May 28, 2010

iPhone - მეცამეტე თვითმკვლელობა

ჩინეთის Apple (iPhone) ფაბრიკაში აი უკვე მეცამეტე თანამშრომელი გადმოხტა ფაბრიკის სახურავიდან და თავი მოიკლა. გთხოვთ დაფიქრდით და სანამ მომდევნო პარაგრაფს წაიკითხავთ მითხარით - თქვენი აზრით რა გადაწყვეტილბას მიიღებდა ფაბრიკის დირექტორი?

ფაბრიკის დირექტორი, თავისივე შამფურს რომ არ დაწვავდა ნათელია, მაგრამ მისი გადაწყვეტლება მართლაც რომ შოკის მომგვრელია. მან გადაწყვიტა რომ ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვით თანამშორემელს არ აქვს თავის მოკლვის უფლება (თავი რომ მოიკლას მაინტერესებს რას იზავენ მაგრამ მაინც) გარდა ამისა, ხელშეკრულებაში იდება პუნქტი რომლის მიხედვითაც თუ ფაბრიკის მენეჯერ-დირექტორები ჩათვლიან რომ თანამშრომელს ფსიქიკური მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებელია, მათ აქვთ თანამშრომლის ფსიქიატიულ საავადმყოფოში გაგზავნის უფლება.

სამწუხაროდ, არავი საუბრობს იმაზე რომ ჩინეთში მშრომელის უფლებები საერთოდ არაა დაცული, რომ ხალხი 12-14 საათი მუშაობს, ადგილზე სძინავთ, ადგილზე ჭამენ და ეს ყველაფერი მიზერული ხელფასის სანაცვლოდ. რათქმაუნდა ეს ყველაფერი გლობალიზაციის ბრალიცააა, ბევრი ევროპული (და არა მარტო) ფაბრიკა და ბრენდი გადადის ჩინეთში სწორედ ამ იაფი მუშახელის გამო, მაგრამ სამწუხაროდ არავინ კითხულობს როგორ გრძონებენ ეს ადამიანები თავს.

Sours: Thirteenth employee at China's iPhone factory attempts suicide amid row over working conditions

13 comments:

clown said...

ცოდოები არიან :(

თან იმიტომაა მაგათი ნაწარმი უხარისხო :შ

Zurriuss said...

ციკლიდან "ამათ სულ გარეკეს"

Keti said...

დამაინტერესა – რიტუალურია ამ ქარხნის სახურავიდან გადმოხტომა? სხვა ადგილს რატომ არ არჩევენ :)

მერე
ეგ პუნქტი მომეწონა :)) ალბათ რაიმე ვალდებულებას აკისრებენ ახლობლებს, თორემ მართლა – მაინც რომ გადმოხტეს, მერე რა.. რა უსიამოვნოა – როცა ხელს აწერ ხელშეკრულებას, რომელშიც პოტენციურ თვითმკვლელად გთვლიან. უნებურად ამ საკითხზე გაფიქრებენ.

გაგზავნის უფლება ჰქონდეთ, რას ნიშნავს. მაგრამ სამსახურში მიღებისას ფსიქოს ცნობას კი უნდა თხოვდნენ, როგორც მძღოლებს, ისე... მართლა მიფიქრია ხანდახან, ზოგიერთის გამო :))

all about me said...

ciduebi arian mara imdeni arian ro samsaxuris problemaa a amitom ucevt 15 centze mushaoba,ik 15 centi kai pulia kovel shemtxvevashi tavs gaitan.

Tomushka said...

clown - ხარისხიანიც არის და უხარისხოც. ხარისხიანს ვერ ვწვდებით ჩვენ, ძალიან ცნობილი ბრენდები აქარმოებენ მას ტანსაცმელს ჩინეთში, რომელიც ძალიან ძვირია ევროპაში. უხარისხო კი არის პატენტი, რომელთანაც ბრენდებს გამუდმებული ბრძოლა აქვთ, უშედეგო.

