Jun 7, 2010

ცხოველთა დაცვის საზოგადოებას სძინავს?!

გუშინ საღამოს ერთ ერთ აქაურ პორტში ორი თავისუფლად მოსიარულე ენოტი დაიჭირეს. დიდი ამბავი იტყვით თქვენ, მერე რა ...მერე ის რომ ენოტი სკანდინავიაში არ ცხოვრობს და როგორც ჩანს რომელიღაც გემს ჩამოყვნენ უტვინო ცხოველები და თავი დიდ საფრთხეშიც ჩაიგდეს.

დღეს გაზეთში წავიკითხე რომ გადაწყვიტეს ცხოველების დაძინება. ამბობენ რომ შესაძლებელია მათ ქონდეთ რაიმე დაავადება ამიტომ არ რისკავენ და უბრალოდ დახოცავენ. ძალიან გავბრაზდი, საწყალ ენოტებს გადარჩენის შანსაც არ აძლევენ, კარანტინშიც არ უნდათ გაჩერება რომ მერე სადმე ზოოპარკში გადაიყვავნონ.

აქაური კანონებით აკრძალულია ენოტის სახლში გაჩერება, მესმის კიდეც არავის უნდა ამ აბეზარი, ყველაფრის გამანადგურებელი ცხოველის ყოლა, მაგრამ ასე ხელაღებით რატომ ხოცავენ :( მე კი მივწერე წერილი იმ ორგანიზაციას სადაც მათ დახოცვას აპირებენ, წერილი მიცწერე ჟურნალისტსაც რომელმაც სტატია დაწერა მაგრამ არ მიპასუხეს :( ძალიან მაღელვებს იმ ორი საწყალი და ძალიან უტვინო ენოტს ბედი :(

11 comments:

Keti said...

ვახ! მანდ ზოოპარკი არ არსებობს ან ვეტერინარი? რომ გასინჯოს და თქვას და არა ის, რომ შეიძლება ავად იყვნენ.
თავისით როგორ ჩამოვიდოდნენ, იქნებ მეკობრეების ამბავია და გალიიდან გამოსვლა მოახერხეს?? გემზე კი პასუხისმგებლობას იხსნიან, ვითომ არ იციან...

შემეცოდნენ ძალიან, რატომ უნდა დააძინონ!

Tomushka said...

ამათი მეკობრეობის ამბავი ძალიან გამიკვირდებოდა, იმიტომ რომ არავის არ უნდა ეს ცხოველი, ყველგან სადაც არიან დიდი ”არეულობას” იწვევენ. არ ერიდებიან ადამიანებს, ჭამენ და ანადგურებენ ყველაფერს. სახლშიც კი ვერ გააჩერებ.

სანამ ზოოპარკში გადაიყვავენ, მანამდე უნდა გაიარონ კარანტინის ზონა რომელიც ხშირად 6 თვემდე გრძელდება (სხვათაშორის მანდედან რომ ძაღლი წამოვიყვანო, ისიც კი უნდა დავტოვო კარანტინზე)და ალბათ არ უღირთ!

Keti said...

რა უცნაური წესები ყოფილა...
ნუ, ჩემთვის უცნაური. მეგონა უფრო ადვილი იყო.
ცოდოები არიან :(

Keti said...

ბრაკონიერები ვიგულისხმე და მექანიკურად აგიყოლიე :)))

Tomushka said...

Keti - შეიძლება ბრაკონიერებსაც წამოეყვანათ, თუმცა ზემოთაც დავწერე იმდენად უშიშარი ცხოველები არიან, არ გამოვრიცხავ გემზე რომ აპარულიყვნენ თავისით საჭმლის ძიებაში.

Keti said...

საწყლები.
ჰო, ეტყობა ადამიანებს არ უფრთხიან..

ჩორვენი¹³ said...

vax arada enoti araa mase erti xelis mosmit msoaklavi arsebaa!! blin saqartveloshi gamogzavnonm ha?? aq ar gvyavs zoparkshi cxoelebi da!!!

Tomushka said...

ჩორვენი¹³ - საქართველოში უნდა იყვნენ ენოტები. ევროპაში მაგთი ერთ ერტი გავრცელების არეალი კავკასიაცააა.

clown said...

ყოველგვარი ანალიზების გარეშე აპირებენ დახოცვას? :|


არადა როგორი საყვარლები არიან :შ

როდრიგო said...

ვა სკანდინავიაში ხდება ესეთი ამბები?
ან ზოოპარკში წაეყვანათ, ან გამოკველევბი ჩაეტარებინათ ან თავიანთ ქვეყანაში გადაეყვანათ...
ჰმ, აბა თუ წერილზე გიპასუხეს, დასწერე;)

ika_l said...

საწყლები :( მაგარი კაცები არიან ძაან :)