ვზივარ და ვფიქრობ - რამდენად ძლიერი უნდა იყო ადმიანი რომ შეინარჩუნო ადამიანობა, ღირსება და კეთილშობილება, იცხოვრო ისე რომ საკუთარი თავის არ შეგრცხვეს .
დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან ხშირად გქონიათ სიტუაცია როცა პირდაპირ გაიძულებენ პროვოკაციაზე წამოეგო, იუხეშო და ერთი გემრიელადაც შეაგინო მოსაუბრეს. ბევრ თქვენგანს ალბათ ხშირად თავი შეუკავებია, ბევრს კი არა. ორივე შემთხვევაში ხშირად გვინანია რომ ისე მოხდა როგორც მოხდა, რომ სხვანირად უნდა გვეპასუხა. ძალიან ჩავხლართე არა?!
იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა იყოს თავის შეკავება ყველაფერს ჯობია. რაც არ უნდა ცუდი თქვან, რაც არ უნდა შეურაწყოფა მოგვაყენონ მაინც უკეთესია ადამიანობის და საკუთარი ღირსების შენარჩუნება, ვიდრე მეორე მხარის დონემდე დასვლა. აფექტის მომენტი გაივლის და ბოლოს ჩვენი თავისვე ჩვენ შეგვრცხვება , გინდაც იმიტომ რომ საკუთარი სახე სხვა ადამიანმა დაგვაკარგვინა.
8 comments:
რა თქმა უნდა, მსგავსი ყველას გვემართება და და გეთანხმები, თავის შეკავება ყველას ჯობია. ოღონდ, ხომ იცი, დაგროვილი ემოცია, თანაც უარყოფითი, რა მავნებელია. მგონია, ქრისტიანული რელიგია ამას ითვალისწინებს,რადგან გულისხმობს არა უბრალოდ დათმენას, მაგ. წყენის, რისხვის, არამედ მის ტრანსფორმაციას, მაგ'გიყვარდეს მტერი შენი' და ა. შ.
ზოგი იღბლიანი უბრალოდ ახერხებს იგნორირებას თავისი დიდების ოლიმპოდან:)მგონი მიზანზე არიან უფრო ორიენტირებულები და ზუსტად იციან, რა უნდათ....და სულ ახსოვთ, რომ ყველას გულს მაინც ვერ მოიგებ:)
არ ვარ ანონიმოს, ნინო ვარ გოგუაზე!
მართალია, თავის შეკავება ჯობია..
უმეტეს შემთხვევაში თავს ვიკავებ ხოლმე, მაგრამ თუ ყელში ამომივა მერე ვიცი რაც ვიცი :D :D
clown - da ai mere tavs rogor grdznob xolme?
თუ თავს ვიკავებ ნახევრად ცუდად ვგრძნობ თავს, ნახევრად კარგად, მაგრამ რომ ამოვხეთქავ და უკმე მკიდია ამოხეთქვის ობიექტი, მაშინ საერთოდ მშვიდად ვარ ხოლმე ^_^
მაგრამ ამოხეთქვის მერე უფრო ბევრს ვფიქრობ იმ ამბავზე ვიდრე მშვიდად ყოფნის დროს :შ
ჩემთან ესეა :შ
ანუ ჯობია დაიკიდო და ზრდილობიანად გამოლანძღო, ისე რომ შენც მშვიდად იდგე და არც იმას ამოაღებინო ხმა ^_^
პროვოკაციები უნდა დაიკიდო.
ყველა **** თუ აყევი, ტეხს.
Post a Comment