Jun 26, 2010

ერთი დღე მდუღარე თბილისის გარეთ :)

dღეს ქალაქიდან გასვლის დღე გვქონდა. არჩევანი ორ მარშრუტს შორის უნდა გაგვეკეთებინა - სიღნაღი ან კიდევ ანანური ბაზალეთის ტბით. რადგანაც სიღნაღში მარშუტკითაც შეიძლება მისვლა ამიტომ მეორე ავირჩიეთ და ჩემი ძმის თავისუფალი დრო გამოვიყენეთ (არ მითქვია? ჩემი ძმა ცდილობს ნელა ატაროს რადგან მიხვდა სიჩქარის სერიოზულად მეშინია :D )
შუადღეს, მაშინ როცა გაჩერებაზე ვიდექით და ავტობუსს ველოდებოდით ეთნოგრაფიულში ასასვლელად, ჩამოიარა ჩემმა ძმამ, ჩაგვყარა მანქანაში და ყველა ერთად დავადექით სანაპიროს მტვრიან გზასა. სულ ათიოდ წუთში უკვე გავედით ქალაქიდან და მცხეთისაკენ გავწიეთ. გაგიკვირდებათ და მე ვიყავ ადმიანი რომელსაც ახსოვდა სად იყო ანანურის ჩასახვევი, ბაზალეთის ტბის ასახვევი და ჟინვალის წყალსაცავზე საიდან უნდა გადაგვეხედა.
ჯერ წავედით ბაზალეთზე, ფუუუუუუუუუუუუ მხარე სადაც ჩვენ ვიყავით იყო ბოსელი და სანაგვე. იქაურობა ყარდა ცხენების კაკაშკებით, სანაგვე და არა მარტო ურნებთან კი ნაგავი ეყარა ერთი მეტრის დიამეტრზე. არ ვიცი ხალხი როგორ ჩადიოდა წყალში და როგორ ბანაობდა. არც ის ვიცი რატომ იხდის ხალხი ფულს იმისათვის რომ ამ სანაგვეზე დაისვენოს! ბაზალეთიდან რაც შეიძლება მალე წამოვედიტ და ჟინვალის წყალსაცავისაკენ გავწიეთ. მხოლოდ ერთი სიტყყვა მაქვს ამ ადგილისათვის - ულამაზესი!!! ისეთი ფერის წყალია, ისეთი ადგილია სუნთქვა რომ შეგეკვრება ადამიანს :) ჟინვალის წყალსაცავიდან კი წავედით ანანურში. ეს კომპლექსი ადრეული ბავშვობიდან მომწონს, მისი ადგილმდებარეობა მართლაც რომ შესანიშნავია ხეობის დასაზვერად :) ვიბოდიალეთ აქეთ იქით, სურატები გადავირეთ და კმაყოფილნი დავბრუნდით მტვრიან და მდუღარე თბილისში :)




3 comments:

Keti said...

ჰო, ჟინვალის წყალსაცავის ფერზე ვგიჟდები, ულამაზესია! :)

OTO said...

კარგი TEMPLATE - ია : )

წინა არ მომწონდა საშინლად :imustconfesssmiley: :D

overjazzed said...

განსაკუთრებით ზამთარში მიყვარს ეგ ადგილი, გუდაურში რომ მიგეჩქარება და გზადაგზა თვალს აყოლებ :)