Jul 7, 2010

აღებ მიცემობა ქართულ რეალობაში

აღებ მოცემობა ახალი ხილი არაა ქართული რეალობისათვის. შვილის სასწავლებელში მოწყობიდან დაწყებული, სამუშაოს შოვნით დამთავრებული ვისაც კი ნაცნობი ყავდა ცდილობდა საქმის მოგვარებას გარკეული პატიისცემის სანაცვლოდ. პატივისცემაც სხვადასხვა იყო იქიდან გამომდინარე თუ მერამდენე პირით კეთდებოდა საქმე. ეს ყველამ ვიცით და არაა ახალი ხილი ან რაიმე შოკის მომგვრელი ინფორმაცია ჩვენთვის. მაშ რა მოხდა თამაზ ელიზბარაშვილის შემთვევაში? რატომ ამოუქექეს ამ კაცს იმ მოქრთამვის ფაქტები რომლებიც მოხდა 7-9 წლის წინ?

რატომ იჭერენ ადამიანს რომელმაც გადაიხადა გარკვეული თანხა და არა იმას ვინც ეს თანხა აიღო? ვინც ნამდვილად გააყალბა საბუთები და გააკეთა რაღაც საქმე? გარდა ამისა როგორც აღმოჩნდა ადამიანები ვინც თანხა აიღეს გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, ადამიანები თამზიც მათ შორის ვინც ეს თანხა გადაიხად კი წინასწარ საპატიმროში დატოვეს. სადმე ლოგიკას ხედავთ?

მომკლით და მგონია რომ ძაღლის თავი სულ სხვაგანაა ჩამარხული. როგორც ამბობენ თამაზ ელიზბარაშვლი სიგარეტების ერთ ერთი მსხივილი დისტრიბიუტორი ყოფილა საქართელოში, ხოდა ასეთი პირი უჩანს რომ მისი ბიძნესის ხელში ჩაგდება უნდათ სინამდვილეში, ამ ადამიანის თავიდან მოშორება.

3 comments:

clown said...

საქართველოა :)
ბიუროკრატიით გაჟღენთილი ქვეყანა :|

ჩემი აზრით მარტო აქ არ ხდება ესეთები :შ

Keti said...

:(
მეც ეგ მგონია მიზეზი. გუშინ რომ წავიკითხე ფირმის დასახელება, ეჭვი გამიჩნდა. რა სამწუხაროა. ადამიანებს, რომლებიც რაღაც სასიკეთოს აკეთებენ, რომლებსაც თავიანთი შემოსავალი ქველმოქმედებისთვის არ ენანებათ, ასე ვკარგავთ...

Lalena said...

:((( მასე მთელი საქართველო დასაჭერი ყოფილა, რაც ქრთამით სამსახურებში ხალხი ეწყობა არ ვიცი არ ვიცი