Jun 5, 2010

Pork with Dried Plums - ჭეშმარიტად სამეფო კერძი

დღეს მინდა შემოგთავაზოთ კერძი რომლის მომზადება არის უმარტივესი მაგრამ გემო აქვს ისეთი თითქოს უმაღლესი კლასის ფრანგმა შეფ-მზარეულმა მოამზადა. ეს არის კერძი რომელიც აღფრთოვანებას გამოიწვევს თქვენს სტუმრებში თავის სასწაულად მდიდარი არომატის გამო. თუმცა ჯობია საქმეს მივხედო.

ჩვენ ვამზადებთ კერძს - ”ღორის ხორცი ქლიავის ჩირის სოუსში”
დაგვჭირდება:
ღრმა ტაფა თავსახურით, საშუალო ზომის ქვაბი. პროდუქტები: ნახევარი კილოგრამი ღორის ხორცი 1-2 სანტიმეტრიან ფირფიტებად დაჭრილი, 250 გრამი ქლიავის ჩირი, 400 მლ მაღალი ხარისხის თეთრი ღვინო, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 200 მლ ნაღები, 50 გრამი კარაქი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:
1. ქლიავის ჩირი კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ თასში და დავასხათ ღვინო. დავტოვოთ მინიმუმ ერთი საათით (რაც მეტი უკეთესი).
2. ღორის ხორცის ფირფიტები გავრეცხოთ, გავამშრალოთ და ამომვავლოთ ფქვილში.
3. ავიღოთ ღრმა ტაფა, ჩავაგდოთ კარაქი და ფქვილში ამოვლებული ხორცი ორივე მხარეზე შევწვათ. ფერი უნდა მიეცეს. როცა მოვრჩებით წვას ტაფაში ჩირიანი ჯამიდან ჩავასხათ მხოლოდ ღვინო -3/4 ნაწილი. დავუწუით ცეცხლს, ტაფას დავხუროთ თავსახური და დავტოვოთ 20 წუთით. შენიშვნა - ჩვენი ქართული ხორცი 20 წუთში მზად არ იქნება ამიტომ თავდახურული დავტოვოთ იმდენი ხანი რამდენიც დაგვჭირდება ხორცის მომზადებისათვის (თუ შეატყვეთ რომ ღვინო ამოშრა დაამატეთ)
4.ხორცი რომ მომზადდება, ტაფას გადმოვდგავთ გაზიდან, ავიღებთ საშუალო ზომის ქვაბს და ტაფიდან მთელ სითხეს გადავასხამვთ. დავამატებთ ღვინოს რომელიც ჩირიან ჯამშია და წამოვადუღებთ.
ღვინოში ჩალბობილი ჩირი
5. ჩირის ნახევარს გავსრისავთ ჩანგლით და ქვაბში გადავუძახებთ, დავამატებთ 200 მლ ნარებს და ვადუღებთ ძალიან დაბალ ცეცხლზე სასურველი კონისტენციის მიღებამდე, შემდეგ კი დავამატებთ დანარჩენ ქლიავსაც, მარილს, შავ პილპილს და მზა სოუსს ხორციან ტაფაში ჩავასხავთ. კარგად ამოვურევთ და წამოვადუღებთ.
სულ ესაა და ეს, გარნირად ძალიან უხდება ყავისფერი პასტა ან კიდე ბრინჯი. ჩემ მეგობართან გავსინჯე შემწვარი კარტოფილით და არ მომეწონა, ასევე არ ვარგოდა სალათით.

ესეც ყვავილი საზაფხულო განწყობისათვის :)

Eng:
This very delicious dish I have tasted at my friend's Joanna. It is very easy too cook and taste takes you fr way from the reality. Thanks to Joanna I have got the recipe and cooked it. And now I share it with you :)

Ingredients: 500gr. of pork fillets, 250 g dried plums California, 400 g dry white wine, 2 tablespoons butter, 2 tablespoons flour, Salt, pepper, 1 package cream 22% (180 g).

Direction:
1) Rinsed Plums put into a bowl and pour wine. Keep them this way approximately 1. Cut the fillet in the transverse slices thicker than 2 cm. Dredge with flour.
2) Melt butter in a pan. Put the meat and blush it from both sides. Pour 3 / 4 wine from the plums. Stew all covered about 20 minutes.
3) After this time, pour the sauce form the pan to pot. Boil it until it has evaporated about 1 / 4 of its volume. Pulp half of plums with a fork and add to sauce. Add cream. Sauce should be fairly thick. When the consistency is correct, add the rest of the plums.
4) Add salt and add pepper. Put the meat to the sauce and warm together for a while.

4 comments:

clown said...

ესეთი რამე არასდროს გამისინჯავს :შ

გერმრიელი ჩანს ^_^

Tomushka said...

მეც მეორედ გავსინჯე. პირველად ჩემ მეგობართან და მერედ თავად გავაკეთე.

Keti said...

ჩირი ხორცთან არასდროს გამისინჯავს... საინტერესოა!

:)

Kiwi said...

ალბათ ძალიან გემრიელიაა :>
მმმ მინდა :>