Jun 16, 2010

გაეცი ღიმილი და მიიღებ ღიმილს :)

მოვიდა მორიგი პოსტი.
დღეს პირველად გავედი "ქუჩაში", და შთაბეჭდილებები უნდა დავწერო. მარშუტკაში ჩავჯექი თუ არა ეგრევე გამახსენდა როგორ წერდა ხალხი რომ ოფლის სუნით ყარს ყველაფერიო, მე ვერ დაგეთანხმებით მეგობრებო :D სუნი საერთოდ არ მიგვრძნია იმიტომ რომ სახლიდან გასვლამდე ნესტოებთან სუნამო წავისვი. თქვენც იგივეს გირჩევთ და თუ მაინც იგრძენით სუნი, მაშინ საკუთარ იღლიებს მიხედეთ :D :D ჯოუკ :D

მერე ჩამოვდი მარშუტკიდან და მივედი სადაც მივდიოდი. მინდა ვთქვა რომ ძალიან შეცვლილია ყველაფერი. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო სერვისია, მაგრამ რაც იყო იმას ჯობია 100ჯერ! ნელ ნელა უკეთესობისაკენ მიდის ამ მხრივ ყველაფერი. ვერ ვიტყვი რომ ყველა 32 კბილით იღიმოდა მაგრამ რასაც ვეკითხებოდი ნორმალურ პასუხს მცემდნენ. პერსონალიც ძალიან დამეხმარა რაღაცეების გარკვევაში მოკლეთ ძალიან კმაყოფილი წამოვედი :D

მერე მაღაზიაში და ბანკში შევედი და იქაც ყველა მიღიმოდა და ძალიან კარგად და თავაზიანად მექცეოდა.

მოკლეთ ახლა არ იფიქროთ რა იმ ქუნქლასავით მოგსვლია გარეთ რომ გავიდა და ყველა ტაშს უკრავდა, არა ასე არაა, საქმე ისაა რომ თავად ეს ხალხი მომღიმარ და თავაზიან ადამიანს რომ ხედავენ, თვითონაც ასევე იქცევიან. გაეცი ღიმილი და მიიღებ ღიმილს, თუ მაინც იბღვირებიან კიდევ უფრო გაიღიმეეთ :)

9 comments:

lasharela said...

შენა და თამო....მოვდივარ ღიმილით გპირდებით ღიმილს? :)

ჩამოხვედი ისე? გადაავლო თვალი დედა სამშლობლოს? :) მაგარია...

Toma said...

xo rarac magdagvari :)

ki chamovedi :)

clown said...

კარგია ესე როა ^_^

მაგრამ ღიმილი რომ არ შველით ხოლმე?! :შ

Keti said...

თუ მაინც იბღვირებიან კიდევ უფრო გაიღიმეეთ :)
:d

ზუსტია – თუ იღიმი, ასეც გპასუხობენ. ბანკებში ღიმილი კარგად დაისწავლეს, აფთიაქებშიც :))
მაღაზიებში ძირითადად იბღვირებიან

kakato said...

ketis vetanxmebi :) magaziebis garda metnaklebad yvelgan iswavles gimili da momxmarebeltan moqceva:)

Maka Asatiani said...

შენ ავტობუსში უნდა იმგზავრო საგამოს 6-დან 7-მდე, აი მანდ ნახავ ოფლის სუნს :|

BUDDHA said...

ტომუშკა გეთანხმები თუ გაუღიმებ სხვებიც გაგიღიმებენ :)

მე მაგ პპინციპით გავდივარ დილით სახლიდან :)

ხანდახან ძალიან მცირე რამ შეიზლება კარგ ხასითზე დაგაყენოს. :)

რამდენიმე დღის წინ ბავშვების ღიმილი გადამედო მეტროში და მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავი

^_^ ^_^ ^_^

მიყვარს მომღიმარი ლამაზი ხალხი :ჰუგ:

unaamarga said...

თუ არც გამიღიმებენ! :)

Lord Vader said...

რა არის ეს რა პრეტენზიებია???
ცხრა მთას იქეთელები ჭკუაზე არ არიან ისე უნდათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ და არ აძლევენ,

http://bit.ly/bVY2J8

თქვენ კი ქართველები რაებს ამბობთ თქვენს ძმებსა და დებზე???