Jun 2, 2010

ისტორიები ბავშვებზე

რატომ მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი? იმიტომ რომ შეიძლება 8 თვის ბავშვი მოიყვანო ლექციაზე და ამით ლექცია არ ჩაიშალოს :)

ასე მოხდა დღესაც :) ჩემმა ჯგუფელმა თავის ციცქნა ბავშვი მოიყვანა, ბაია მამის მუხლებზე წყნარად იჯდა მთელი 1.30 საათის განმავლობაში და ყველის ჩხირებს ახრამუნებდა :) ლექციის შემდეგ ჯგუფური დავალება მოგვეს და ბიბლიოთეკაში ჩავედით, რათქმაუნდა ბავშვიანად, ხოდააა აი იქ კი აჩვენა ბავშვმა თავის ნამდვილი ხასიათი - კუნჭული არ დაუტოვებია რომ არ გაფოფხილიყო :) საბედნიეროდ თაროებს არ შესწვდომია და წიგნების დალაგება არ დაუწყია, მისი ინტერესი მხოლოდ ხოხვა იყო :*

სახლში რომ მივდიოდი კიდევ სხვა ამბავს შევესწარი, ესეც ბავშვებთან დაკავშირებით. ავედი ტრამვაიში და ვხედავ ვაგონი სავსეა 6-7 წლის ბავშვებით, რომლებსაც სძინავთ :D ჭარმოიდგინეთ მთელი ვაგონი სკამებზე ჩაძინებული პატარა ბავშვებისა, ძალიან საყვარელი სანახავი იყო, ხოდა მეც ვიდექი და ვუყურებდი როგორ სძინავთ, მაგრამ ჩვენს გაჩერებამდე ერთი გაჩერებით ადრე ძაააალიან სასაცილო სიტუაცია ”გაიჩითა”. თქვენ თუ იცით რა ძნელი ყოფილა დაღილილი და მძინარე ბავშვების გაღვიძება? მასწავლებლები დადიოდნენ, ანჯღრევდნენ ბავშვებს, ესენი კიდე ყურსაც არ იბერტყავდენ და ისევ აგრძელებდნენ ძილს. როგორც იქნა ზოგი გააღვიძეს, ზოგიც კიდევ მძინარე მდგომარეობაში იყო მე რომ ჩამოვედი ტრამვაიდან :)

პ.ს. კიდევ ერთი ზანგი ვნახე, ხორვლისფერი თმითა და მწვანე თვალებით! რა ლამაზი იყოოოოოოოოოოო :)

7 comments:

all about me said...

Chemi shvili 2 clis gaxdeba seqtrmbershu da tu Silur vagvidzeb xolme tvalebi aqvs daxuchuli da icinis xolme da iqit trialdeba ro Ar gavagvidzo:)))

Tomushka said...

sayvareliii :*

clown said...

ვაა...
ლექციაზე წყნარად იჯდა? O.o



რა მაგარია ტრამვაი მძინარე ბავშვებით ^_^

ნან said...

საყვარლები :)

როგორ შეიძლება გააჩერო ბავშვი ლექციაზე ამდენ ხანს წყნარად? რამე მეთოდია თუ თვინიერია ბუნებით? :D

Tomushka said...

ნან - წყნარი ბავშვია როგორც ჩანს :)

clown- ხო, ჩემი ქმარი ამბობს ლეტორის ბრალია, მაგენი ისეთ ხმაზე ლაპარაკბენ დიდებსაც კი ეძინებათ და ბავშვს რა მოუვიდოდაო :D

სიყვარულოვნა said...

ტრამვაი კიდე დადის? :O
ბავშვობაში ვგიჟდებოდი ტრამვაიზე...
და დღეს ბავშვებზე ვგიჟდები...
მაგრამ არაგონია ცემი შვილი ლექსიებზე ვატარო...

maito said...

ტრამვაი? ვა კიდე არსებობს? აი, ეგრე ვიყავი მეც, თუ დავიძინებდი, მერე ვეღარ მაღვიძებდნენ ხოლმე და მაგის გამო ერთხელ მამაჩემმე წყლით სავსე კასრში ჩამაგდო :):):):):):):):):):):)