Jun 30, 2010

მე და მამა გიორგი სარკის ეკლესიიდან

ქარელის რაიონში , მთებში ერთი ძლაიან ლამაზი ტაძარი - სარკის ტაძარი მდებარეობს. ამ ეკლესიასთან მიდგომა ძლაიან ძნელია მანქანით, მაგრამ ფეხით თუ არ დაგეზარება და 12 კილომეტრს ივლი კოხტად და ლამაზად ახვალ მართლაც რომ ულამაზეს ადგილას.
როგორც თქვენ ჩემი მკითხველი ხვებით მაშინ როცა ჩემ ბლოგზე პატარა სამდღიანი შესვენება იყო, მე მთა მთა დავდიოდი და პოსტში აღწერილი შემთხვევაც ერთ დრეს მოხდა.

მოქმედება ხდება სარკის ეკლესიაში, მე შორტების გამო არ მიშვებდნენ და იძულებული გავხდი იქვე ყუთში ჩაყრილი ქვედაბოლოებიდან ერთ ერთი ჩამეცვა. შევედი ტაძარში, დავანთე სანთლები, მესამე სანთელს რომ ვანთებ მოვიდა მამა გიროგი და მეუბნევა "პირკვარი გადაიწერე აბა" , მეც გადავიწერე ამის შემდეგ ჩვნს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა:

მამა გიორგი- სად ცხოვრობ?
მე- შვედეთში
მგ-მერე ხომ არ გადაგიყვანეს შვედებმა თავის ჭკუაზე?
მე- რას გულისხმობთ?
მგ-აი პირკვარს რომ არ იწერ და რომ არ ლოცულობ იმას
მე- ?
მგ-ჯვარი გააქვს?
მე- არა
მგ-მოდი ერთი ჯვარი ამოირჩიე და გიკურთხებ, რომელიც გინდა ის აიღე.

მივედი ავირჩიე პატარა ხის ჯვარი და წავედით საკურთხებლად.

მგ- რას იტყვი, ვინ უფრო ნიჭიერი ხალხია ჩვენ თუ შვედები?
მე- რამ მხრივ?
მგ- ზოგადად.
მე- ალბათ შვედები.
მგ (გაოგნებული) - აბა მაგათ ყავდათ შოთა რუსთაველი? იოანე ზოსიმე?
მე - არა, მაგრამ თავისი მწერლები კი ყავდათ
მგ- ხოდა აგერ, ესეიგი არ ყოფილან ჩვენზე ჭკვიანები.
მე- მე მგონია ერის ჭკუა და ინტელექტი იმის მიხედვით ფასდება თუ რას მიაღწია ერმა და რა მდგომარეობაშია დღეს საზოგადოება.
მგ- კი გეთანხმები მაგრამ გავითვალისწინოთ მათი ადგილმდებარეობა და ჩვენი ადგილმდებარეობა
მე - გეთანმხებით მაგრამ ჭკვიანი ერი ყველაფერს თავის სასარგებლოდ იყენებს.

მამა გიორგის შვედებზე ცუდი წარმოდგნა ქონდა, ფიქრობდა რომ ამ ხალხმა არ იცის ნათესაობა, სიყვარული, გაჭირვებულის დახმარება, თუმცა ამ პატარა დიალოგის შემდეგ იმედი მაქვს შეეცვალა წარმოდგება.

მგ- შენი ქმარი უცხოელია?
მე- კი.
მგ- მერე უცხოელები უნდა გაამრავლო?
მე- რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას? მთავარია ადამიანი იყოს
მგ- როგორ არ აქვს მნიშვნელობა, აი რომ იდგეს შენ წინ თათარი, სომეხი, რუსი და ქართველი ვის აირჩევდი?
მე - ადამიანს!
მგ- არაა სწორი, ქართველი გინდაც ცუდი ყველაფერს უნდა გერჩივნოს
მე- ეგ თქვენი არჩევანია, ჩემთვის კი ეროვნებაზე მნიშვნელოვანი ადამიანობაა!
მგ- მოდი ახლა მე შენ უნდა გასწავლო ქართველები სიყვარული, ბევრი რაღაცეები უნდა გაჩუქო იქნებ გული მოგიბრუნდეს.
მე- კი ბატონო :)

მოკლეთ აი ასე ვისაუბრეთ დაახლობით ნახევარი საათი, ყველა დაიღალა ჩემ ლოდინში მე კიდე ეკლესიიდან გულნატკენი გამოვედი, გულნატკენი იმის გამო რომ რელიგია გახდა პოლიტიკური, რომ ადამიანები რომლებიც რელიგიის სახელით საუბრობენ ადამიანებს მათი ეროვნების მიხედვით არჩევენ. თუმცა მინდა ვთქვა რომ მამა გიორგი ძალიან საინტერესო მოსაუბრე გამოდგა :)

15 comments:

ჩორვენი¹³ said...

ggoogoo es - მეუბნევა - ragaa?? :D
meubneba, geubneba, eubneba :D

hoda saintereso mosaubre rogor iyo tu veraferi sheigno? :D
egeti mamaoebis ar mcams :)

Toma said...

kidev sxva rameebzec visaubreT :)

როდრიგო said...

ეჰ რეალობავ, რეალობავ ..:(

all about me said...

Ras izav patriotia. Mara imasvitkvi Rom kartvelebs dzalian Didier carmodgena gvakvs chven tavze da imitom vart Ar dgeshi, didma siamakem dagvgupa. Rac sheexeba ucxoel kmars ne mgoni kvela erovnebis adamiani igives itkoda :)

toma said...

all about me - chveulebriv anu shennair da chemnair adamians rom etqva ugive arafers vitkodi, utkviat kidec magram ar damiceria :)
me imas vambob rom religia romelic siyvarulzea dafudznebuli da romelic adamianis siyvaruls gagadebs, ar unda gaxdes aseti nacionalisturi :) tirem me ra, me mainc chemi rcmena maqvs da mama giorgisac vutxari "is mdinare ar var satac miushveb iqit rom midis"- tko.

პერწკლი said...

me albat zalian mwared vekamatebosdi da iqet shevecdebodi imis damtkicebas, rom cdeba.

Toma said...

პერწკლი - ar cdeba :) tavisi azri aqvs, iseve rogorc me chemi :)
kidev erTi viscavle mtkicebas azri ar aqvs, arc mas dauckia ramis mtkiceba, amitomac vambob kargi mosaubre ikotko, venebi ar gadauchria rac kargebi vart kartvelebi varto :)

Keti said...

რომ არ ჩანდი, ვიფიქრე, ქალაქგარეთ გახვიდოდი :)


გული დამწყდა ამ დიალოგის წაკითხვის შემდეგ, თუმცა არ მიკვირს. ეს მხოლოდ ერთი მამაოს აზრი არ არის.
ჩემი კომენტარი/აზრი/დამოკიდებულება/არჩევანი იგივეა: ადამიანი.

Agasfer said...

პასუხები მომეწონა :)

nick_el_son said...

ჰო.. ჩვეულებრივი საშინელებაა... არაფერი განსაკუთრებული :( :|

nakrina said...

ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი მიდგომა, ზუსტად გუშინ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით ამ თემაზე. რატომ გახდა ჩვენი სასულიერო საზოგადოება ასეთი ნაციონალური? რტომ ჰგონიათ, რომ ცათა სასუფეველი მხოლოდ ქართველების და ერთმორწმუნე-მართლამდიდებელი ერების წარმომადგენლებისაა. რა დააშავა იმ ადამიანმა, ვინც მართლამდიდებლურ ქვეყანაში არ დაიბადა, მაგრამ ადამიანურად იცხოვრა? ჩემთვის ეს პასუხგაუცემელ კითხვებად რჩება

clown said...

O.o და რატომ ფიქრობდა ეგრე?

ნინო ჭარხალაშვილი said...

კარგია რომ ჯვარი გიკურთხა და გაჩუქა :)

Anonymous said...

sadauri meugle gyavs?:)

saintereso posti iyo.

Sophie Golden said...

ძალიან საინტერესო დიალოგი იყო და პოსტიც ერთერთი ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი, რაც ოდესმე ამ ბლოგზე ყოფილა.
ყველას თავისი აზრი აქვს და მღვდელი იმის მღვდელია, ადამიანები დაარწმუნოს რაღაც-რაღაცებში :) ტყუილი არ უთქვამს ამ კაცს, თუ ქართველებს ერთმანეთი არ ეყვარებათ და უცხოეთში ერთმანეთს დაემალებიან (როგორც ეს ხდება და ეს მე კარგად ვიცი), შვედეთს კი არა, 4356798-საც ვერ გაუტოლდება ;)