May 14, 2010

როგორ მოვამზადოთ ძალიან გემრიელი პური?

დღეს ისეთი გემრიელი პურის გამოცხობა უნდა გასწავლოოოოოთ, ისეთი გემრიელი რომ პირდაპირ უგემრიელესი. ამ გემრიელი პურის გამოცხობისათვის სულ გვჭირდება 30-40 წუთი, მართლაც რომ არაჩვეულებრივია რადგან 1. ცომს არ სჭირდება ამოსვლა, ვზილავთ და ვაცხობთ და მეორეც გვჭიდება 3-4 ნაჭერი ლორი, ცოტაოდენი ყველი, მწვანე ხახვი, თუ გვაქვს ზეთისხილი, პომიდორი, პაპრიკა. თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, რაც მოგწონთ ის გამოიყენეთ. თქვენ აი ასეთი პური უნდა გამოგივიდეთ :)

ახლა კი დავიწყოთ მომზადება :) პირველ რიგში ვჭრით ჩვენს ინგრიდიენტებს თხელ და მოგრძო ნაჭრებად. ვათავსებთ თასში, ვსინჯავთ მარილზე და თუ აკლია ვამატებთ, ასევე გემოვნებით ვამატებთ პილპილს. წინასწარ ვხურებთ ღუმელს 200 გრადუსზე და ვიწყებთ ცომის მოზილვას: ორი ჭიქა ფქვილი, 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი (ან 1 ჩ.კ. სოდა) ერთი ჩაის ჭიქა წყალი, 1 ჩ.კ მარილი და 1 ჩ.კ. ზეთი. მოვზილოთ კარგი ერთგვარი ცომი, რომლის საბრტყელებელით გაბრტყელება შეგვეძლება. ( შენიშვნა: თუ ატყობთ რომ ფქვილი ან წყალი აკლია დაამტეთ!!)

მომზადება: ცომი გავყოთ ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გავაბრტყელოთ 3-4 მილიმეტრზე, მივცეთ სასურველი ფორმა, დავდოთ ფქვილ მოყრილ თუნუქის ფურცელზე და შიგთავსი თანაბრად დავადოთ. გავაბრტყელოთ ცომის მეორე ნაწილი და პირველს გადავაფაროთ. შენიშვნა: გვერდები ამოვუკეცოთ რომ წვენი და შიგთავსი არ გამოვიდეს! ჵური შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ. თავზე შეგიძლიათ დაფშხვნილი ყველი მოაყაროთ, გემრიელად დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით :)

17 comments:

clown said...

მმმმმ.. <3

რა გემრიელად გამოყურება :შ


ხოდა ისევ მომაშიე :@
:უსერ:

<3

Tomushka said...

clown - mec mshia :D

Katieé.Ge said...

რა საინტერესო პოსტები გაქვს :)
თუ სურვილი გაქვს, კულინარიულ ბლოგზე შემოგვიერთდი და იქაც დაპოსტე ხოლმე :) ოღონდ ამისთვის მეილი უნდა მითხრა, რომ მოწვევა გაგიკეთო:)

http://mniamnia.blogspot.com
ცოტა ხანში ვაპირებ რომ .გე დომეინზე გადავიტანო და ცოტა "დავანავაროტკო" :)

Tomushka said...

Katieé.Ge - შენ თუ მოგეწონება ხოლმე წაიღე პოსტები. ვერ შეგპირდები რომ დავპოსტავ.

ჩორვენი¹³ said...

shen chems mzareulur sul aboboqreb :D

imena mibizgeb imisken rom wona movimato da tan experimentebi vataro :D

Tomushka said...

ჩორვენი¹³ - ექსპერიმენტები ატარე, ბოსტნეულით და რამე დაბალ კალორიული პროდუქტებით და დაწერე მერე სასარგებლო პოსტები.

Katieé.Ge said...

კაი მე წავიღე, თრექბექებით :)) თუ წინააღმდეგი არ იქნები. ნუ, რასაკვირველია, საავტორო უფლებების მითითებით;)

Katieé.Ge said...

*წავიღებ.

Anonymous said...

რა გემრიელ რამეებია
დიეტა მვაიწყდება

ნაზი said...

რა გემრიელი რამეებია
მშივდება და დიეტა მავიწყდება

Tomushka said...

Katieé.Ge - რატომ უნდა ვიყო წინაამღდეგი? :D პირიქით მადლობა :)

ნინო said...

ტომუშკა ამდაგვარს ვაკეთებ ხოლმე ტარხუნით და კვერცხით, მაგრამ პურს რატომ ეძახი? ღვეზელია მაგი.

Natalia said...

omg, nerwyvs vegar vakaveb :D

BUDDHA said...

tomushka fsiqologiur zewilas axden chvenze :s
:D :D :D

სიყვარულოვნა said...

რა მადის აღმძვრელად გამოიყურება...
მომშივდასავით

Keti said...

ტომუშკა, შენ ხარ ჩვენი მომშიებელი და თვალის გამხარებელი :)
მართლა ლამაზ რამეებს დებ, ერთი ესაა, მე ნაკლებად ვკულინარობ, მაგრამ თუ რამე, ვიცი სად ვნახო გასაგებად დაწერილი, საინტერესო კერძები :)

Tomushka said...

xooo :*
da uceb rme swrafi da advili tu dagchirdeba ici sadac naxav :)