პატენტს რომ ვერ გაუმკლავდნენ,ადიდასმა აბსოლიტურად ყველა ქარხანა დახურა ჩინეთში.

Keti - ფსიქო კარგი აზრია, თუმცა მაგის გამო ვერ დაბრაკავ ადამიანს, ანუ ვერ დაბრაკავ თუ ის საშიში არაა ადამიანისათვის (დღეს ვსაუბრობდით ამ კანონებზე და დავწერ პოსტს როგორ ხდება რეგულაცი აქა), გარდა ამისა, ტესტებში ძნელად თუ დაიჭერ ამ მომენტს. ფაქტია ეს ადამიანები სტრესს ვერ უძლებენ და პროტესტის ნიშნით იკლავენ თავს რომ საზოგადოებამ ქარხანას მიაქციოს ყურადღება.

all about me - არაა ბევრი ფული, სამუშაოს შოვნაც ძნელია მითუმეტეს რომ მოსახლეობის უმრავლესობა უწიგნურია, მაგრამ ადამიანები არიან და უფლება აქვთ ნორმალური სამუშაო პირობების! მითუმეტეს რომ სამუშაო ხელი ბევრია, ამიტომ შეიძლება უფრო მეტი სმენის დაქირავება და 24 საათიანი ანაზრაურების სამ სმენაზე გადანაწილება.

ჩორვენი¹³ said...

me darcmunebuli viyavi rom saxuarzve asasvleli karebi da yvela fanjara amorazes :D

da ise simartle rom vtqvat amdeni arian da reagacaze xom unda imushavopn xoda racaa egaa

როდრიგო said...

ra sashinelebaa:(

Keti said...

პროტესტის სხვაგვარად გამოხატვის საშუალება არ აქვთ? მანიფესტაციებით, სტატიებით.. არ ვიცი. ასეთი "გმირობა" არ მესმის.

Tomushka said...

Keti -მანიფესტი სამსახურიდან გათავისუფლების ტოლფასია. არც მე ვამართლებ მსგავს პროტესტს.

unaamarga said...

ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით, თვითმკვლელობა საერთოს სისხლის სამართლის წესით ისჯება! საინტერესო შემთხვეაა, გვამის გასამართლება! აი, თუ საცოდავ თვითმკვლელს შემთხვევით გაუმართლა და გადარჩა, ოოო, ტუგა ბუდეტ იმუ! :)

BUDDHA said...

თუნდაც პროტესტი დავარქვათ. ეშველა ვინმეს მაგ პროტესტით რაიმე? :(

პირიქით დარჩენილი მუშებისათვის უფრო გაუსაძლისი იქნება მუშაობა. ახალი ვაკკანსიები კი უფრო ძნელი ასარჩევი გახდება :(

Lord Vader said...

იქ კომუნიზმია და დიქტატურა.
ამიტომაც მუშაობენ ეფად...

NB-ზე რომ დავწერე პოსტი იქ მოვიყვანე ეგ მონაცემები - განსხვავება NB-ს იამერიკე და ჩინელი მუშის ანაზღაურებას შორის... თუმცა, ტველაფერი ფარდობითია. ეგ დაბალი ხელფასი ჩინეთისთვის არაა ძალიან დაბალი.

Tomushka said...

Lord Vader - იმდეანად დაბალია რომ ბინას ვერ ქირაობენ.

ახალი ჩინური საერთო საცხოვრებელბის შესახებ თუ შეგხვედრია ინფო? ოტახები უჯრებივითაა, დაერთადერთი რაც მასში ეტევა არის საწოლი და ერთი მაგიდა. მეტი აბსოლიტურად არაფერი. და მაგ მუშახელს აი ასეტი ბინების ქირაობა შეუძლიათ.

სადაა პირადი ცხოვრება? სადაა ბალანსი ?