ამ პოსტში ვწერ ძაღლივით ერთგულ ძაღლებზე, რომლებიც მხოლოდ კარგ პატრონს ეძებენ, რომლებისთვისაც მხოლოდ სიყვარული და მეგობრობაა მნიშვნელოვანი, სანაცვლოდ კი უპირობო ერთგულებას და სიყვარულს იძლევიან.
ძაღლების შერჩევა შეგიძლიათ მისამართზე - ძაღლების თავშესაფარი
1. ულამაზესი და იშვიათი ავღანური ტერიერი, 4 წლისაა :)

2. მეტისი ბადრი, ერთი წლის :) ჯანმრთელი და ვაქცინირებული ძაღლი, რომელიც მკვლელ მანქანას გადაურჩა.
3. ულამაზესი კურცხაარი, ორი წლის.
4. ორი წლის ნახევრად პიტი - მაქსი. პატრონმა ვერარ მოუვარა და მიატოვა.

შეგახსენებთ რომ თავშესაფრის ძაღლის წაყვანის შემთხვევაში თავშესაფრის კინოლოგი უფასოდ გაგიწვრთნით მას და შეეძლება ელემენტარული ბრძანებების შესრულება: დაჯექი, ადექი, დაწექი, გვერდით სიარული და ა.შ ამის გარდა შეგიძლიათ შეუკვეთოთ დამატებითი წვრთნა, რაც უკვე ფასიანია: სხვისი ხელიდან საჭმლის არ აღება, პატრონის და ოჯახის წევრების დაცვა, ბინის დაცვა, ბოროტქმოქმედის დაკავება.
ასევე შესაძლებელია თქვენი პირადი ძაღლის გაწვრთნა - 899 38 87 04 ხვიჩა ხარაზიშვილი.
თავშესაფრის მისამართია -
მისამართი: ქ, თბილისი. გივი სვანიძის 30
ტელ: +995 58 599927 თემური მამოევი (თავშესაფრის დირექტორი)
3 comments:
ძაღლი ბავშობის მერე არ მყოლია, ხომ არ მეფიქრა ნეტა:)
kiii, ki ifiqre raaaa :)
პირველი რა საყვარელია ^_^
Post a Comment