Jul 14, 2010

კოაქსილი - კიდევ ერთი მიგნება

ასე მგონია რომ ნარკომანები ყველაფრისაგან შესძლებენ ნარკოტიკის გაკეთებას და ”კაიფის მიღებას”. უამრავი პროდუქტი მათ შორის მარგანცოვკა, ყაყაჩო (საკონდიტრო მასალა) აკრძალულია რადგან მათგან ჩემთვის უცნობი გზებით წამალს ღებულობენ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჯერი ანტიდეპრესანტებზეც მიმდგარა, რომლებიც უფრო იაფია და რაც მთავარია რატომღაც თურმე რეცეპტების გარეშე გაიცემა.

კოაქსილი ნაწილი 1


ამ პოსტში ვწერ ანტიდეპრესანტზე - კოაქსილი, რომელიც არის ტაბლეტკების ფორმაში, მაგრამ ნარკომანებმა როგორღაც მოახერხეს და მას ინტრავენურად ღებულობენ. არ ვიცი, იციან თუ არა რომ ეს არის ძაალიან საშიში, რადგან კოაქსილის ინტრავენური მიღება ახდენს სისხლძარღვებზე ზემოქმედებას, უჯრედები კვდებიან და ქსოვილებში განგრენა იწყება.

კოაქსილი, ნაწილი 2.


არ ვიცი ჩვენთან ხდება თუ არა კოაქსილიას ასეთი სიხშირით მოხმარება როგორც ამ ვიდეოებშია აღწერილი, ახდენენ თუ არა მათ ურეცეპტო გაცემას, მაგრამ ფაქტია - აფთიაქების გაკონტროლება ნამდვილად აუცილებელია!!!

კოაქსილი, ნაწილი 3


განგრენას გარდა, კოაქსილი იწვევს სიკვდილსაც, რათქმაუნდა უჯრედები და ქსოვილები თუ კვდებიან და დროზე თუ არ მიხედავ ამ პრობლემას, მაშინ სიკვდილიც გარდაუვალია ხო?! ამიტომ თუ შენ -ადმაიანი რომელიც ამ სტატიას კითხულობ ხარ კოაქსილის მომხმარებელი ინტრავენური გამოყენების გზით, ან იცნობ ადამიანს რომელიც მას იყენებს მაშინ ჩემი მოვალეობაა გაგაფრთხილოთ რომ - კოაქსლის თითოეული ნაჩხვლეტის ადგილას განვითარდება განგრენა, რომ მასზე დამოკიდებულება ჰეროინზე დამოკიდებულებაზე უარესია, რომ ეს არის თვითმკვლელობა დროის ძალიან მცირე დროში!

კოაქსილი, ნაწილი 4


არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორც ჩვენ გვაქვს. თითქოს კონტროლი და რეაბილიტაცია უფრო ადვილი უდნა იყოს, მაგრამ არ არის ასე სამწუხაროდ.

4 comments:

clown said...

საშინელებაა :|

ჩემი ტოლებიც კი იყენებენ ამისთვის ანტიდეპრესანტებს :შ

წინა წელს ბიოლოგიაში თემა გავაკეტე ნარკომანიაზე და იმდენი საშინელი რამ გავიგე ძიებ-ძიებაში, რომ სასტიკად მეცოდებიან ნარკომანიით დაავადებული ხალხი :შ

Toma said...

თუ იცი რომელ ანტიდეპრესანტებს იყენებენ? და საიდან შოულობენ?

clown said...

ერთხელ მე და დედაჩემი შევედით აფთიაქში და ჩემი ყოფილი კლასელი ყიდულობდა რაღაცას, ეს ბავშვი მეექვსე კლასის მერე გაიყვანეს სკოლიდან :შ სულ გაბრუებული დადის ხოლმე :შ

ხოდა მივხვდი რაშიც იყო საქმე, თან სვავს კიდეც :\

Anonymous said...

sashineli daavadebaa.