Jun 23, 2010

10 days left :)

ჩემი არდადეგების ნახევარმა თვალს და ხელს შუა ჩაირბინა. "კუდის" მოქნევაც ვერ მოვასწარი და აგერ 10 დღე უკვე გავიდა, სულ რაღაც ათი დღე დარჩა და ეგაა. ყველაფერი ისე მიდის როგორც დავგეგმე, ვისვენებ მშვენივრად და ვერთობი ჩემს დიშვილებთან ერთად რომლებიც ძალიან გადარეული ბავშვები არიან და ყოველდღე რაღაც ახალ და სასაწაულს აკეთებენ ან ამბობენ :) მოკლეთ ძალიან სასაცილოები არიან :) ასევე ჩემდა სასარგებლოდ ამინდიც კარგია, ეს წვიმა და ავდარი სულ არ მადარდებს, პირიქით მომწონს კიდეც.

ჩემი ახლობლების და მე გობრების გარდა ასევე მქონდა ერთი ძალიან თბილი შეხვედრა რამოდენიმე ბლოგერთან. პოეტ ქეთი გზირიშვილთან რომელიც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა როგორიც მეგონა, სევდიანი, რომანტიკული და ძალიან საყვარელი, ამავე დროს კი ძალიან ჭკვიანი, ასევე ბლოგერ zurriuss - სთან რომელიც ძალიან ენერგიული, ასევე ჭკვიანი და ძალიან საყვარელი ბიჭი აღმოჩნდა :) მოკლეთ მიხარია რომ ეს ორი ადამიანი გავიცანი და ახლა შემიძლია ვთქვა რომ ბლოგერული და ონლაინ ნაცნობობის გარდა, პირადი ნაცნობობაც მაკავშირებს :)

რას ვაპირებ მომავალ ათ დღეში? უფრო აქტიურ დასვენებას. იმედი მაქვს შევძებ ვნახო კახეთი და ქართლის რამოდენიმე ღირშესანიშნაობა, ასევე იმედი მაქვს რომ რამოდენიმე ფეხით ლაშქრობას მოვაწყობ :)

4 comments:

როდრიგო said...

magaria ;)

Keti said...

ტომუშკა :* :* :)))
ძალიან გამიხარდა, რომ გაგიცანი! შენც ისეთი აღმოჩნდი, როგორიც წარმომედგინე – ჭკვიანი, კარგი მოსაუბრე, ლამაზი და უსაყვარლესი გოგო! ისე სავსე წამოვედი შეხვედრიდან...

Keti said...

მომდევნო 10 დღის ამბებს ბლოგზე ველი : )

vasasi said...

mec minda sheni gacnoba.. :user: