Jul 7, 2010

გთხოვთ გავავრცელოთ ინფორმაცია

ძვირფასო ადამიანებო ახლა, როგორც არასდროს საჭიროა გვერდით დავუდგეთ ძაღლების თავშესაფარს. ვიცი რა უმრავლესობის მატერილური მდგომარეობა ვერ გთხოვთ მატერიალურ დახმარებას, ერთადერდი რასაც გთხოვთ არის გაავრცელოთ ინფორმაცია თავშესაფარის შესახებ. როგორმე თავშესაფარში მყოფი ძაღლები კარგ ხელში უდნა მოხვდნენ რომ ფინანსურად არ შევიდეს ჩიხში ეს კარგი თავშესაფარი.

ძაღლების თავშესაფარის ვებ გვერდია http://www.doghome.ge/
მისამართი მისამართი: ქ, თბილისი. გივი სვანიძის 30

შეგახსენებთ რომ ძაღლების აყვანა არის უფასო და ერთადერთი მოთხოვნა არის ძაღლების სიყვარული.

ასე მგონია რომ რაიონებში უფრო ენდომებათ ძაღლები და გთხოვთ გაიკითხ-გამოიკითხეთ.




4 comments:

clown said...

გავავრცელე :შ

მაგ საიტზე ვათვალიერებ ხოლმე ძაღლებს, მაგრამ ვინ შემომაყვანინებს სახლში :შ

Toma said...

ძნელია ძაღლის ყოლა როცა საკუთარი ბინა არ გაქვს, მეც მასე ვიყავი და ახლაც ვარ, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს ძაღლების სიყვარულში ხო? :)

შეიძლება ძაღლი არ ავიყვანოთ მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვილძლია :)

clown said...

ძაღლების სიყვარულში ხელს ნამდვილად არ გვიშლის ^_^

მარი said...

დიდი ხანია მაგ ინფორმაციას ვავრცელებ ძაღლების მოყვარულ ნაცნობებში. მე თვითონ ვერ ავიყვან, არ შემაყვანინებენ სახლში.