Jul 16, 2010

ატმის ქადა :)

არსებობს კი ადამიანი, რომელსაც ყავს ან ყავდა ბებო და ქადებს არ აცხობდა?! შტერული და რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ ასე მგონია რომ ბებოები რომლებიც ქადებს არ უცხობენ შვილიშვილებს არ არსებობენ :) მეც დღეს რაღაცნაირად ნოსტალგია შემომაწვა და გადავწყვიტე ქადის მომზადება, თან რამდენი ხანია არაფერი დამიწერია ჩემი Cooking therapy - ის ”ეგიდით” :)

ქადა მინდოდა ყოფილიყო ნაერთი ძველის და ახლისა ამიტომ ტრადიციულ ნიგოზზე გადავწყვიტე დამემატებინა ატამი, ცომში კი ოდნავ ლიმონი :) ჩემი საყვარელი ლიმონი, მის გარეშე როგორ იქნება აბა :) ექსპერიმენტი აი ასეთი გამოვიდა :)
მოვზილოთ ცომი შემდეგი ინგრიდიენტებისაგან: 50 გრამი ძალიან რბილი კარაქი, 4 ს.კ შაქარი, ერთი კვერცხი, 300 მლ მაწონი + 1ს.კ. გამაფხვიერებელი ან კიდევ 0,5 ს.კ. სოდა ძმრით, ნახევარი ლიმონი ცედრა (არაა აუცილებელი) ერთი შეკვრა ვანილი - 5გ. გადავზილოთ ყველაფერი კარგად და დავამატოთ იმდენი ფქვილი რომ გამოგვივიდეს ძალიან ნაზი ცომი, რომლის გაბრტყელება თავისუფლად შეგვეძლება.

შიგთავსი: ერთმანეთში ავურიოთ 150 გრამი გადატარებული ნიგოზი (მე ნიგოზის ნაცვლად წაბლი გამოვიყენე) და 100 გრამი შაქარი (ან უფრო მეტი, გააჩნია რამდენად ტკბილი ნამცხვარი გიყვართ). დავჭრათ სიფრიფანა ნაჭრებად 4 ცალი დიდი და ძალიან მწიფე ატამი.

მომზადება: გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე. გავაბრტყელოთ ცომი 3-4 მილიმეტრიან ფენად. მასზე თანაბრად მოვაყაროთ ნიგვზიანი შაქარი და მოვაწყოთ ატმები ისე რომ პარალელურად მიდიოდნენ იმ მხარისაკენ საიდანაც გადახვევას დავიწყებთ. შემდეგ კი ცომი გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ 4-5 სანტიმეტრიან ნაჭრებად. ნაჭრები მოვაწყოთ თუნუქის ფურცელზე და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად 20 წუთით.
გემრიელად მიირთვით :)

4 comments:

clown said...

რა გემრიელად გამოიყურება ^_^

ნინო ჭ said...

მე მყავდა ბებო რომელიც ქადებს არ მიცხობდა, სამაგიეროდ მიცხობდა ყველიან ჭადებს. უჰ როგორ მიყვარდა!

Keti said...

ჩემი ბებიაც აცხობდა ქადებს...


გემრიელი უნდა იყოს :)

ნინ გოგ said...

თამ,გადასარევია... მაგრამ დასავლეთ საქართველოსი ბებიები რომ არ გვიხცობდნენ ქადებს! უფრო ხაჩაპურები და კიდევ სხვა ნამხვრები.