May 19, 2010

როცა ეზოში აყვავდა ბალი :)

ჩვენ ეზოში ბალი აყვავდა. ჯერ ცუდი ამინდები იყო, ახლა ცოტა გამოვიდა ამინდი, დათბა. ხეებმაც არ დააყოვნეს უცებ დაიძახეს ”ბახ” და სრულიად გადათეთრდნენ :) იმედია არ მოყინავს :) მიყვარს ზაფხულობით ამ ბლის ხეების ყურება, უმრავი თოლია ეხვევა და მიირთმევს გემრიელად მწიფე ნაყოფს :)

6 comments:

Keti said...

ადამიანები არ კრეფენ ამ ნაყოფს?

ლამაზი ხეებია :)

Na[Na]Ko said...

აუ, რა ლამაზიაა... :)))

Tomushka said...

მხოლოდ ბაშვები მინახავს ხეებზე. ისიც დაბლა. მაღლა კი ან ეშინიათ ასვლა ან არ ვიცი, ამიტომ ჩიტები აგემოვნებენ ყველაზე კარგ ნაწილს :)

kanario said...

chitebsac xom undat gemrieli sasusnavi?! :)

clown said...

ra lamazia ^_^

Lord Vader said...

ვინ დაკრეფს - ეს ხომ გერმანიაა.
ყველა ხეზე აწერია - ბალის დაკრეფა აკრძალულია.
დაბლა - ბალახის გათელვა აკრძალულია.
გარეთ - ღობეზე გადაძრომა აკრძალულია.

ამაზე ჯერომ ჯერომს უწერია ძალიან სასაცილოდ. ოღონდ სამნი ნავში რო იმაში არა. მაგის გაგრძელებაა სამნი ბორბლებზე - გერმანიაზეა ზუსტად.