Jun 14, 2010

14 Hours :)

მოვახერხე ცოტა რომ დავწერო ჩემი 14 საათიანი მოგზაუrობის შესახებ. ცაში გატარებულ დროს თუ გამოვაკლებთ აეროპორტში დაალოებით 8 საათი მომიწია ყურყუტი და თქვენი აზრით რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა 8 საათის განმავლობაში ისეთ პატარა აეროპორტში როგორიც ვენის აეროპორტია?! პირველ რიგში გეტყვით რომ ვუყურე ფეხბურთის ორ მატჩს :P , ვუყურე ფორმულა ერთს და ძაააალიან, ძალიან ბევრი ვუყურე ხალხს.

ფეხბურთის შედეგებისა და ფორმულა ერთი შედეგების შესახებ ისედაც გეცოდინებათ, ამიტომ პირდაპირ ხალხზე გადავალ. ჩემი დაკვირვების მიხედვით იტალიელებზე და რუსებზე ხმაურიანი ხალხი არ ყოფილან მთელ აეროპორტში. კი, სხვა ეროვნების ხალხიც ერთად დადიოდა, მაგრამ ისეთი ხმაური რომელიც ამ ეროვნების წარმომადგენლები გამოსცემდნენ, არავის გამოუცია. ბავშვები კიდევ სხვა საკითხია, ყველა ბავშვი დარბის და დაგიჟაობს აქეთ იქით მაგრამ იტალიელი ბავშვები უფრო მოთავხედო ტიპები იყვნენ. ევროპელების ყურებაში გავატარე ასე 3-4 საათი, შემდეგ გადავკვეთე საპასპორტო საზღვარი და თავი ამოვყავი ბარიკადების მეორე მხარეს. ფოიე საშინლად ნაგვიანი იყო, ხალხიც უფრო მოწყენილი, შედრებით მცირე რაოდენობით ევროპელები მაგრამ ბევრი აზიური სახე - მონღოლები, აზერბაიჯანელები, სომხეები და ა.შ. იქც ვიჯექი და ხალხს ვუყურებდი.

თავიდან ჩემი ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა დედა შვილმა. ბავშვი დარბოდა აქეთ იქით და დედაც მორჩილად დასდევდა :D ერთგვარი თამაში იყო მათ შორის. მათი ყურება რომ მომბეზრდა, საბედნიეროდ ფეხბურთი დაიწყო და ვიღაც აზილებეთან ერთად გერმანელებს ვგულშემატკივრობდი, ესეც რომ დამთავრდა გავიარე უსაფრთხოების ზპნა და ჩავედი მოსაცდელ დარბაზში სადაც ბეევრი ქართველი იყო. იქაც ჩემი ყურადღება ახალგაზრდა დედა შვილმა მიიქვია. ბავშვი დარბოდა აქეთ იქით, მაგრამ ზემოთხსენებულ შემთხვევისაგან განსხვავებით დედა იჯდა და ყვიროდა "ჩამოვარდე, გაიჭედები, გადაყირავდები ...." ბავშვიც უფრო და უფრო გიჟდებოდა და დედას ეუბნეოდა "დედა მიყურე რას ვაკეთებ, მიყურე სად ვარ " მოკლეთ ერთი კივილ წივილი იყო და მივხვდი რომ დედა არ იყო მზად დედობისათვის, და თავისი შვილის ქცევის მიზეზის ერთი მთავარი მომენტიც კი ვერ დაიჭირა. როგორც იქნა "ავედით" თვითმფრინავში და იქა კიდევ მქონდა ტიპიური ვერსია ქართულად დაკერვისა. ბორტგამვილებელი უხსნის გასასვლეთან მჯდომ ადამიანებს რომ ეს არის "სექიურიტი ექზით" და რომ ასე და ასე უნდა მოიქცე, ხოდა ერთი მამაკაცი (ეროვნება გამოიცანით :D ) ეუბნება "ვითომ გვიშველიან? რაც არ უნდა იყოს ნუ ნერვიულობ მე მოგხედავ, პერსონალურად ვიზრუნებ შენზე" :D

მოკლეთ ასე ხუმრობა ხუმრობაში ჩამოვაღწიეთ თბილისამდე, გაგიკვირდებათ და თბილისის აეროპორტში წინა ჩამოსვლისაგან განსხვავებით, სუფთა tualetebi დაგვხვდა.

5 comments:

bluekittie said...

ვაიმე ვენის აეროპორტი =)))
ზეპირად ვისწავლე... ერთხელ ხანგრძლივი დაძაბულობის, პასპორტისა და ბილეთის პოლონეთის სხვა ქალაქში დატოვებისა და ამის კრაკოვში აღმოჩენის, მერე კი მატარებლით ვენამდე მგზავრობის შემდეგ აეროპორტში მთელი ღამე გავატარე, ხან ერთ სკამზე მეძინა, ხან მეორეზე. ხან ერთ დაკეტილ მაღაზიას მივადგებოდი, ხან მეორეს. ბოლო გათენდა და სენდვიჩიც მეღირსა მაგრამ რაც მე იმ 12 საათის განმავლობაში ვიტანჯე :-S

Keti said...

რა მაგარია??!!:) ჩამოხვედი! :))
აეროპორტის ამბები მომეწონა, დედა–შვილების – განსაკუთრებით :)

Tomushka said...

Keti - ki chamovedi. xoo deda shvli magari iko, igive vnaxe mtacmindaze cuxel game :D

Keti said...

კიდევ ბევრს ნახავ :დ

ამაზე მეც ხშირად მიფიქრია – როგორ ზრდიან ბავშვებს, მერე უკვირტთ მოზარდობისას და უფრო დიდ ასაკში პრობლემები რომ აქვთ და ვეღარ უგებენ ერთმანეთს

Sophie Golden said...

რამდენადაც პოსტი საინტერესო იყო, იმდენად პატარა ასოებია და აღქმა ძალიან ჭირს. იქნებ, დიზაინი შეცვალო და ისეთი დააყენო, გემოზე რომ წაეკითხვინოს ადამიანს პოსტები.

WELCOME HOME :)