Jun 8, 2010

Summarizing post

პარასკევს ბოლო გამოცდა გვაქვს, ეს კი იმას ნიშნავს რომ უკვე შაბათიდან ოფიციალური არდადეგები იწყება. გამოცდის მიმართ ძალიან ზერელე დამოკიდებულება მაქვს, რატომღაც არ მადარდებს და არც ვნერვულობ ისე როგორც სხვა გამოცდებზე ვნერვიულობდი, თანახმა ვარ ახლაც კი ჩავაბარო ოღონდ მორჩეს ეს ფურცლები, წიგნები და მთელი ამბები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საგამოცდოდ ყველაფერს ვკითხულობ, რაც საჭიროა და რაც არა (ბევრი ჯგუფელისაგან განსხვავებით რომლებიც მხოლოდ ლექციაზე ჩანაწერს ჯერდება) ეს კიდე მღლის.

საბოლოო ჯამში ამ სემესტრში (13 იანვრიდან - 11 ივნისამდე) 10-ჯერ გავედი გამოცდაზე, რამდენი საშიანაო დავალება, რაპორტი და ესე დავწერე არ მახსოვს. შედეგებს თუ შევაჯამებ მხოლოდ ერთი გამოცდა ვერ ჩავაბარე და მომიწევს აგვისტოში გადაბარება.

რას ვაპირებ არდადეგებზე?
1. ყოველ დღე იტალიურის/უნგრულის მინიმუმ ერთ გაკეთილს მოვუსმინო!
2. კვირაში 5 საათი ვიმეცადინო ანატომია!
3. წავიკითხო რამოდენიმე წიგნი რომელიც შვედურ ყოფაცხოვრებას ეხება (ბუდიზმს მოუწევს თაროზე დასვენება :( )
4. ვიმოგზაურო: საქართველო- ნორვეგია- უნგრეთი
5. ბევრი ხილი ვჭამო და წონა შევინარჩუნო - 61 კგ (აბსოლიტურად აუციებელი რამ, სექტემბერში ქორწილში მივდივარ და ძალიან კარგ ფორმაში უნდა ვიყო!)

ჯერ ჯერობით აი ასეთი მარტივი გეგმები მაქვს, ვნახოთ თუ შევძლებ შესრულებას!!

Eng:
Summarizing post. Generally speaking I am quiet satisfied with the term result, yes it could be better, but could be worse as well. With one exam left I am getting ready for the vacations and making some plans.

What I am going to do during the summer:
  1. Listen to minimum one Italian/Hungarian lesson per day!
  2. Study anatomy 5 hours per week!
  3. Read some books about the Swedish society and culture (the books about the Buddhism will relax in the bookshelves :D )
  4. Travel: Georgia - Norway - Hungary
  5. Keep the weight - 61 kg.

Hopefully the vacations will be as productive as the spring term 2010 :)

8 comments:

ნან said...

რა დაგეგმილი არდადეგებია :))

წარმატებები გამოცდაზე და ყველა დანარჩენშიც. იმედია მოგზაურობის დროს პოსტებსაც დაწერ, ძალიან კარგად მახსოვს შენი შარშანდელი ზაფხული :D

Tomushka said...

ნან - ჩემი პროფესია მაიძულებს გეგმების კეთებაs :D
პოსტებს აუცილებლად დავდებ, ბევრი სურათებით :)

all about me said...

good luck :)))

Keti said...

წარმატებები და კარგი ზაფხული! :)
ჩემს შვებულებამდე ჯერ თვეზე მეტია...

BUDDHA said...

რა კარგია როდესაც არდადეგები იწყება და დასვენებაზე იწყებ ფიქრეს :)

როგორც ვხვდები საკმაოდ დატვირთული ზაფხული გელოდება წინ :) იმედია ჩვენთვისაც მოიცლი ხოლმე და გაგვახარებ შენი პოსტებით :)

წარმატებები ;)

მე კიდე სანამ გამოცდები არ დამთავრდება არაფერ ვგეგმავ. მხოლოდ გამოცდიდან გამოცდამდე ვცხოვრობ :( გამოცდები კი 15ივლის მიმტავრდება :( გამოცდების მერე 3კვირიანი სტაჟირება. სად სემიძლია ამდენი. ნეტა როდის დამასვენებენ :@

Tomushka said...

Keti - შვებულებაა მეც მინდა, არდადეგები მაინც სხვა რამეა.
გვითხარი რას აპირებ შვებულებისათვის :)

BUDDHA- ძნელი კია, ჯერ სწავლა მერე სტაჟირება, სტაჟირების შანსი რომ მქონოდა ერთი წუთი არ დავიხევდი უკან. ახლა რასაც ვაკეთებთ წინ დაგვხვდება სამსახურის ძებნას რომ დავიწყებთ.

მასე გვიან რატომ გიმთავრდება სწავლა? სტაჟირების მერე არდადეგები არ გაქვს?

BUDDHA said...

ყოველთვის ასე გვიან გვიმთავრდება :(
4ოქტომბერს დამეწყო სწავლა და მას მერე 1კვირა მქონდა შესვენება ახალწელს და 3დღე აღდგომას. მეტი არა :(

სტაჟირებაზე ჩემი სურვილით მივდივარ. ორი დღის უკან სევიტანე საბუთები და ერთ კვირაში მეტყვიან პასუხს. სავარაუდოდ პასუხი დადებითი იქნება რადგან რეიტინგით არჩევენ სტუდენტებს :)

სტაჟირების მერე კი მექნება დაახლოებით ერთი თვე სავარაუდოდ. თუ შერშანდელივით მიშამ ოქტომბრამდე არ გამოაცხადა ზღვის სეზონი :)

Tomushka said...

აუ სტაჟირება რა ძალიან მაგარიააა! ყოჩაღ რომ გადაწყვიტე ასეთი რამ იმედია დადებითი პასუხი იქნება. სტაჟირება მართლა ბევრ რამეს იძლევა, ყველანაირად!! იმ ერთ თვეშიც კარგად დაისვენებ და ეგაა.