Jul 26, 2010

კეცზე შემწვარი სოკო

კეცზე შემწვარი სოკო სულ სხვა რამეა, სულ სხვა! მომზადება უადვილესი, გემო სასწაული, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რაც მთავარია კალორიების ბომბა არაა.

ხოდა მოდით მოვამზადოთ :) წინასწარ გეუბნევით რომ ეს არ არის ტრადიციული რეცეპტი, ისეთი როგირის ჭამასაც რესტორნებში ვართ მიჩვეული, სოკოს სატენი ჩემი მოფიქრებული და გასინჯულია.

მაშასადამე გვჭირდება ქამა სოკო, ერთ კაცზე ასე 3-4 გათვალეთ. გავასუფთავებთ სოკოს და მოვაცლით ფეხს. სატენად კი გვჭირდება შებოლილი სულგუნი 150 გრამი, ჩვეულებრივი ჭყლინტი ყველი 150 გრამი, ბოსტნეულიდან - 150 გრამი პაპრიკა, და ერთი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი. ყველს გახეხავთ და დაამატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს.

ჩართავთ ღუმელს 250 გრადუსზე,გაახურებთ კეცს ან ტაფას, დააწყობთ სოკოებს და შედგავთ ღუმელში მხოლოდ 10 წუთით. კერძს ძალიან უხდება თავზე ცხელ გადამდნარ ყველს თუ მოასხავთ :)



გემრიელად მიირთვით :)

5 comments:

all about me said...

mmmmmm... gemrieli iqneba, me FETA ti vaketeb marto

Gigoli said...

აუ რა ჯიგარი პოსტია!!!
გემრიელი საჭმელი ჩემი სუსტი წერტილია. (აღნაგობაზე მაინდამაინც არ მეტყობა :)) მიმზიდველად გამოიყურება.

clown said...

მმმმმ.... <3

Anonymous said...

ტომუშკუნია მომენატრე შენი რეცეპტებიანად

likka said...

მართლაც უგემრიელესია კეცზე შემწვარი ქამა სოკო და ძირითადად თუ აქ ვიხედები რეცეპტების გამოა :), მაგრამ:

გეუბნევით არა - გეუბნებით
ჭყლინტი არა - ჭყინტი

იმედია არ მიწყენთ, უბრალოდ ხანდახან ვკითხულობ თქვენს ბლოგს და სულ მერიდება ასეთ შეცდომებზე მითითება, მაგრამ იმედია ამჯერად საწყნად არ მიიღებთ :)