Jul 17, 2010

მითხარი ვის გვერდით დგახარ და გეტყვი ვინ ხარ შენ

თუ ვიხემძღვანელებთ პრინციპით ”მითხარი ვის გვერდით დგახარ და გეტყვი ვინ ხარ შენ” ხანდახან ძალიან, ძალიან დიდი შეცდომამდე შეიძლება მივიდეთ.

ეს პოსტი ორ ძაღლს ბულტერიერსა და პიტბულტერიერს ეხება. სანამ კითხვას გააგრძელებთ, გთხოვთ გაიხსენოთ ყველაფერი რომელიც ძაღლების ამ ორ ჯიშთან ასოცირდება. დარწმუნებული ვარ გსმენიათ უმარავი ისტორია თუ როგორი სისხლისმსმელი ჯიშები არიან პიტბლტერიერი და ბულტერიერი, როგორ ეკეტებთ ჭკუა და ვერ საზღვრავენ პატონს და ა.შ. მოკლეთ უმარავი ცუდი რამ რაც კი შეიძლება ძაღლს მიაწერო. სინამდვილეში კი რა ხდება?



კი, თავიდან ორივე ჯიში ბულტერიერიც და პიტბულტერიერიც საჩხუბრად გამოიყენებოდნენ. გაგეგებათ ალბათ და ჩვენთანაც ხშირია ძაღლების ჩხუბი, აი სწოოორედ ამისთვის იყენებდნენ ამ ძაღლებს, როგორც უშიშრებს და თავგანწირულებს. მაგრამ ბოლო 50 წლის განმავლობაში პიტბულტერიერი და ბულტერიერი საგრძნობლად დაშორდნენ ერთმანეთს. თუ პიტბულტერიერი ისევ ინარჩუნებს თავის რეპუტაციას, ბულტერიერი პირიქით ზარალდება მისი ”მოძმის” ცუდი რეპუტაციისაგან რადგან ხალხს ეს ორი ჯიში ერთმანეთში ერევათ.



ხასიათი - ის რაც დღეს სახეზე გვაქვს ბულტერიერის სახით არის უზომოდ ერთგული, კლოუნის მაგვარი ძაღლი რომელიც მხიარულია და თავდადებულია პატრონისა და ოჯახის მიმართ. ძაღლები შესანიშნავნი არიან ბავშვებთან და ყველასთან ვისაც აქტიური ცხოვრების წესი აქვს. კი, მათი წვრთნა საკმაოდ ძნელია, მაგრამ პარტონი რომელსაც ქვს კარგი ნებისყოფა და უყვარს თავისი ცხოველი ამას არაფრად ჩათვლის :) ფიზიკურად ძაღლები არიან ძალიან კუნთიანები და ძლიერნი, კვერცხისმაგვარი თავით და არის ბულდოგისა და ტერიერის ნაჯვარი.

და ბოლოს გახსოვდეთ რომ თითოეულ ძაღლს ისეთივე უნიკალური ხასიათი აქვს როგორც ადამიანს :) მიუხედავად იმისა თუ რა ისტორია აქვს ძაღლს ჯიშში, ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი მისგან ერთგულ და მოსიყვარულე მეგობარს გამოზრდის, აგრესიული პატრონი კი მებრძოლსა და კაციჭამიას.

6 comments:

Ladybird said...

getanxmebi tomushka, dzalian sayvareli da tvinieri da, rac mtavaria, dzalian mxiarulebi arian. chems or megobars yavs bullterrierebi (tekila da popi) da mitoveben xolme mosavlelad, roca mat ar scaliat. tavidan mec megona, rom agresiulebi iknebodnen, albat imitom, rom es ertgvari klishea, magram ise shemayvares tavi orivem, sul sxva xasiati machvenes, vidre movelodi.dzalian mosiyvaruleebi arian. xolo chemma usayvarlesma jishma, koker spanielma, imis gamo rom dzalian uzrdeli agmochnda, kbilic ki gamkra tamash-tamashshi da chemi xorcic daagemovna ;)

Toma said...

Ladybird - როგორ მიხარია რომ გამომეხმაურე და დაწერე ამ მშვენიერ ძაღლზე.

ამბობენ რომ რიჟიკები არიანო და რას ფიქრობ? მართლა რიჟიკებივით არიან შენი ნაცნობის ძაღლები?

Ladybird said...

ტომუშკა,

იცი როგორები არიან, აი სულ რომ ადამიანთან სიახლოვე უნდათ. მარტო სახლში დატოვება შეგეცოდება ისეთი თვალებით გიყურებენ, როცა სახლიდან გადიხარ. საერთოდ ხო ყველა ჯიშის ძაღლი მოსიყვარულეა, მაგრამ აი ესენი რაღაც განსაკუთრებულად. სულ კალთაში მისხდებიან და თამაშს ითხოვენ. ამავე დროს, ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. მთელი ჩემი ბინა შეისწავლეს ბოლო მილიმეტრამდე :D და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ძალიან დამჯერეები არიან. ალბათ აღზრდაზეცაა დამოკიდებული, ამათ ორივე სკოლაში დაყავდათ 1 წელი.

Toma said...

Ladybird - მავნეები თუ იყვენენ? მაგალითად დაღრნეს რამე ანდა დახიეს.

მოსიყვარულეები რომ არიან მეც გამიგია. სულ სითბო უნდათო :*
არადა რომ შეხედავ რა გროზნი ვიდი აქვთ მაგ სულელებს :*

Keti said...

ჰო, ისე გამოიყურებიან... გარეგნულად არ მომწონს ეს ძაღლი, არადა რა რბილი ხასიათი ჰქონია :)

Ladybird said...

tomushka,
saertod araferi gaufuchebiat, dzalian chkvianebi arian. ar exebian sxva arafers, adamiantan siaxlove undat mxolod.