Jun 21, 2010

ამბები ესე მარშუტკისანი :)

დროა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც დავწერო რომელიც სრული კატასტროფაა ჩვენს ქვეყანაში. ამდენ მარშუტკა, სრულიად მოუწესრიგებელი და ჯაბახანა ავტობუსები საშინლად ამახინჯებენ ჩვენს ქალაქს. დღედსდღეობით კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები - მეტრო არის საუკეთესო საშუალება გადასაადგილებლად.


პირველი პრობლემა - სიბინძურე. მეორე პრობლემა მოუწესრიგებელი გრაფიკი, მესამე პრობლემა - მძღოლები რომლებიც ფიქრობენ რომ ხალხი სილიოდკებივით შეიძლება ჩააწყო ტრანსპორტში. მეოთხე პრობლემა - ტარება, გიჟებივით დაჰქრიან. სურვილი არ გიჩნდება რომ ფეხით იარო. ტაქსიო შეიძლება თქვათ, მაგრამ ტაქსიც კი იგივე გზაზე დადის რომელზეც მარშუტკები, ავტობუსები და 10 000 სხვა გაუმართავი მსუბუქი მანქანა.


ნეტავ ის დრო თუ მოვა როცა ეს მარშუკები გაქრებიან და ნორმალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვენს ქვეყანაში.

5 comments:

AnnTonovka said...

გეთანხმები, მეტრო და ტრამვაი ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, სამწუხაროა რომ უკანასკნელი უკვე აღარ არსებობს თბილისში და მის აღდგენაც გეგმაბში არ შედის. ბევრი რამაა ძირეულად შესაცვლელი და პირვeლ რიგიში ხალხის მენტალიტეტი და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. ისე ხანდახან ვფიქორბ, პატრიარქმა კურთხევა რომ მიცეს ველოსიპედებით მოძრაობას, ისევე როგორც ხეების დარგვისას მოიქცა, საინტერესო იქნებოდა რა მოხდებოდა :)

Toma said...

AnnTonovka - kargi iqneboda jer velosipedebis specialuri gzebis msheneblobaze mieca kurtxeva mere velosipede4bze :D :D mivesaalmebi ideas :)

kanario said...

ამას გავიძახი უკვე რამდენი ხანია, მაგრამ ვინ გისმენს?!

Keti said...

ჰო, მეტრო ყველაზე მოსახერხებელია, ყოველდღე ვმგზავრობ. სამარშრუტო ტაქსებში უკიდურეს შემთხვევაში ვჯდები და დატანჯული :) ჩამოვდივარ.
ავტობუსშიც იგივეა, იმით სჯობია, რომ გამართული მაინც დადგები ფეხზე. კიდევ უფრო ნელია. მოკლედ, მეტრო რჩება, თუ გინდა დროულად მიხვიდე სადმე და არ დაგპრესონ გზაში.

Spieler said...

მეტრო, მეტრო და ისევ მეტრო. ბოლო 1 თვეა მგონი რაც სისტემატიურად მეტროთი ვმოძრაობ. ასე ბედნიერად მგონი მთელი ცხოვრება არ მიმგზავრია. არც ცხელა, არც საცობში ხვდები...