ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ სახლში მქონდა მიუსლი რომელსაც ვერ ვჭამდი მისი უცნაური გემოს გამო (კენკროვანი ხილით იყო), გადაყრა დამენანა ამიტომ ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და ფორუმელმა რთულიმ (ნინო ქვია სინამდვილეში) მითხრა აბა სცადე და პეჩენიები მოამზადეო :) ხოდა მეც ვცადე, ამ პოტშიც ამ მცდელობის შედეგს ვწერ :) რთულის რეცეპტი ვერ დავიცავი, რადგან დილას გამოცხობამდე ნეტში ვერ შევედი და ინტუიციით და წინა საღამოს წაკითხული რეცეპტიდან დამახსოვრებული ინფოთი მომიწია ცხობა :)გვჭირდება: მიუსლი, კვერცხი, ვანილი, გამაფხვიერებელი (ან სოდა), შაქარი ან თაფლი, კარაქი/მარგარინი, ქიშმიში/ან ნიგოზი, რძე, ფქვილი თვალის ზომით.
1. პირველ რიგში 80 გრამი კარაქი კარგად დავარბილოთ, ავურიოთ 6 ს.კ. თაფლი (ან შაქარი 150 გრამი, ან უფრომ მეტი თუ ძალიან ტკბილი პეჩენიები გიყვართ), 2 ცალი კვრცხი და ძაააალიან კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 1 ს.კ. ვანილი და ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (ან მწიკვი სოდა). დავამატოთ 300 გრამი მიუსლი (როგორიც გაქვთ, ან ქერის გერკულესი) , კიდევ ავურიოთ კარგად, 4 ს.კ. რძე. + 50 გრამი დაჭრილი ნიგოზი ან ქიშმიში ცომის კონსისტენცია უნდა იყოს ისეთი რომ ხელით ამოღება და პატარა ბრტყელი პეჩენიების გაკეთება შეგვეძლოს. ამიტომ თუ ცომი თხელია, ცოტა ფქვილი შეაზილეთ, ნელ ნელა და კარგად.
2. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ავიღოთ თუნუქის ფურცელი (იგივე ჟარუნა :D ) , დავაფინოთ საცხობი ქაღალდი (კალკა). ცომისაგან ხელით გავაკეთოთ პატარა გუნდები, და შემდეგ გავბრტყელოთ ხელის გულით. დავაწყოთ ”ფირფიტები” თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში :)
საბოლოოდ, თქვენ აი ასეთ პეჩენიებს გამოაცხობთ :)
Suggestions:
Cookies - ხრაშუნა და გემრიელი
Killer Pie
17 comments:
მინდა ♥ აუუ ძალიან
მოამზადე, ხო ხედავ ძააალიან ადვილია და 30 წუთში მოზელილიც გაქვს და გამოცხობილიც :)
მეც უნდა ვცადო... სექტემბრიდან მარტო მომიწევს ცხოვრება და უნდა ვისწავლო ცოტა დიასახლისობა :)
Garmèlia - ra xdebaa seqtembridaaan? :)
Semomiare xolme, gemriel ragaceebs dagaxvedreb :)
სტუდენტი ვხდები :) :)
კულინარიის ამბავში მჭირდება მასწავლებელი :)))) ცეზარის მეტი არაფრის გაკეთება არ ვიცი :D
Garmèlia - kakaz studentur sachmelebs vaketeb mec. advilebs martivi ingridientebit. sadme sxva qveyanashi midixar da marto icxovreb?
არა, მე თბილისში ვიქნები,მაგრამ მშობლები არ იქნებიან ჩემთან :)
ეგეთები მინდა მეც , სწრაფად და იოლად რომ მოვამზადო:D სავარაუდოდ, დატვირთული დღის გრაფიკი მექნება :))
რაც არ უნდა დატვირთული რეჟიმი გქონდეს, უნდა ეცადო ნორმალურად და დროულად იკვებო, თორემ ორგანიზმს დაიზიანებ და რაც მთავიარია ტვინს სჭირდება ვიტმაინები და მინერალები ნორმალური მუშაობისათვის. ისე გაგიჭირდება დატვირთული დღეების გაძლება.
რა სპეციალობას უმიზნებ?
როგორ გამოგდის ეგეთი ლამაზები :შ ?
სუნიც კი ვიგრძენი <3
:შ
:უსერ:
მომინდა :S :X
რა ადვილი ჩანს
და ლამაზადაც იღებ ხოლმე – ეს ყვავილები ძალიან საყვარელია :)
მომშივდა :)
ერთი ებრაული კაფეა ჩემს უბანში და იქ აცხობენ ასეთ პეჩენიებს, ჩაისთან ძალიან გემრიელია. ისე ცოტა ზედმეტად ტკბილად მეჩვენება.
Sophie Golden - ჩემი არ იყო ტკბილი, შეძლებისდაგვარად ნაკლებად ვაკეთებ ტკბილს.
მუსლი როგორ არ მიყვარს. :(((
წავედი ჩემი დის ნაჩუქარი შოკოლადი ვჭამო.
Kate - ხოდა თუ არ გიყვარს ნამცხვარში უძახე თავი. ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
და რომ გადავყარო???
Post a Comment