Jul 23, 2010

ვალდებულება და პროტესტი

ყოველთვის როცა ვიცი რომ ვალდებული ვარ რაღაც გავაკეთო, მოვიქცე და ა.შ. საშინელი პროტესტის გრძმობა მიჩნდება, იმდენად საშინელი რომ დესტრუქციული და ძალიან აგრესიული აზრები მომდის თავში.

არადა როგორია, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ვალდებულებებით. ვალდებული ხარ ინახულო ესა თუ ის ადამიანი, ვალდებული ხარ უფროს ”თქვენობით” ესაუბრო (რა ბედნიერებაა, სკანდინავიაში ”შენობითი” პოლიტიკაა, და თავად მეფესაც კი შენობით შეგიძლია მიმართო) ვალდებული ხარ დაკრძალვაზე შავი ჩაიცვა, ვალდებული ხარ არ აყვირდე მაშინ როცა ამ ვალდებულებებს ძალიან აპროტესტებ.

კოშმარ, ვერ გამოვედი თინეიჯერობის ასაკიდან. ყველაზე კარგი ჩემთვის ალბათ ის იქნება ანტარქტიდაზე გადავსახლდე, ჩემი თავის და ოჯახის გარდა არანაირი ვალდებულებები არ მექნებოდა.

4 comments:

Clown said...

ძნელია ვალდებულებები, მაგრამ ყოველთვის ზედ გვაქვს აკრული :|

ლიშთოთა said...

მთავარია გვახსოვდეს, რომ არ არის საჭირო, ყველაფერი დავივალდებულოთ. მარტივი მაგალითი: პანაშვიდ-გასვენებებზე არ დავდივარ, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა.

ნინო ჭ said...

ოოოხ! ჩამოხვალ აქ და მერე დაგელაპარაკები მაგ სისულელეებზე!

Keti said...

მეც პროტესტის გრძნობა მიჩნდება ხოლმე. ის კი არა, რაღაცის გაკეთება შეიძლება მინდოდეს, მაგრამ დამასწრონ – დამავალდებულონ და ჩემი სურვილიც სადღაც გაქრეს.

მაგრამ გვიწევს ბევრი რამის გათვალისწინება...