Jul 10, 2010

რა გვინდა და რა შეგვიძლია!

ბოლო დღეებია ძალიან აქტიურად ვუყურებ ყველანაირ დოკუმენტარ ფილმს ძაღლების ჯიშების შესახებ და ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები რა ძნელია სწორი ლეკვის შერჩევა. სწორ ლეკვში ვგულისხმობ ისეთ ჯიშს რომელიც თანხმობაში მოდის პატრონის ფინანსებთან, ცხოვრების სტილთან და ა.შ.

ავიღოთ დალმატინელები. ცნობილი მულტფილმის ”101 დალმატინელის” შემდეგ ამ ძაღლების ბუმი შეიქმნა. ყველა ყიდულობდა და მოლოდინი იყო საყვარელი, მშვიდი ძაღლი რომელიც ბავშვებთან მშვენიერია. სინამდვილეში? სინამდვილეში დალმატინელი საშინლად აქტიური ძაღლია, რომლის ფუნქცია არის დაცვა. ადრე თურმე დათვებისაგან თავის დასაცავადაც კი იყენებდნენ. ამ ძაღლს სჭირდება ენერგიის ხარჯვა და ძალიან ბერი ვარჯიში.

ყველასათვის საყვარელი გოლდენ რეტრივერი - სასურველი და ფუმფუმლა ძაღლი, დაიჯერებდით რომ ისინი მესამე ადგილზე არიან ”კბენის შემთვევების” მიხედვით? სხვათაშორის გერმანული ნაგაზები პირველ ადგილზე არიან.

ბულ ტერიერი -ამ ძაღლს სისხმლისმსმელი , მკვლელი ცხოველის რეპუტაცია აქვს, არადა სულ ტყუილად. სინამდვილეში ეს ძაღლები ძალიან მოსიყვარულე და მუდამ მხიარულ ხასიატზე მყოფი ცხოველები არიან. ერთი ეგააა რომ ინტელექტში უჭირთ და ძნელია მათი წვრთნა.

პატარა ჯიშები როგორებიცაა ჩიხუახუა, იორკშირ ტერიერი და ა.შ. ყველა ფიქრობს რომ წყნარი და მოსიყვარულე ცხოველები არიან არადა ... იორკშირტერიერი მონადირე ძაღლია, მას სულ ადვილად შეუძლია ვირთხების დაჭერა (კატა თუ არ გიყვართ ეს ძაღლი გაგიწევთ მის მაგივრობას), ეს არის ძაღლი ნაპოლეონის სინდრომით ანუ დიდი ძაღლი პატარა ტანში. აი ჩიხუახუას პრობლემა კი მხოლოდ ერთი პატრნის არჩევაშია, პტრონის გარდა არავის სცემენ პატივს და გარდა ამისა საკმაოდ აგრესიულები არიან.

რისი თქმა მინდა ამ პოსტით? იმის რომ თუ გინდა ჭკვიანი, ინტელექტის მქონე ძაღლი რომელიც ადვილად იწვრთნება და შესანიშნავი კომპანიონები არიან მაშინ მას ძლიან დიდი დრო უნდა დავუთმოთ იმისათვის რომ მისგან დესტრუქციული შინაური ცხოველი არ ვაქციოთ. თუ ასეთი ინტელიგენტი არ გვინდა, მაშინ უფრო ადვილია ძაღლის შერჩევა, რადგან არსებობს უამრავი ჯიში რომელიც თავს მშვენივრად გრძნობს ”ბოსტნეულის” მდგომარეობაში. ყველაზე მთავარია სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ ზუსტად გავარკვიოთ - რა გვინდა და რა შეგვიძლია!

3 comments:

clown said...

ჩიხუახუას ვიყოლიებდი ^_^ ან დალმატინელს ^_^

Lalena said...

:)))) ”ბოსტნეული” ძაღლის ყოლას სულ , რომ არ გყავდეს ის ჯობია :))) ალბათ უფრო შენი ცხოვრების წესით უნდა აირჩიო, მე არასპორტული ადამიანი ვარ ჩმთვის ვერ ვარჯიშობ და აქრიუტრი ძღლი ჩემთან აშკარად მოიწყენს :((

Keti said...

ასე დარჩებიან ძაღლები თავშესაფარში და ეგარი :)

ერთი რამ მგონი ყველა ძაღლმა ერთნაირად იცის – პატრონის სიყვარული :)