May 10, 2010

დახმარებისათვის მუდამ მზად მყოფი ოთხი თათი

ასისტენტ ძაღლებზე თუ გსმენიათ? თუ არა მაშინ მე მინდა მოგიყვეთ ამ სპეციალური ძაღლების შესახებ რომლებიც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს ალამაზებენ, აადვილებენ და რაც მთავარია ძალიან ცვლიან.

ეს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ორ ჯგუფად იყოფიან - ძაღლები პირველი ჯგუფიდან ღებულობენ გადაწყვეტილებებს, მეორე ჯგუფიდან ბრძანებებს ემორჩილებიან. ორივე კატეოგორიის ძაღლები ორი წლის განმავლობაში სპეციალურ სასწავლო პროგრამას გადიან. ადრეული ლეკვობიდან ისინი სწალობენ უამრავ რამეს მათ შორის მოძრაობის წესები, ბრძანებები - ჩააქვრე შუქი, გააღე /დაკეტე კარები, მომაწოდე დავარდნილი საგანი და ათასი სხვა რამე. მანამ სანამ პატრონი ძაღლს მიიღებს საჭიროა მისი მართვა იცოდეს ამიტომ მომავალი მეპატრონე ასევე გადის მინიმუმ ორ კვირიან ტრენინგს. ერთი პრობლემა ისაა რომ ეს ძაღლები ძალიან ძვირია 13 000 - 20 000 დოლარის ფარგლებში. (დაინტერესებული პირები ეწვიეთ ვებ გვერდს - 4 Paws for Ability)

ერთი ვიდეო რომელიც ძალიან საინტერესო საყურებელია.


ვისთვისაა რეკომენდირებული ასისტენტი ძაღლები? - განვითარება შეფერხებული ადამიანებისათვის, ადამიანებისათვის ვინც მიიღეს ტრამვა განვითარების გვიანდელ ეტაპებზე, ადამიანებისათვის ვისაც უჭირთ გადაადგილება და ა.შ. ყველაზე ეფექტურად ასისტენტი ძაღლები გამოიყენება აუტისტ ბავშვებთან, ეს უკანასკნელი სფერო ჩემი ინტერესის სფეროცაა.

ის თუ რატომ აქვს ძაღლს ასეთი დადებითი ეფექტი აუტისტ და ასპერგერის სინდრომიან ადამიანებზე ჯერ კიდევ დაუდგენელია. ფაქტია რომ ძაღლთან ურთიერთობის შედეგად, ადვილდება ამ ადამაინებთან კონტაქტის დამყარება, ადვილდება ურთიერთობა და რაღაც დონეზე მათი მართვაცაა შესაძლებელი (ამ სიტყვის დადებითი გაგებით).

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო ორ ბიჭუნაზე. ერთს აუტიზმი აქვს, მის ძმას კი ასპერგერის სინდრომი.


რატომ ხდება ძაღლთან კონტაქტი ასე ადვილად? რატომ აქვს ძაღლს ასეთი დადებითი ეფექტი ამ ადამიანებზე? რატომ იცვლება მათი ქცევა ასე კარდინალურად? ის კითხვებია რომლებზეც მინდა პასუხი.

6 comments:

Lord Vader said...

საუკეთსოა ლაბრადორები. იმიტომ რომ მაღალი ინტელექტი აქვთ და თან ძალიან ფრთხილები არიან.

ისე ამ ბოლო დროს ჯერ წავიკითხე იმ გამოკვლევაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ძაღლებს ლოგიკური აზროვნება აქვთ. შემდეგ ის, რომ ისინი განიცდიან ე.წ. კომპექსურ გრძნობებს - როგორიცაა ვთქვათ სიამაყე. და რომ ძაღლის ლექსიკონში 600-მდე სიტყვაა და კიდევ ჟესტები :)

Anya said...

So wonderful video's
so nice to have pets they can help
:))

Tomushka said...

Lord Vader - მაღალი ინტელექტი სხვა ძაღლებსაც აქვთ. ასისტენტი ძაღლის ჯიში დამოკიდებულია თავად დარღვევის ფორმაზე. გერმანული ნაგაზიდან დაწყებული პუდელით დამთავრებული ყველანაირ ძაღლს ნახავ :)

Anya- yes, but u know, they are special assistant dogs. They are being trained during 2 years.

clown said...

საყვარლებიიი <3

Keti said...

უსინათლოებსაც ეხმარებიან


ძალიან მიყვარს ძაღლები :(

Tomushka said...

Keti - კი, მათთვის კიდე სულ სხა პროგრამააა. ძაღლება მოძრაობის წესები იციან და გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.