Jul 6, 2010

დააკავეს ძაღლების თავშესაფარის დაამარსებელი თამაზ ელიზბარაშვილი

ჩემი და სხვა ბლოგებიდან ბევრმა იცით რომ თბილისში არსებობს ძაღლების თავშესაფარი DogHome რომელიც დაარსა თამაზ ელიზბარაშვილმა. ეს ძალიან კეთილი, ძაღლების მოყვარე ადამიანი დღეს ძალიან დიდ გასაჭირში აღმოჩნდა, კერძოდ კი ჩემთვის გაურკვეველი მიზეების გამო მოხდა მისი დაკავება. როგორც თამაზის შვილი თორნიკე იტყობინება, ხვალ 7 .07 გადაწყდება გამოუშვებენ თუ არა თამაზს თავდებით იზოლატორიდან თუ დატოვებენ წინასწარ პატიმრობაში.

ჩემ მკითხველს მეტს ვერაფერს გწერთ, რადგან არ ვიცი რა და როგორ მოხდა, რატომ დაიჭირეს ეს ადამიანი, რა უნდათ მისგან. სპეკულაციას და წყლის ნაყვას კიდე არ მოვყვები როგორც ძალიან ბევრი აკეთებს იგივე თბილისის ფორუმზე.

იმედია გაირკვევა რა მოხდა და თამაზ ელიზბარაშვილი დაუბრუნდება თავის საქმეს და ძაღლების თავშესაფარს. ყოველივე კარგს ვუსურვებ ამ ადამიანს.

თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამონადირი სტატიიდან რომელიც გამოქვეყნებული იქნა გვერდზე pirweli.com.ge

”შს სამინისტრო მის მიერ "ელიზი ჯგუფის" პრეზიდენტის თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

"ელიზბარაშვილი არც სოდ-ის და არც კუდ-ის თანამშრომლებს დაუკავებიათ. ინფორმაცია ან პროკურატურაში და ან ფინანსურ პოლიციაში მოიძიეთ" - განუცხადა "პირWელს" შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ზურა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ "პირჭელის" ინფორმაცით, სამართალდამცველებმა "ელიზი-ჯგუფის" პრეზიდენტი, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი გუშინ დააკავეს.

ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად დაკავებულები არიან მისი ოჯახის წევრები - შვილის მეუღლე სალომე ივანიშვილი, მისი მამა და კიდევ რამდენიმე პირი.

დაკავების ოფიციალური მიზეზები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ასევე უცნობია დაკავებულთა ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

"პირWელის" ინფორმაციით, ელიზბარაშვილისა და დანარჩენი პირების დაკავება ბიზნესმენის შვილს გურამ ელიზბარაშვილს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე წელია, პატიმრობაში იმყოფება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპატიმროში მყოფ გურამ ელიზბარაშვილს ციხის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება მოუვიდა, რის გამოც მას კიდევ რამდენიმე წელი დაუმატეს. ოჯახმა ეს უკანონოდ მიიჩნია და გააპროტესტა, გაპროტესტებას კი მათი დაპატიმრება მოჰყვა.”

6 comments:

ჩორვენი¹³ said...

veraa es kai ambavi da cudi suni udis!!
:S

zalian dasanani iqneba tu am zaglebis tavshesafars gaapartaxeben da agar iarsebebs :S

Dv0rsky said...

ხომ არ გარკვეულა რამე?

Lalena said...

თუ რამეს გაარკვევ ბლოგზე აუცილებლად დადე რაა, საინტერესოა რა მუხლის საფუძველზე მოხდა ამ პირის დაკავება

Toma said...

თუ რამე ახალს გავიგებ დავწერ აუცილებლად.


ლალენა- ეგ მეც მაინტერესებს, და ვერ ვნახე ვერსად.

Dv0rsky said...

ვნახე ლინკი - http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=37758&pg=1&im=main

Toma said...

Dv0rsky - დიდი მადლობა.
დავდე უკვე ბლოგზე ცალკე სტატიად.