May 16, 2010

კიდევ ერთი გემრიელი მიგნება :)

კერძის მომზადებამდე იცით რა მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად? როცა პროდუქტებში შეზღუდული ვარ და მინც მინდა რაიმე გემრილის მომზადება. შეზღუდვა სხვადასხვაგვარი არსებობს მაგლითად შეიძლება ბევრი სახეობის პროდუქტი მქონდეს მაგრამ ერთი პომიდორი, ერთი ბულგარული და ა.შ. დღეს მინდა გასწავლოთ მორიგი შეზღუდვის შედეგი.

ოთხი პორცია კერძისათვის გამოვიყენე 4 საშუალო ზომის სტაფილო, სამი პომიდორი, ძრიხის ხორცის ოთხი სიფრიფანა ნაჭერი, ერთი ყაბაყი, 4 კბილი ნიორი, ერთი ბულგარული და ბეეეეეევრი ბევრი ხახვი. შედეგად კი ძალიან გემრიელი კერძი გამოვიდა.
1. ვიღებთ ყაბაყს და ვჭრით ოთხ თაბანარ ნაწილად (იხილეთ სურათი 2) თითოეულ ნაწილს კარგად ამოვღრუტნით და შიგნეულობას შევინახავთ. შემდეგ ვამზადებთ ყაბაყის დასატენ მასას - ზეთში ვშუშავთ 2-3 თავ წვრილად დაჭრილ ხახვს, დახეხილ სტაფილოს, თხლად დაჭრილ ნახევარ ბულგარულ წიწაკას. გემოვნებით ვამატებთ პილპილს, ნიორს და მარილს. ვშუშავთ 15 წუთი და ამ მასით ვტენით ჩვენ ამოღრუტნულ ყაბაყს (ბადრიჯანიც შეგიძლიათ გამოიყენოთ)

2. ხორცის თხელ ფირფიტებს კარგად ვრეცხავთ, ვაშრობთ, ვაყრით მარილს და პიპლილს, შემდეგ ვწვავთ ზეთში, ნახევარი წუთი თითოეულ მხარეზე (ზეთის გამო რევოლუცია გექნებათ სამზარეულოში, მაგრამ ხანდახან მსხვერპლი უნდა გავიღოთ). ხორცის ნაჭრებს სათითაოდ ვახვევთ ჩვენს დატენილ ყაბაყებს და კბილის საჩიჩქნი ჩხირებით ვამაგრებთ.

3. საბოლოო სახე - ვიღებთ ღრმა, ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელს (თავსახური რომ ეფარებოდეს კარგად ისეთს) ვასხავთ 2-3 კოვზ ზეთს, ვაყრით ერთ დაჭრილ ხახვს, ყაბაყის გადანახულ შიგნეულობას, წვრილად დაჭრილ პომიდორს და ლამაზად ვდებთ ჩვენს ხორციან ყაბაყებს. თუ ყაბაყის ნაჭრები არ დაიფარა სასურველია ბულიონი დაამატოთ. თუ ბულიონი არ გაქვთ მაშინ თეთრი ღვინო პირდაპირ მისწრება იქნება. თვდახურულ ჭირჭელს ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე ასე 1 საათი, შიგდაშიგ ვამოწმებთ წყალმა ხომ არ დაიშრო. სულ ბოლოს ვამოწმებთ მარილზე, პილპილზე და ვამატებთ ერთ კონა წვრილად დაჭრილ ოხრახუშს.

კერძი მიირთვით მაკარონთან ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად, ან კიდე ისე უარაფროდ ::P :)

Eng:
If u like the dish, let me know and I will translate it in English.

17 comments:

clown said...

შენთვითონ იგონებ ასეთ ზესიმპატიურ და გემრიელ რაღაცეებს? :შ

<3

Tomushka said...

ჩვენთვის, ანუ მე და ჩემი ქმარი :)
ისედაც როცა რამეს ვიგონებ და ეს რამე გემრიელიცაა ვისვენებ :) ტყუილად კი არ ქვია ამ პოსტებს Cooking therapy :)

:*

clown said...

სურათებს რომ ვუყურებ კუჭი მექავება :D :D :D :D

:ღორიარგეგონოთსმაილი: :უსერ:


:*

<3

Tomushka said...

clown - არ მგონიხარ, მეც მასე ვარ :D
axla ise mshia, is mshia tavmokvareoba rom ar makavebdes gadavchamdi samzareulos :D

Keti said...

აი, კიდევ :))
ასე გარედან შემოხვეული ხორცი პირველად ვნახე.. ისეთი პროდუქტებია გამოყენებული, გემრიელი უნდა იყოს!

clown said...

მეც ეგრე ვარ :შ


ცოტა გადამიარა შიმშილმა და დავინახე კიდევაც შენი პოსტი :შ

:D

Tomushka said...

Keti - კი და რაც მთავარია - ცოტა სახეობა და ყოველთვის რომ იყიდი :)
მაგალითად მაღაზიაში ხორცს რომ ვყიდულობთ, ვეტყვით ყასაბს თხლად აჭრას და მიირებთ თელ ფირფიტებს. ოთხი თხელი ფირფიტა კიდე 200 გრამზე მეტი არააა, სტუდენტსაც კი შეუძლია შეიძინოს :)

Anonymous said...

gemrieli kerdzi chans.

Lalena said...

აუ რამდენი გემრიელი რაღაც გცოდნია :)

Tomushka said...

Lalena - არ ვიციიიი, გზადაგზა ვიფიქრებ.

Nicole said...

ასეთ პოსტებს რომ ვკითხულობ შენს ბლოგზე, სულ მშივდება! :)

ნაზი said...

მეტირება :) ისე მშია

kanario said...

ხორცეული არ მიყვარს, მაგრამ გემრიელი ჩანს.. :)

Tomushka said...

როგორ მიხარია რომ მოგწონთ, მაგრამ უფრო მეტად გამეხარდებოდა რომ მოგესინჯათ და მოგემზადებინათ :)

სპეციალურად ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ ადვილი რომ ოყოს ჩვენთან შოვნა, თან ძვირიც რომ არ ღირდეს.

Anya said...

It looks so yummie delicious
I would love it
to tast it :))))))

tornike.ziziashvili said...

au,ra znelia samsaxuridan aseti ragaceebis kitxva da fotoebis yureba xom saertod :-/

samzareulo chemi sayvareli adgilia :D

ra tqma unda "orive " miyvars :D
gaketeba mere chama

Kate said...

როცა პროდუქტებში შეზღუდული ვარ და მინც მინდა რაიმე გემრილის მომზადება.
აუ მე კიდევ პირიქით, ამ მომენტს ვერ ვიტან. სულ მეშინია ხოლმე. ნუ არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე დიდად, მაგრამ მაინც.


მოაშორე ხახვი, ბულგარული და დიდი სიამოვნებით ვიგემებ (სად არის, თორემ კი)
ყაბაყი ძალიან მიყვარს.