტურისტები კი ყველა შესაძლო საშუალებით მოდიან - მანქანებით, გემებით, შვეულმფრენებით, ველოსიპეტებით, მოტოციკლეტებით და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის ქაოსს, მოწესრიგებულ ქაოსს.

მოდით დავიწყებ ტრანსპორტით. მაგალითად ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში პორტში შემოვიდა აი ეს უზარმაზარი გემი, არც მეტი არც ნაკლები 3200 მგზავრით.
მგზავრები ნავებით გადმოვიდნენ სანაპიროზე და პაწაწუნა სოფელი უცებ ”მეგაპოლისი” გახდა. ადგილი გაივსო სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებით, ეს არის ერთ ერთი რაც მიყვარს სამოგზაუროდ რომ მივდივარ.

ჩვეულებრივი მანქანების და ავტობუსების გარდა, აი ასეთი სახლუკები გადაადგილების ძალიან პოპულარული საშუალებაა. მსგავსი მანქანებს აქვთ ყველაფერი რაც ჩვეულებრივ სახლში მდებარეობს. სრულიად აღწურვილი სამზარეულო და აბაზანა ტუალეტი, საძინებელი და სასადილო ოთახი, გათბობა და ცხელი წყალი. ქვემოთ სურათზე აღბეჭდილი მანქანა სახლი ძალიან დიდი იყო ჩვეულებრივებთან შედარებით, და ამიტომაც გადავუღე სურათი :)


თავად სოფელში, არქიტექტტურული თვასაზრისით დიდი ვერაფერი შენობებია. ამიტომ სურათები ბევრი არ გადამიღია. ქვემოთ სურათზე ავღბეჭდე ერთი პატარა ქუჩა რომელიც პორტთან მდებარეობს და რომელზეც მხოლოდ სუვენირის მაღაზიებია განლაგებული.
მაღაზიებში ძირითადად ტრადიცულ ნივთებს ყიდიან, ბევრი მათგანი ფურ/ხარ ირემის მოტივებზეა :)
პორტში მდებარეობს ძალიან დიდი ტროლის ქანდაკება. ამ საქყალ ტროლს ყველა ზედ აჯდება, ბავშვიან, დიდიან, ძაღლიან, კატიან ფრინველებიანად :D

იმისათვის რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ თუ სად მდებარეობს სოფელი გეირანგერი და რამხელაა ის გთავაზობთ აი ამ სურათს. ძალიან კარგი ხარისხით ვერ დაიკვეხნის მაგრამ მაინც შეამჩნევთ პაწაწუნა სოფელს ყურეში. - აიიი ეგაა გეირანგერი.


იცით რა მომეწონა ძალიან? ის რომ ხალხი მოგზაურობს ძლიან პატარა ბავშვებთან და ძაღლებთან ერთად, რომ ოჯახებით დასვენებისათვის სოფელშიც კი ყველანაირ პორობებია შექმნილი.

6 comments:

ჩორვენი¹³ said...

au ra zgapruli adgilia :D
albat egetia saltkrokac ♥♥

iex

Keti said...

ლამაზი ბუნება საქართველოშიც გვაქვს, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ გვივარგა. მოძრავი სახლები კი მგონი ჩვენში საერთოდ არ არსებობს. არადა კარგი რამეა ზაფხულის მოგზაურობებისთვის..

ყველაზე მეტად გემმა გამაოცა – ამ მთიან ადგილზე. ძალიან მიზიდავს დიდი გემები, ძალიან ლამაზია!

ნინ გოგ said...

რა ზღაპარია! ჩორვენ, მგონი სალტკროკა ასეთი მთიანი არ არის და უფრო გაშლილია... თამუნა, გთხოვ, თუ არ გაქვს წაკითხული, წაიკითხე რა!

clown said...

ტროლი რა კაციაა :D :D


რა ლამაზი ბუნებაა :შ ^_^

all about me said...

lamazia

Toma said...

ჩორვენი¹³ - egeni arqipelagoze arian. es kide fjordia. sruliad sxvadasxva geografiul elementrebtan gvaqvs saqme.

tumca arqipelagsac tavisi silamaze aqvs. sxvanairi silamaze.