Jun 16, 2010

One Nice Eevening -მშობლუიური წვიმა :)

ფეხები შემერჭო ერთ ადგილას იმდენი ვიარეთ მე და ჩემმა მეგობარმა ნინომ (მას კი იცნობთ ბლოგზე რამოდენიმე პოსტიც დაწერა). ჯერ ჩავირუსთაველეთ სიონამდე, ახალ ხიდზე გავედით, ბევრი ვიპოზიორეთ და სურათები გადავიღეთ. ხოდზე მყოფ ვიღაც დაცვის პოლიციელს ვთხოვეთ სურატების გადაღება და ისიც ძალიან ბედნიერი დადგა და გვირებდა სურათებს ორ გადარეულ გოგოს :D თან გვეკითხებოდა აბა მზად თუ ხართ და მერე თუ მოგწონთ სურათებიო :) მოკლეთ ვიმხიარულედ ნამდვილად :)

თავისუფლების ხიდის შემდეგ, ერთ ერთ ფორუმელთან წავედით, ერთი მცენარე მინდოდა და მან სამი ცალი მიწილადა, შეგვიპატიჟა თავის კაფეში და ბევრი გვესაუბრა. მის მიერ გაკეთებული კაფე ძალიან მოგვეწონა, და ბევრი ვუქეთ კიდეც :)

მერე საღამოს კიდევ ამოვიარეთ რუსთაველი, რა ლამაზია ჩვენი ქალაქი ღამით, მაგრამ ეს ციგნები რომ არ დადიოდნენ და ფეხებზე არ ეხვეოდნენ ხალხს მთლად გადასარევი იქნებოდა. ნინომ ყვავილები იყიდა და ორივე ძალიან კმაყოფილი სახით დავდიოდით :) უი, კიდე ნინომ ძალიან ლამაზი საყურეები მაჩუქაა, ისეთი ლამაზიიიი. პირველად მეკეთა ასეთი სტილის საყურეები და ძალიან მომეწონა, ვიყიდი ხოლმე კიდეც :) მოკლეთ მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წავედით სახლებში. მეტროდან რომ ამოვედი წვიმდა, ხალხი გიჟივით დარბოდა აქეთ იქით მე კიდევ კმაყოფილი სახით, ყვავილებით ხელში მოვსეირნობდი :) ისეთი კარგი შეგრძნება იყო, მშობლუიური წვიმა :)

8 comments:

vasasi said...

აუ, ნეტა სადმე შეგხვდე, თან სულ მანდეთ დავდივარ.. :)

Toma said...

tu shemxvdi damikakune mxarze :)

vasasi said...

აპა რავა!..

და შენც ყურადღებით იყავი, თუ დაინახავ გოგოს, რომელიც ეჭვიანი თვალით გიყურებს, ე.ი. მე ვარ და გამიღიმე..

სხვა რომ არ შემრჩეს, მე მაგის კომპლექსი მაქვს.. :)

clown said...

ზოგადად წვიმა არ მიყვარს, მაგრამ ეხლა ისე წვიმს სეირნობა მინდა :შ

Sophie Golden said...

ლოლ
"ციგნები" :P

Anonymous said...

შენ ვერ გაიგებდი, მაგ დროს მეტროში იქნებოდი და მე კიდე გაჩერებაზე რომ ვიდექი მეხი გავარდა და გული გამისკდა.ტაქსით მივედი სახლში :)

lasharela said...

ახალ ნაწვიმარზე თომუშკი? :)

toma said...

vasasi - tu gind shevxvcdet sadme da kava davliot, facebookze anxe profiolshiceria chemi mobili ;0