May 30, 2010

თბილისის მომავალი მერი - შენ იყავი არჩევნებზე?

დღეს 30 მაისს ჩატარებულ არჩევნებზე რომ არ დავწერო არ შემიძლია. ვაკვირდები ხალხის რეაქციას და მე მიკვირს თავად, უგულავა რომ გაიმარჯვებდა ვინმეს ეჭვი ეპარებოდა? თუ კი მაშინ რატომ?

იმას არ ვამბობ რომ გიგი არის ოქრო კაცი, ყველაფერს აკეთებს და უბრალოდ იდეალურია, არა სულაც არაა ასე, საქმე იმაშია რომ ეს კაცი, ლაპარაკის გარდა სულ მცირე, რაღაცას მაინც აკეთებს.

რეალურად, ენის ფხანვის გარდა რას აკეთებენ/აკეთებდნენ მერობის სხვა კანდიდატები (ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა), არაფერს ხო? დგანან და ლანძღავენ უკვე გაკეთებულს, შედეგს რომელიც თვალსჩინოა. შე კაი ადამიანო გააკეთე შენც რამე, დაგვანახე რომ ლაპარაკის გარდა საქმეც შეგიძლია და ხმასაც მოგცემთ. გარდა ამისა, უნდა ავღნიშნო რომ ოპოზიციამ ძალიან წააგო იმით რომ არ გაერთიანდა, მგონია რომ გაერთიანების შემთვევაში უფრო კარგი შანსი ექნებოდათ, გარდა ამისა, ხალხიც დაინახავდა რომ ამ ხალხს, ერთად ყოფნა შეუძლია და მომავალში გამარჯვების შემთხვევაში არ დაჭამენ ერთმანეთს.

არ ვიცი არჩევნები დარღვევებითა თუ დარღვევების გარეშე ჩატარდა, ფაქტია გიგის გამარჯვებაში ერთი წუთი არ შემპარვია ეჭვი!

3 comments:

all about me said...

im sxva kandidats ar aqvs imdeni pui rom daganaxos risi gamketebelia rogorc exlandeli meri,me saertod ara politikuri adamiani var mara chemi azrit saqartveloshi kvelas pirveloba rom gvinda da opozicia ert kandidatze ver shetanxmnen imitom vart eset dgeshi da sanam chkuas ar iscavlian igre iqneba sul.

Tomushka said...

all about me - მარტო ფულზე რომ იყოს საქმე. არც კეთების ინიციატივას ვხედავ სამწუხაროდ, თორემ აგერ ფორუმელებს ფული არ აქვთ მაგრამ ხან რომელ ბავშვთ სახლს ეხმარებიან, ხან რომელს.

Keti said...

ჰო, მაგალითად, თოფაძემ თქვა – არ მომეცით ხმა და მშვიდობაშ მოიხმარეთ უგულავაო. არჩევნების დროს რომ ახსენდება ხალხი და საქმის დაპირება, მას ხომ აქვს საწარმო, ფულიც არანაკლები, შეუძლია 4 წლის მანძილზე პატარ–პატარა საქმეები მაინც დაანახოს ხალხს, მცდელობები მაინც. ეს დაბოღმილის პოზიციით კარის გაჯახუნება იციან მარტო.
გაერთიანებით კიდევ არ გაერთიანდებიან – ამბიციებს რა უყონ მერე.