Jul 12, 2010

მთაში მოქცევის წესები :)

ეს რამოდენიმე წესი, მინიშნება თუ რაც გინდა ის დაარქვით დღეს ერთი დოკუმენტში ვიპოვე :) რა დოკუმენტია და სად მივდივარ საიდუმლოდ დარჩება მანამ სანამ წავალ და შევეცდები ჩემი მკითხველისათვის სიურპრიზი გავაკეთო ფოტოების დაპოსტვით თუ ვაიფაი იყო საცხოვრებელში :)

ახლა კი წესები :

1. ყოველთვის უთხარით ვინმეს თუ სად მიდიხართ;
2. გზა რომელიც აირჩიეთ, შეიძლება იყოს სარისკო;
3.ყურადღებით იყავით მდინარისა და ხრამების ნაპირებზე სიარულისას;
4. ატარეთ გამძლე ფეხსაცმელი;
5.გამოიყენეთ ჯანსაღი აზრი მთაში სიარულისას . არ დაყაროთ ნაგავი;
6.არასდროს წახვიდე მარტო!
7.დატოვე კარიბჭეები დახურული და არასდროს შეაწუხოთ სამწყემსოზე მყოფი ცხოველები;
8. იყავით ფრთხილნი ცეცხლის ანთებბისას. აკრძლულია 15.04 - 15.09;
9.თევზაობა შეიძლება მხოლოდ სპეციალური ნებართვით;
10. არ შეიძლება ძაღლის ტარება საბელის გარეშე.

მოკლეთ, როგორმე უნდა ვისწავლო ეს მხიარული წესები, თუმცა ამ ყველაფერს ისედაც მივსდევ სადაც არ უნდა ვიყო :) ნუ ძაღლი არ მყავს და ცეცხლსაც არ ვანთებ, შესაბამისად 8 და10 წესები ჩვენზე არ ვრცელდება :)

4 comments:

clown said...

სადმე მთაში რა დიდი სიამოვნებით წავიდოდი :შ

Toma said...

მეცა :) მაგრამ ზღვაზე მინდა სული მეხთება ისე :)
ამ წელს ჯერ ერთხელაც კი არ მიცურავია :(

clown said...

ზღვაზე ძალიან მაგარი იყო ^_^ სასტიკად კარგათ დავისვენე ^_^


ეხლა მთაში მაგარი იქნება, ეგრილება ან ეციება ^_^ <3

Lalena said...

წესებზე გამახსენდა, დიდი სიამოვნებით დავისვენებდი მთაში, მგონი მთაში დასვენება მირჩევნია ზღვაზე დასვენებას... თან მთაში მდინარე ან ტბა თუ იქნება გასაგრილებლად სულ უკეთესი :)))