Jun 3, 2010

გულისწასვლამდე გემრიელი მარილიანი მაფინები :)

ისეთი გემრიელი მარილიანი მაფინები გამომივიდა თქვენც რომ არ გასწავლოთ ხომ მომკლავს დანაშაულის გრძობა :) თავიდანვე გაფრთხილებთ, რომ ძალიან გემრიელი მაფინებია და ძაააალიან იოლი გასაკეთებელი, მაგრამ სამწუხაროდ ერთი ნაკლი აქვს - ძალიან მალე იჭმევა

გამოსაცხობად დაგჭირდებათ მაფინის ან კექსის ფორმა.

გემოს მისაცემად კი ფეტა ყველი 100 გრამი, სალიამი 200 გრამი, მზეზე გამხმარი პომიდორი 50 გრამი, ზეთისხილი 10 ცალი, ერთი რგოლებად დაჭრილი ხახვი, ბაზილიკა, ქინძი მარცვლებში (შეგიძლიათ ის შიგთავსი გამოიყენო რაც გაქვთ! მე რაც მქონდა ის მივეცი).
მოვზილოთ ცომი - 100 გრამი კარაქი გავადნოთ, დავამატოთ 2 ცალი კვერცხი და კააარგად ავურიოთ, დავამატოთ 400 მლ რძე, მარილი და 1 ს.კ. საცხობი ფქვილი. ამ ყველაფერს დავუმატოთ ჩვენი გემოს მისაცემად გამზადებული პროდუქტტები და კიდევ ამოვურიოთ. ნელ ნელა შევაზილოთ იმდენი ფქვილი რომ სქელი არაჟნის მასის მაგვარი მივიღოთ.

ჩვენი მაფინის მასა ჩავასხათ ფორმებში ან ცხიმწასმულ კექსის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე :)

გემრიელად მიირთვით :)

13 comments:

Da-v-iD said...

უუუ, მომინდააა :(

Tomushka said...

ადვილიაააა გასაკეთებლააადოოოო :)
ხოდა წაიექსპერიმენტე იმით რაც გაქვს :)

Da-v-iD said...

:)
amerikan eqspresit uketesi gamomdis vidre gulemshi :)

ჩორვენი¹³ said...

mariliani mafinebic tu arsebobda agar vicodi :D

Tomushka said...

ჩორვენი¹³ - ყველანაირი არსებობს რასაც ფანტაზია გასწვდება :)

clown said...

მარილიანი?

ვაა რა მაგარია ^_^

zicke said...

კარგი რაა თომუშკა დაგიშავე რამე ? ^_^ დილით მოვედი სამსახურში მეილები შევამოწმე და ვიფიქრე ბლოგებს გადავხედავთქო და უცებ რას ვხედავ მაფინებიიიიი, გულისწასვლამდე მომინდა :)))არადა დღეს 7 საათამდე იოგურტის ჭამა მაინც თუ მოვახერხე ბედნიერი უნდა ვიყო :)

Tomushka said...

clown -როგორც ვხვდები მაფის სახელი ”მაფინი” ქვია იმ ფორმის გამო რომელშიც ჩხვება (ისევე როგორც კექსი) ამიტომ გამოდის მარილიანი მაფინები :)

zicke - მთელი დღე შიმშილსა და იოგურტზე აპირებ ყოფნას? ყოველდღე მასეა თუ მხოლოდ დღს?

Na[Na]Ko said...

სიმართლე, რომ გითხრა, ასეთი რაღაცები არ მიყვარს... :შ

Tomushka said...

Na[Na]Ko - tkbili mafinebi ufro mogcons? :)

Katieé.Ge said...

მინდააა
მაფინი ისე მიყვარს, სულერთია მარილიანი იქნება თუ ტკბილი.

საცხობი ფქვილი დროჟია?

Katieé.Ge said...

http://mniamnia.blogspot.com/2010/06/by-tomushka.html

გადავპოსტე :blush:

Tomushka said...

Katieé.Ge - საცხობი ფქვილი არის იგივე Baking powder. თუ საცხობი ფქვილი (გამაფხვიერებელსაც ეძახიან) არ გვაქვს მაშინ სოდა უნდა გამოვიყენოთ (ძმრით).

1.ს.კ საცხობი ფქვილი იგივეა რაც 0.5 ს.კ. სოდა.

პ.ს. შენ ნახე ამ საღამოს რა მაგარი რეცეპტი დავდო. დაცემა არ ადგომა კერძია :) სილამაზით ვერ დაიკვეხნის მაგრამ გემო აქვს სასწაული.